... (S-4499), XVII ს.

312. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქუა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ითქნა: ცრემლი: მიწასა: გარია: თქუა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

313. მინ: დონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრამ: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

314. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხვა: გზა: ვერაღა: თავისა: დავეცი: დავბნდი: წამიჴდა: ძალი: ჴორცათა: და: მკლავისა: რა: სულად: მოვე: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა: გარე: მამრტყმოდეს: ჯალაბნი: ვითა: ჩამსხდომნი: ნავისა:

315. შიგა: ვწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზედა: მტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა: პირსა: იხოკდეს: ჴელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხნეს: სენითა: მთქუეს: გამაბელზებელითა:

316. მე: რა: მნახა: თუალახმული: მეფე: ყელსა: მამეხვია: ცრემლით: მითხრა: შვილო: შვილო: ცოცხალ: ხარღა: სიტყუა: თქვია: მე: პასუხი: ვერა: უთხარ: ვითა: შმაგი: შევეკრთი: დია: კულავ: დავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია:

317. სრულნი: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან: მათ: ჴელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან: მტერ: დაცემული: ვეგონე: არ: ვიცი: რას: ჩმახვიდიან: სამ: დღემდის: ვიყავ: უსულოდ: ცეცხლნი: უშრეტნი: მწვიდიან:

318. აქიმნიცა: იკუირვებდეს: ესე: სენი: რაგვარია: სამკურნალო: არა: სჭირს: რა: სევდა: რამე: შემოჰყრია: ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყუა: მცთარი: წამერია: დედოფალი: ზღვასა: შეიქს: მას: რომ: ცრემლი: დაუღვრია:

319. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკვდარი: მერმე: ცნობა: მამივიდა: მივხუდი: რასმე: მიუმხვდარი: ვთქვი: თუ: ჰაი: ჰაი: რაშიგან: ვარ: მე: სიცოცხლე: გარდამხდარი: თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყვა: სამუდარი:

320. ვთქვი: თუ: ღ~თო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე: მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: აღმადგინე: აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე: მანვე: ქნა: და: მორევჯობდი: გული: წყლული: გავარკინე:

321. ზე: წამოვჯე: მეფისაგან: კაცი: დია: მოვიდოდა: ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა: მეფე: მორბის: თავშიშველი: არ: იცოდა: რას: იქმოდა: იგი: ღ~თსა: ადიდებდა: სხვა: ყუელაი: უჩუმოდა:

322. იქით: და: აქათ: მამისხდეს: მახურიტეს: სახურეტელია: მე: მოვახსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია: ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახო: წყალნი: და: ველია: ცხენი: მამგვარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: მვლელია:

323. წამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა: ჩემსა: მიველ: დავაბრუნვე: მეფე: მომყუა: სახლთა: ძირსა: შინა: მიველ: უარ: გავჴე: სხვა: დამერთო: ჭირი: ჭირსა: ვთქუი: თუ: მოვკუდე: ბედი: ჩემი: ამის: მეტსა: არას: ღირსა:

324. ზაფრანის: ფერად: შეცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: გული: უფრორე: დამიჭრა: ათიათასმან: დანამან: საწოლს: მეკარე: შემოდგა: მოლარე: გაიყვანა: მან: ვთქუი: თუ: რა: იცის: ამბავი: ნეტარ: ან: იმან: ან: ამან:

325. მონააო: ასმათისი: რა: იცისო: ვარქუი: ვკითხე: შემოვიდა: სააშიკო: წიგნი: მომცა: წავიკითხე: გამიკუირდა: სხვად: ვითამცა: ვქენ: გულისა: მწველთა: სითხე: მისგან: ეჭვი: არა: მქონდა: სევდად: მაწვა: გულსა: მით: ხე:

326. მე: გამიკვირდა: სით: ვუყვარ: ანუ: ვით: მკადრებს: თხრობასა: მიუყოლობა: არ: ვარგა: დამწამებს: უზრახობასა: ჩემგან: იმედსა: გარდასწყუეტს: მერმე: დამიწყებს: გმობასა: დავსწერე: რაცა: პასუხად: მართებდა: აშუკობასა:

327. დღენი: გამოჰჴდეს: მე: გული: უფრორე: დამწვეს: კვლავ: ალთა: ვეღარ: ვუჭვრეტდი: ლაშქართა: მინდორს: თამაშად: მავალთა: დარბაზს: ვერ: მიველ: მკურნალთა: დამიწყეს: მოსლვა: მრავალთა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა:

328. მათ: ვერა: მარგეს: მე: გულსა: ბინდი: დამეცა: ბნელისა: სხვამან: ვერავინ: შემატყვა: დება: ცნობისა: ხელისა: სისხლი: დამწამეს: მეფემან: ბრძანა: გაჴსნევა: ჴელისა: გავიხსენ: ფარვად: თავისა: არვისგან: საეჭველისა:

329. ჴელ: გაჴსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავისწინა: ჩემი: მონა: შემოვიდა: რა: შევხედე: შეეშინა: მონააო: ასმათისი: შემოყუანა: უთხარ: შინა: გულსა: შიგან: დაუზრახე: რა: მპოვაო: ანუ: ვინა:

330. ასმათის: წიგნი: მამართვა: მე: წავიკითხე: ნებასა: წიგნსა: შევატეევ: ლამობდა: შეყრისა: მოსწრაფებასა: პასუხად: მივეც: ჟამია: მართალ: ხარ: გაკუირვებასა: მოვალ: თუ: მიჴმობ: მე: ნუ: მეჭუ: მოსლვისა: დაზარებასა:

331. გულსა: ვარქვი: თუ: ლახუარნი: ეგრე: ვით: დაგაღონებენ: ამირბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულად: ინდონი: გმონებებ: აზრად: შეიქმან: საქმესა: ათასჯერ: შეაწონებენ: თუ: შეიგებენ: მე: მათთა: აერსა: არ: მარონებენ: