... (S-4499), XVII ს.

332. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბვისა: სმინება: მოყვანა: უთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება: მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიხსენ: დამიწყო: მოჯობინება: წინაშე: მოვალ: ამისთუის: კულავ: უფრო: მმართებს: ლხინება:

333. დარბაზს: მიველ: მეფე: ბრძანებს: ამის: მეტსა: ნუ: იქ: აბა: ცხენსა: შემსვა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა: შეჯდა: ქორნი: მოუტივნა: დურაჯები: დაინაბა: მშვილდოსნები: გასაგანნა: იტყოდიან: შაბაშ: შაბა:

334. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი: მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულ: დაღებულნი: მეფემან: გასცნა: მრავალი: თვალნი: ღარიბად: ქებულნი: აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი:

335. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად: ვიგონებდი: ცეცხლი: უფრო: მედებოდა: გულსა: ალვად: ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: მთქუიან: ხალვად: შევქენ: სმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად:

336. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახვისცა: ამირბარი: ზეწარითა: მოუხურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი: უთხარ: საწოლს: შეიყვანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი:

337. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობით: აემზადნეს: ასაყრელად: შარდი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანთა: დაუზმელად: გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: მიდგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობა: ქნათა: აუგისა: საკრძალველად:

338. კარსა: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყუანისმცა: მითხრა: მოსლვა: თქვენს: წინაშე: კურთხეულა: ვინცა: ღირსმცა: გამიკუირდა: მიჯნურისა: თაყვანება: ექნა: ვისმცა: ვთქვი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

339. შეველ: დავჯე: ტახტსა: ზედა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა: ჩემსა: ახლოს: დასაჯდომად: თავი: მისი: არ: აღირსა: უთხარ: მანდა: რად: ზი: შენ: თუ: სიყვარული: ჩემი: გჭირსა: მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთვის: გვანდა: სიტყვა: ძვირსა:

340. მითხრა: დღე: ეგე: სირცხუილად: მედების: გულსა: ალობა: გგონია: ჩემგან: თქუენს: წინაშე: მაგისთვის: მომავალობა: მაგრამ: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირს: ვარ: ვერ: ვიტყუი: მაკლია: ღ~თისა: წყალობა:

341. ადგა: მითხრა: თქუენსა: კრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭუ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეზომ: დიდსა: შემართებად: გულსა: მისად: უთნევია: ამა: წიგნმან: გამამართლოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია:

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყუარელსა თანა:

342. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ცეცხლი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქსა: ნუ: დაიჩნევ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკუდები: მაგრა: ბნედა: ცუდად: მძულსა: აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყუელაკასა: ჩემგან: თქმულსა:

343. ასმათ: დგას: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად: თქუა: წოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვკითხ: ავად: გიბრძანებს: მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად: ლომსა: არ: მართებს: ვაგლახი: თუ: მისი: თავი: ითხა: ვად:

344. ბედითი: ბნედა: სიკვდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყუარელსა: უჩუენო: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყველანი: ჩვენნი: სახარაჯონია: აწ: მათი: ჯავრნი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია:

345. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კულავ: ჟამი: არ: მამხდომია: ძოღან: ხელქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: მე: აქა: ყველა: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

346. მართლად: გითხრობ: მომისმინე: ესე: რაცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩვენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კულამცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყოს: აჰა: ბნელი: გაგითენე:

347. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა: მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა:

აქა წიგნი ტარიელისა საყვარელთანა:

348. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთუარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღმერთმან: იგი: ნუ: მამცეს: რაც: არა: შენი: ფერია: სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

349. ასმათს: უთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: მზეო: რადგან: ჩემთვის: ნათლად: ამოჰხდები: აჰა: მკუდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რასაცაღა: სამსახურსა: ვჰტყუვი: თუღა: ვერიდები: