... (S-4499), XVII ს.

293. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა: ვერვინ: ვხედევდით: შეიქმნა: პირითა: მინა: ვარდითა: ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყუიან: იმღერდის: ნარდითა: მუნ: იზრდებოდის: ტანითა: გაბავანს: განაზარდითა:

294. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ: მეფე: მზრდიდა: ვითა: შვილსა: დღისით: ვიყუი: მას: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა: ძალად: ლომსა: თვალად: მზესა: ტანად: ვგვანდი: ედემს: ზრდილსა: სროლასა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქნილსა:

295. რა: მინდორს: შვჯდი: ზარითა: ჴმა: იყუის: ბუკთა: ცემისა: თან: მახლდის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა: ჭურეტად: ქალყმები: დაჯრილა: დგას: თემისა: და: თემისა: ვინ: მნახის: ეყუის: ერთ: წლამდის: კვეხა: ნახვისა: ჩემისა:

296. მოსრნის: მხეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგან: სრეულმან: მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან: შევიდი: შევქმნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან: აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლ: ბალახშეულმან:

297. მამა: მამიკვდა: მოვიდა: დღე: სიკვდილისა: მისისა: ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: გარე: ნიშისა: მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა: ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ხსენება: იშისა:

298. მე: წელიწდამდის: ბნელსა: ვჯე: საწუთროგამწარებული: დღ: ისით: და: ღამით: ვაებდი: ვერვისგან: სულ: დაღებული: გაყუანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული: ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუ: ხარ: შავითა: ღებული:

299. ჩვენ: უფრო: გუტკივის: იგი: ვინ: დაგვაკლდა: სწორად: თავისა: ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა: ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა: შენ: გქონდეს: ამილბარობა: ქნა: მისვე: საურავისა:

300. ავენთი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრტელთა: უკანით: გამომიყვანეს: ხასთა: მას: წინა: მდგომელთა: გამოსლუისათვის: ზეიმი: შექმნეს: ინდოეთს: მფლობელთა: შორს: მომეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: მშობელთა:

301. თვალთა: ჩემთა: ცხელი: ცრემლი: აწინდლისა: უფრო: დიან: წყლისა: ჭამა: გარდვიჴადე: სამძიმარსა: მითხრობდიან: ასრე: გავჴე: ჩემი: ჯარი: არ: დარჩების: იტყოდიან: ზოგნი: ტირან: მამისათვის: ზოგნი: ჩემთვის: ტიროდიან:

302. თვით: საჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივმცემდეს: ძისა: დარად: მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად: ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად: არ: მამეშუნეს: დავმორჩილდი: თაყვანისმცეს: ამირბარად:

303. თავადობა: ინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხუათა: ვნაპიროდი: თუ: ვინ: იყვის: მავნებელი: ჩემთა: სპათა: ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზამი: შევქნი: მღერა: ზმათა: სპათა: ვმოსდი: ვნადირობდი: ქება: თქვიან: ჩემთა: ქნათა:

304. ტარიელს: თვალნი: სისიხლისა: ცრემლთაგან: დაღამებიან: თქვა: ნახვისაცა: უღირსსა: ვისგან: საჴმილნი: მდებიან: უმისოდ: ძმანი: რად: მძმობენ: ანუ: რად: დანი: მდებიან: აწყა: ვახსენებ: დღესა: მას: ოდიდგან: ცეცხლი: მდებიან:

აქა ამბავი ტარიელისა პირველად გამიჯნურებისა:

305. კვლა: დაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გუენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გუიკვირა:

306. მეფემან: ახმნა: დურაჯთა: მითხრა: მიყუანა: ქალისა: გამოუხვენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: მე: საწუთროსა: ვალისა: ალმასისა: ჴამს: ლახვარი: ლახურად: გულისა: სალისა:

307. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: ფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდისწყლისა: აბანოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა:

308. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ფაზარ: გებით: ა: შიგნით: შევედით: სრა: დაგვხუდა: მოცვული: ფარდაგებითა: მაშინ: ნასობთა: ლახვართა: სულნო: ვით: დაუდგებითა:

309. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარე: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ჴმა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხუმა: დურაჯთა: ამირბარისა:

310. ასმათ: აზიდნა: ფარდაგსა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედე: ლახვარი: მეცა: ცნობასა: და: გულსა: მოვიდა: მივსცნე: დურაჯნი: მთხოვნა: ცეცხლითა: დაგულსა: ვაიმე: მას: აქათ: საჴმილსა: დავუწვავ: ნიადაგულსა:

311. ვაი: წაჴდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ხსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი: ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი: ჭმუნვით: თქუეს: მკლავნი: ცუდ: ქმნილნი: ვაი: გმირთა: მემუქარენი: