... (S-4499), XVII ს.

273. ხალვა: მოსძულდა: შეექმნა: გულს: კაეშანთა: ჯარები: თქუა: წამიღია: მტერთაგან: ძლევით: ნაპირთა: არები: ყოვლგნით: გამისხმან: მორჭმით: ვზი: მაქუს: ზეიმი: და: ზარები: ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები:

274. ფარსადანს: წინა: დაასკუნა: გაგზავნა: მოციქულისა: შესთვალა: შენ: გაქვს: მეფობა: ინდოეთისა: სრულისა: აწ: მე: მწადს: თქუენსა: წინაშე: მეცა: ვსცნა: ძალი: გულისა: სახელი: დარჩეს: ჩემისა: ერთგულად: ნამსახურისა:

275. ფარსადან: შექნა: ზეიმი: ამა: ამბისა: მცნობელმან: შესთვალა: ღმერთსა: მადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლფობელმან: რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ: ინდოეთს: მჯდომელმან: აწ: მოდი: ასრე: პატივ: გცე: ვითა: ძმამან: და: მშობელმან:

276. კმარის: ღ~თისაგან: ჩვენზედა: წყალობა: აწ: ამდენია: შეგვეწყევ: დიდი: ჴელმწიფე: დასცხრეს: მოციქულთ: მდენანი: ავისა: მთქმელსა: რას: არგებს: აწყა: აქ: ან: ამდენანი: მშვილდმან: ისვენა: ჩაეგუნეს: ჴმალნი: სისხლისა: მდენანი:

277. ერთი: სამეფო: საკარგყმო: უბოძა: ამილბარობა: თვით: ამირბარსა: ინდოეთს: აქვს: ამირსპასალარობა: მეფე: რა: დაჯდეს: არა: სჭირს: ჴელისა: მიუმცდარობა: სხვად: პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქვს: კეისარობა:

278. თვით: მეფემან: მამაჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა: თქუა: ჩემებრი: ამირბარი: ნაძლევი: ვარ: ვისცა: ჰყავსა: ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა: მას: არ: ვგავარ: ასრე: ვითა: მე: სხვა: კაცი: არა: მგავსა:

279. ძე: არა: ესვა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა: ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა: ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა: მეფემ: ბრძანა: შვილად: გავზრდი: თვით: ჩემივე: გუარი: არსა:

280. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყვანეს: შვილად: მათად: საპატრონოდ: მზრდიდეს: სრულთა: ლაშქართა: და: ქუეყანათად: ბრძენთა: მიმცეს: სასწავლელად: ჴელმწიფეთა: ქცევაქნათად: მოვიწიფე: დავემგზავსე: მზესა: თვალად: ლომსა: ნაკვთად:

281. ასმათ: მითხრობდი: რაცა: სცნა: ჩემგან: ამბობა: ცილისა: ხუთისა: წლისა: შევიქენ: მგზავსი: ვარდისა: შლილისა: ჭირად: არ: მიჩნდის: ლომისა: მოკულა: მართ: ვითა: სილისა: არა: ჰგაოდის: ფარსადანს: მისი: არა: სმა: შვილისა:

282. ნადიმსა: შიგან: მოყმენი: სიცილით: მოგეგებნიან: მოასპარეზე: მესროლთა: ღონე: ჩემგანვე: ძებნიან: მებრძოლთა: შიგან: მებრძოლნი: ვერავინ: ვერ: შემებნიან: თვით: შუბოსანი: ჩემებრი: არავინ: არ: ეგებნიან:

283. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი: ესე: რა: თქვა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი: დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი: თქვა: მაშინვე: მზესა: ჰგვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი:

284. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: ოდეს: შობდა: მოციქული: მოციქულსა: ინდოეთი: სრულად: სცნობდა: მზე: და: მთუარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა: ყოვლი: არსად: შემოსრული: მხიარული: თამაშობდა:

285. ასმათ: შენცა: ხარ: მოწამე: ჩემისა: ფერმიჴდილისა: მზესა: მე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა: იტყოდეს: ჩემი: მნახავნი: მგზავსია: ედემს: ზრდილისა: აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა:

286. ქება: არ: ითქმის: ენითა: აწ: ჩემგან: ნაუბარითა: ფარსადან: დაჯდა: ხარებად: ზეიმითა: და: ზარითა: ყოვლგნით: მოვიდეს: მეფენი: ნიჭითა: მრავალ: გვარითა: საჭურჭლე: გასცეს: აივსნეს: ლაშქარნი: საბოძვარითა:

287. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგვიწყეს: მე: და: ქალსა: მართ: მაშინვე: ჰგვანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა: უყვარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა: აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა:

288. ყმა: დაბნდა: რა: სახელისა: ხსენებასა: მიეწურა: ქალმან: სულად: მოაქცია: მკერდსა: წყალი: დააპკურა: ავთანდილსცა: აეტირა: მისმან: ცეცხლმან: გულსა: მურა: თქუა: ისმენდი: მაგრა: ჩემი: სიკუდილისა: დღე: დასტურა:

289. მას: ქალსა: ნესტანდარეჯან: იყო: სახელად: ჴმობილი: შვიდისა: წლისა: შეიქმნა: ქალი: წყნარი: და: ცნობილი: მთვარისა: მგზავსიმზისაგან: შვენებით: არ: შეფლობილი: მისსა: ვით: გასძლებს: გაყრასა: გული: ალმასი: წთობილი:

290. იგი: ასრე: მოიწიფა: მე: შემეძლო: შესულა: ომსა: მეფე: ქალსა: ვით: ხედვიდა: მეფობისა: ქნისა: მწთომსა: მამასავე: ჴელთა: მიმცეს: რა: შევიქენ: ამა: ზომსა: ვბურთობდი: და: ვნადირობდი: ვით: კატასა: ვჴოცდი: ლომსა:

291. მეფემან: კოშკი: ააგო: შიგან: სამყოფი: ქალისა: ქვად: ფაზარი: სხვად: კუბო: დგა: იაგუნდისა: ლალისა: ძირსა: ბაღჩა: და: საბანლად: სარაჯი: ვარდის: წყალისა: იგი: მუნ: იყუის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა:

292. დღე: და: ღამე: მუჯამრითა: ეკმეოდის: ალვა: თლილი: ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რა: დგის: ჩრდილი: დავარ: იყო: და: მეფისა: ქვრივი: ქაჯეთს: გათხოვილი: მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი: