... (W-17), XVII ს.

334. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარეთ ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

335. ასმათ აზიდნა ფარდაგსა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ საჴმილთა დავუწვავ ნიადაგულსა

336. ვაი წაჴდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ჴმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქუა მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთა მემუქარენი

337. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქუა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქმნა ცრემლი მიწასა გარია თქუა ჩემგან მისი ხსენება ვაიმე რა დიდი ზარია

338. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ნათქუამთა თუ სულნი შეღამრჩებიან

339. დურაჯნი მივსცენ გავიღე სხვა გზა ვეღარა თავისა დავეცი დავბნდი წამიჴდა ძალი ჴორცათა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა გარე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

340. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედა მტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქუეს გამაბელზებელითა

341. მე რა მნახა თვალახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ხარ ღა სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა უთხარ ვითა შმაგმა ვთქუი უვია კულავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

342. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

343. აქიმნიცა იკუირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყუა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

344. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მამივიდა მივხუდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი ჰაი რაშიგან ვარ მე მიწათა სასუდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყუა სამუდარი

345. ვთქვი თუ ღ~თო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მოვჯობინდი გული კრული მანვე ქნა და გავირკინე

346. მე წამოვჯე მეფისანი კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

347. იქით და აქათ მამისხდეს მახურიტეს სახურეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახო წყალნი და ველია ცხენი მამგუარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

348. გამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე დავაბრუნვე მეფე მომყუა სახლთა ძირსა ჩემსა მიველ უარ გავჴე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვჰკუდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

349. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

350. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ჰკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკუირდა სხვად გულისა ვითამცა ვქენ მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

351. მე გამიკვირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშუკობასა

352. დღენი გამოჴდეს მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

353. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან მიბრძანა გახსნა ჴელისა გავიხსენ მალვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა