.... (H-1759), XIX ს.

334. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად, კვლავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელ ქმნილსა გიჭვრეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია

335. მართლად გითხრობ მომისმინე, ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა, თავი კარგათ გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავდმცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე

336. ასმათი მეუბნებოდა, უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა, და ღაწვი გამელალვოდა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველად

337. თვალთა დავიდევ უსტარი, მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია მე იგი ღმერთმან ნუ მამცეს, რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა, ჩემი ვერ დამიჯერია

338. ასმათს უთხარ მე პასუხსა, ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე მზეო რადგან, ჩემთვის ნათლად ამოხდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები მიჯნურისა სამსახურსა, ვიტყვი თუღა ვერიდები

339. ასმათ მითხრა მე მიბრძანა, ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა, საუბარსა არა სცნობდეს ჩემდა ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიყობდეს დამცავედრა ამირბარსა, უთხარ ასრე ნამუსობდეს

340. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა მისი მზისაცა რიდება, ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა, არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა, გვანდის სინათლე დღისისა

341. ასმათს მოვართვი რჩეული, თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ, სხვად ხელის შესაბამითა

342. ქალი ადგა წამოვიდა, მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი გამინათლა, დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შევგელ დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი, გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა

343. გავგზავნე კაცი ხატაეთს, და წიგნი ჩემაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა, არისმცა ღთულებ ძლიერი მათი ერთგული გასძღების, ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების, თავისა არ მადრიერი

344. ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიწბილები ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გვნახე თავისა, სისხლთ ნუ ეზიარებით

345. კაცი გავგზავნენ მე გულსა, მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო, ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო, მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ, მხეცთაცა მოვეწყინები

346. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან, ჩემს წინა დარბაზობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან, სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვსთქვი საწუთროს გმობანი

347. დღესა ერთსა საწოლს მოველ, მეფის სრითა წამოსრული ვიჯე და მასვე ვიგონებდი, არ მომეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული

348. მონააო ასმათისი, საწოლს უთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო, ვისი მესვა გულსა დანა ლხინმა ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე, რამცა უთხარ ამისთანა

349. ბაღნი შევლე არა დამხვდა, კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მომეგება, მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი, უფრჭკნელი და დაუმჭკნარი

350. ამიგდო ქალმან ფარდაგი, მძიმე თავისა ძალითა სადა დგას კუბო შემკული, ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად, მის მელნის ტბისა თვალითა

351. დიდხან ვდეგ და არა მითხრა, სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამცა რა შინაურსა ასმათ უჴმო მოიუბნეს, ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს, მე კვლავ მიმცა ალმან მურსა