ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

313. მე რა მნახა თვალახმული, მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით ბრძანა შვილო შვილო, ცოცხალ ხარ ღა სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შეჰვკრთია კულა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია

314. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარე შემომცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

315. აქიმნიცა იკუირვებდეს, ესე სენი რა სენია სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცდარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია

316. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკუდარი მერმე ცნობა მომივიდა, მიხუდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყუა სამუდარი

317. ვთქვი თუ ღ~თო ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა ამადგინე აქა ყოფნა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავარკინე

318. მე წამოველ მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო, დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა

319. იქით და აქათ მამისხდეს, მახურიტეს სახურეტელია მე მოვახსენე პატრონო, გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახო წყალნი და ველია ცხენი მამგუარეს შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია

320. წამოვედით მოვიარეთ, მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე, მეფე მომყუა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავჴე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვჰკუდე ბედი ჩემი, ამის მეტსა რასღა ღირსა

321. შინა დავსხედით ნადიმად, მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი, არ იყუნეს სულდაღებულნი მეფემან გასცნა მრავალი, თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს, მას დღესა მათნი ხლებულნი

322. ვეცდებოდი არა მცალდა, სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო, მედებოდა გულსა ალად ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე მთქუიან ალვად შევქმენ სმა და ნადიმობა, პატიჟთა და ჭირთა მალვად

323. მოლარემან შინაურმან, ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო, ინახვისცა ამირბარი ზეწარითა მოუხურავს, პირი ბრძენთა საქებარი უთხარ საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნაჴმობარი

324. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით, აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა, აუგისა საკრძალველად

325. კარსა შევდეგ ქალი წინა, მამეგება თაყუანისმცა მითხრა მოსულა თქვენს წინაშე, კურთხეულ არს რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა, თაყუანება ექნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

326. შევე დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა ჩემსა ახლოს დასაჯდომად, თავი მისი არ აღირსა ვარქვი მანდა რად ზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის გვანდა სიტყუაძვირსა

327. მითხრა დღე ეგე სირცხუილად, მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე, მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა, შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი, მაკლია ღ~თისა წყალობა

328. ადგა მითხრა თქვენსა კრძალვასა, ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭუ რაცა პატრონისა, ბრძანებასა უთქმევია ეგზომ დიდსა შემართებად, გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმევია

წიგნი ნესტანდარეჯანისი საყვარელთანა

329. წიგნი ვნავხე მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა, ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკუდები, მაგრა ბნედა ცუდად მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს, ყველაკასა ჩემგან თქმულსა

330. ასმათ დგას ჩემთვის მისისა, წიგნისა წასაკითხავად თქვა ძოღან შენი ამბავი, მითხრიან ვისცა ვკითხ ავად გიბრძანებს მესმის მოვლენო, ლაშქარნი შენად მკითხავად ლომსა მით მართებს ვაგლახი, თუ მისი თავი ითხა ვად

331. ბედითი ბნედა სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყუარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი, ჩუენნი სახარაჯონია აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა, ჩვენგან არ დასათმონია