... (H-743), XIX ს.

1. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმცა ქონდა ხილვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან მისი ქონდეს შიში კრძალვა

2. მიდვა თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

3. არის უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს მას ავნოს და თვითანც ივნოს რითამცაღა ასახელოს რა სიტყვითა მოაყივნოს [……………………………………………………..]

4. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის კვლავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი

5. ესე ანბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ხელის ხელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გამოთქვი სიტყვანი საჭოჭმანები ჩემან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები

6. ხარ თმათა მისთა სადარო სურნელობისაო მომხედე შენთვის მტირალსა თავი რას დაგიღიაო ზილფო უმზგავსო ზუნბულსა ძოწსა აქვს კარი ღიაო შიგად ოცდაოთხს მარგალიტს უბია სამაიაო

7. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა [........................]

8. რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს [……………….] მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი [……………………….] კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა უ[………………………….] არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვ[…………………………]

9. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი საღ~თო საღ~თოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი

10. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვე ქნევა მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

11. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქნას სიტყვა მცირობა ხელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

12. მოშაირე არა ქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ გონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

13. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუძს სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვით ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოკვლენ ხელად აქვს ნადირთა ხოცა მცირეთა

14. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქარსა რომე მგვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქარსა არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა

15. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ლხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაკიდა და ქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექნეს ამისი ცილობა

16. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი კრთომია

17. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარე რა აქვს სამძიმარი მათი ყოლე არა ქნილა [………………………………………………………] ვკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

18. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდნენ მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

19. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყველამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

20. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ზრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა