... (W-17), XVII ს.

314. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის მერმე ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ ერქუა და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

315. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ნახვიდის შეიქმნა პირითა მინავარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

316. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყავ მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა ბურთობა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა

317. რა მინდორს შვჯდი დგრიალი ჴმა იყო ბუკთა ცემისა თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა ჭურეტად ქალყმები დაჯრილნი დგას თემისა და თემისა ვინც მნახვის ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა

318. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ზეიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან

319. მამა მომიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

320. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო გამწარებული დღისით და ღამით ვვაებდი ვერვისგან სულდაღებული გაყუანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

321. ჩვენ უფრო გუტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე აჴდა ებრძანა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბარობა ქნა მისვე საურავისა

322. ავენთი დამწვეს მამისა საჴმილთა დაუშრტელთა უკანით გამომიყუანეს ხასთა მას წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მამეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა შობელთა

323. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივმცემდეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი თაყუანი ვეც ამირბარად

324. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა ვნაპიროდი თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა ხალვად დავჯდი ვპატრონობდი ლხინი შევქნი მღერას მათა სპათა ვმოსდი ვნადირობდი ქება თქვიან ჩემთა ქნათა

325. ავთანდილ ყურსა უპყრობდა ამბავსა საამებელსა ეტყუის თუ ლომო ნეტარძი ყოველსა შენსა მხლებელსა მე გავახარო და ვჰკადრო ჩემსა საჴმილთა მდებელსა ღ~თი არ მამკლავს მგონია თქუენზე ვალ დაუდებელსა

326. რაღაა იგი სიცოცხლე ვინ არა შენდა ყოფილი ღვარი გამრავლდა ცრემლისა ბაღს არა შენდა ყოფილი გულსა ქვა ქნილსა დანისა ვით არა შენდა ყოფილი შვიდთა მნათობთა სინათლე გაქუს არა შენდა ყოფილი

327. კულავ ასმათ ჰკადრა ვიციმცა გული ცეცხლთაგან მურია მაგრამ სრულ უქმენ ამბავი ესე ყმა მონასურია ამასაც სჭირან პატიჟნი ვერ არის აქა მდგმურია ადრე წავიდეს გარგოს რა ქნას საქმე მოძმეურია

328. ტარიელ დენად ცრემლისა კვლავ გაამრავლა მილები რა მოეგონის მოყუარე და დღენი წარჴდომილები ვართა ასოვლებს ინდოთა რაზმი ჩანს უნდომილები ეგრევე შენ ხარ სიცოცხლე გული რაზომცა მილები

329. ტარიელს თვალნი სისიხლისა ცრემლთაგან დაღამებიან თქვა ნახვისაცა უღირსსა ვისგან საჴმილნი მდებიან უმისოდ ძმანი რად მძმობენ ანუ რად დანი მდებიან აწყა ვახსენებ დღესა მას ოდიდგან ცეცხლი მდებიან

330. კულავ დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გუენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელთა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა

331. მეფემან ახმნა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლახვარი ლახურად გულისა სალისა

332. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

333. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი ხე ალვა დარიგებითა მეფე გარდაჴდა მუნ სადა კოშკად ფაზარ გებითა შიგნით შევედით სრა დაგვხვდა მოცვული ფარდაგებითა მაშინ ნასობთა ლახვართა სულნო ვით დაუდგებითა