... (H-54), 1680 წ.

313. ყმა: ეტყუის: ხედავ: სისხლისა: თვალთა: მდის: ცრემლთა: წყალები: დრო: გამიგრძელდა: მიმჭირდა: მაჩნია: მით: აწყა: ლები: ვიცი: არ: მომკლავ: ღარიბი: ღარიბსა: შეგეწყალები: მაგა: ამბვითა: დამივსე: ცეცხლისა: მე: აწყალები:

314. ქალო: არ: იცი: სით: მოვალ: რა: ჭირნი: მომითმენიან: ოდითგან: ვეძებ: ამბავთა: ესე: არვისგან: მსმენიან: შენ: მიპოვნიხარ: სიტყუანი: ჩემნი: რაზომცა: გწყენიან: ვერ: დაგეხსნები: მიამბე: ჩემგან: ნუღარა: გრცხუენიან:

315. ქალმან: უთხრა: რას: შეგესწარ: მე: ვინ: ვარ: და: ანუ: შენო: მზე: არ: მახლავს: შეგეტყვების: თრთვილო: ასრე: მით: მაწყენო: გრძელი: სიტყვა: საწყინოა: ასრე: მოკლედ: მოგახსენო: ვერასათვის: ვერ: გიამბობ: რაცა: გინდა: იგი: ქენო:

316. კვლაცა: ჰკითხა: ზენარობით: მიუყარნა: მუხლნი: წინა: მაგრა: ვერა: ვერ: დაჰყარა: მუდარობა: მოეწყინა: პირსა: ზედა: გაგულისდა: თუალთა: სისხლი: მოედინა: ადგა: თმითა: წამოზიდნა: ყელსა: დანა: დააბრჯინა:

317. ეგრე: უთხრა: მე: ეზომი: ჯავრი: ვითა: შეგარჩინო: რაგვარა: თუ: ამატირო: ცრემლი: ცუდად: დამადინო: გიჯობს: მითხრა: ამისმეტი: მართ: აღარა: არ: გაწყინო: თუარა: ღმერთმან: მტერი: ჩემი: მოკლას: ვითა: მოგაკვდინო:

318. ქალმან: უთხრა: ეგე: ღონე: მოიგონე: მატად: ავი: თუ: არ: მომკლავ: არ: მოვჰკუდები: მრთელი: ვარ: და: მოუკლავი: რად: რა: გითხრა: სადამდისცა: ვიყო: ჭირთა: უნახავი: კულავ: თუ: მომკლავ: სასაუბროდ: აღარ: მედგას: ზედა: თავი:

319. უთხრა: თუ: ლომო: ავთანდილ: შეიქენ: ელვა: კრთომითა: თუ: მომკლავ: დამჴსნი: სოფელსა: ეგ: მიჯობს: ბევრის: ზომათა: არ: ვიცი: ფიფქო: მით: მაწყენ: მიპოვე: მზე: წაჴდომითა: შენებრი: კაცი: ჩემ: მეტსა: ვერვის: უდარებს: ომითა:

320. კულა: ეტყვის: ყმაო: რად: მპოვე: ვინ: მეუბნები: მე: ვინო: ეგე: ამბავი: ცოცხალსა: ენითა: ვერ: მათქმევინო: მე: თავი: ჩემი: ნებითა: ჩემითა: მოგაკლევინო: ვითა: უსტარი: ბედითი: ადვილად: დაგახევინო:

321. ჩემი: სიკუდილი: შენ: ჩემად: პატიჟად: ნურად: გგონია: მით: რომე: დამხსნი: ტირილსა: შემშრების: ცრემლთა: ფონია: ჩალად: მჩანს: ყოვლი: სოფელი: მისთვისვე: შემიწონია: ვერ: გიცნობ: ვინ: ხარ: ვის: გითხრა: სიტყუანი: მისანდონია:

322. ყმამან: თქუა: თუ: არ: ეგების: აწ: ამისი: ასრე: თქმევა: სხუასა: რასმე: მოვიგონებ: სჯობს: საქმისა: გამორჩევა: გაუშვა: და: ცალკე: დაჯდა: ტირს: დაუწყო: ცრემლთა: ფრქვევა: ქალსა: უთხრა: გაგარისხე: აწ: ესე: თქვი: ვით: დავრჩე: ვა:

