... (S-4997), XIX ს.

316. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყუანა მან ვჰთქვი თუ რა იცის ანბავი ნეტარ ან იმან ან ამან

317. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ჰკითხე შემოვიდა სააშიყო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა ვჰქმენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

318. მე გამიკვირდა სით უყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

319. დღენი გამოხდეს მე გული უფრორე დამწვეს მე ალთა ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსულა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

320. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყო ბინდი ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანა გახსნევა ჴელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა

321. ჴელ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისა შემოყვანა უთხარ შინა გულსა შიგან დაუძრახე რა მპოვაო აქა ვინა

322. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატეევ ლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა პასუხად ვწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა

323. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ინდონი მმონებენ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

324. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება მოყუანა უთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კულავ უფრო მართებს ლხინება

325. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსნები გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

326. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

327. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვა

328. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამილბარი ზეწარითა მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს წაიყუანე ჩემგან არის ნახმობარი

329. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად

330. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყუანი მცა ჩემი მოსლვა თქუენს წინაშე კურთხეულა რამან ღირმსცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყვანება ექნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

331. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყუი მაკლია ღ~თისა წყალობა

332. ადგა მითხრა თქუენს მკრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომს დღისა შემართება გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისმცა უთქმევია

წიგნი ნესტან დარეჯანისაგან საყუარელსა თან მოწერილი

333. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩენ ლომო გულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა

334. ბედითი ბნედა სიკუდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყუარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყუელანი ჩვენნი მოხარაჯენია აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია