... (H-743), XIX ს.

374. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინათვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

375. მემცა დაშლა ვითა ვკადრე რადგან იგი ვერ მიმხვდარა [..................................................................................................] [..................................................................................................] [..................................................................................................]

376. [.........................................................................................................] თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სიკვდილთა ალისა მაგრა თვით იცით ხელმწიფე ხამს მქნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა

377. იცი ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია ამოსწყდა მათი ყველაი მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია

378. ვერ გათავა თქვენმან კეთილმან აწ ეგე არ მართალია ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ მოგხვდების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ხრმალია

379. […………………………………………………….] ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე სხვად მეშველსა გარეგანსა მამკალ ვისცა ვინატრიდე

ანბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

380. ესე კაცნი გამეგზავნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი რომე თავი ვერ წავაგე

381. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე ქალი ყავს ერთსა მონასა ვცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავ გაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

382. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

383. ახლოს მიველ კვლაცა ვკითხე რაშიგან ვართ სთქვი მართალი კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლავ მოედვა ამით ალი დიდხან სიტყვა ვერა უთხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებევდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

384. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შამიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა შენსა მიავალე

385. მიანბო ოდეს სასიძო მოკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახა მიხმეთო ხმა მაღლად გამომყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

386. კადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახვიან ერთმანერთი არ შეხედვა ვერ დათმიან

387. აწ თავმან ჩემმან მას მოვკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღვთისა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღმერთი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა

388. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის თუ აფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უბრძანა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

389. დაჯდა დასვა მეფისასა უთხრა ვინმე ღვთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან მან აგრე თქვა უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან ვისგან მოვკვდე ვისთვის მოვკვდე […………………….]

390. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე[………………..] შენეულივე რიდენი ებურნეს ტუ[……………………] დავარ მოსთქმიდა სიტყვითა[………………………….] ბოზო შენ ბოზო რად მამკალ[……………………………]

391. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო[………………………………] ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად[……………………………..] არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი რა[………………………………] აწ თვთისა უნდეს ვერ მიხვდე[…………………………………]

392. ხელი მიყო წამოზიდნა თმანი[……………………..] დაალება დაალურჯა მედგრად პირ[………………..] მან პასუხი ვერა გასცა ოდენ[…………………………] ქალმან შავმან ვერა არგო[…………………………….]