323. ქალი: დაუჯდა: კუშტგვარად: ქუშობს: ჯერთ: არ: დამტკბარია: ავთანდილ: ქვე: ზის: ტირილად: აღარას: მოუბარია: ვარდისა: ბაღსა: მოგუბდა: ცრემლისა: საგუბარია: კვლავ: იქით: ქალი: ატირდა: მისთვის: გულნალმობარია:

324. ყმა: მტირალი: შეებრალა: ამად: ცრემლნი: ცხელნი: ღვარნა: მაგრა: უჯდა: უცხოს: უცხო: არ: ბაგენი: აუბარნა: ყმამან: ცნა: თუ: გონებანი: ჩქარნი: ჩემთვის: დააწყნარნა: ცრემლდენილი: შეეხუეწა: ადგა: მუხლნი: მიუყარნა:

325. უთხრა: ვიცი: აღარ: ვარგხარ: შენ: აწ: ჩემად: დასანდობლად: გაგარისხე: დაგრჩომივარ: ღარიბად: და: ამად: ობლად: აწ: ეგრეცა: თავი: ჩემი: დამიც: შენთვის: დასანდობლად: ამად: რომე: შეცოდება: შვიდგზის: თქმულა: შესანდობლად:

326. თავი: ჩემი: სამსახურად: თუცა: ავად: მოგაწონე: მიჯნურისა: შებრალება: ჴამს: ესეცა: გაიგონე: სხვაგნით: ყოვლგნით: უღონო: ვარ: არვინ: არის: ჩემი: ღონე: სულთა: მოგცემ: გულისათვის: სხვა: მეტიმცა: რა: გამონე:

327. რა: ქალსა: მიხუდა: ყმისაგან: მიჯნურობისა: ხსენება: გულ: ამოჴუინჩუით: დაიწყო: ასკეცად: ცრემლთა: დინება: კულა: გაამაღლა: ზახილით: ტირილი: არ: გაცინება: ავთანდილს: ღმერთმან: წადილი: მისცა: გულისა: ლხინება:

328. იტყუის: თუ: ამა: სიტყუითა: მას: ფერი: შეეცვალების: ვისთვის: მე: ჴელი: უცილოდ: მას: ცრემლი: ემალ: მალების: კულა: უთხრა: დაო: მიჯნური: მტერთაცა: შეებრალების: ესეცა: იცი: სიკვდილსა: თუით: ეძებს: არ: ეკრძალების:

329. ვარ: მიჯნური: ხელი: ვინმე: გაუძლებლად: ხელთა: დგმისად: ჩემმან: მზემან: გამომგზავნა: საძებარად: იმა: ყმისად: ღრუბელიცა: ვერ: მიხუდების: მე: მისრულვარ: სადა: მისად: გული: თქუენი: მიპოვნია: მისი: შენდა: შენი: მისად:

330. მისი: სახე: გულსა: ჩემსა: ხატად: ასრე: გამოვხატე: მისთუის: ხელმან: გამოჭრილმან: ლხინი: ჩემი: ვაალქატე: ორისაგან: ერთი: მიყავ: ტყვე: მქმენ: ანუ: მააზატე: ან: მაცოცხლე: ანუ: მომკალ: ჭირი: ჭირსა: მომიმატე:

331. ქალმან: უთხრა: ყმასა: სიტყუა: პირველისა: უამესი: ეგე: სიტყვა: მოიგონე: დია: რამე: უკეთესი: წეღან: საქმე: მტერობისა: გულსა: ჩემსა: შთამოსთესი: აწ: მოყვარე: გიპოვნივარ: დისაგანცა: უფრო: დესი:

332. რაცაღა: ხარ: ვერ: მაცთუნვებ: გარდიქცევი: ჴმელთა: ქველად: დაკარგულნი: ვინმე: სადით: ვიარები: მარტო: ველად: მე: ვისთვისმე: ნაცვლად: ღმერთმან: მიმცა: ცეცხლთა: დასაწყეველად: მალედ: მომკალ: დამჴსენ: წვასა: მიმეც: მჴეცთა: შესაჭმელად: