... (W-17), XVII ს.

275. მიბრძანა მიცან ამბავი მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავსძელ ვერ ჭურეტა მისისა მე ღიმილისა

276. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ძმანი ვნახენ რომე თქუენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრაჴითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულმობრძავი სამე გლახა

277. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი თქუა თუ მახსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვსტიროდი მამეგონა მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

278. რას მაქნევდით რა გინდოდა ერთმანერთსა რათა ვგვანდით თქუენ მორჭმულნი სთამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწუსა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით გაგულვანდით ვეჭობ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

279. მოვიხედე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა წამოგიველ მეტი არა შეუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასა რას ვასახე

280. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავეცლები ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

281. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მზგავსი გმირისა ვიცი გარჯილ ხარ არა ხარ გარდაუჴდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღ~თივ ზეცით განაწირისა

282. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცულის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

283. მოსრულ ვარ შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი რა გნახე შენგან საჴმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი ეგე მეც ვიცი მეცა ვარ მაგა ლახვართა მგებნელი ბოლოდ იცოდი სიკუდილი ჩემი გაყრისა მცებნელი

284. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემჴურვალების მიკვირს თუ ნაცულად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რათ გენაცვალების

285. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი ცეცხლი ცხელი დამწვავს შემიქს ალად მურად

ტარიელისაგან პირველი გამიჯნურების მბობა ავთანდილთანა

286. ასმათ უთხრა ცრემლით ლომო მაგა ცეცხლთა არ ეგების მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა რადგან ეგრე არ ეგების ხედავ ესე მოყმე ვინმე ხელი შენთვის წაეგების სცნას მიზეზი შენთა წყლულთა ქმნას რა ღონე აეგების

287. მეხვეწებოდა ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა ნუ უყოს ღ~თნ გაძლება მემცა ვით მივეც ენასა რაჟამს სცნობს ვეჭუ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა არს უკეთესი რაცაღა სწადს განგებასა ზენასა

288. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული აწ ესე ყმა მკლავს მტირალი ცრემლითა დავალებული

289. კაცმან ვით ჰპოვოს ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი საჴმილმან აწ ასრე დანაბა დია კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია ვა ლხინთა ნაცულად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია

290. მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეყრისთ მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კულავ ნუთუმცა სრულ არ დამწვას ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

291. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიანბობ რაღა გინდა წამეკიდოს

292. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკუდარი მნახო დამიტირო სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკუანე

293. ღილჩაჴსნილი საამბობლად დაჯდა მჴარნი ამოყარნა ვითა მზეა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახუნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე დიდნი დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა