... (H-743), XIX ს.

354. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი შეცილებამცა ვით ვკადრე რადგან თვით იყვნეს მდომელნი მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

355. გაგზავნეს კაცი ხორაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდე გასათხოველი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

356. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხორაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა

357. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედრეს ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

358. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

359. შავჯეგ წაველ ბაღჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვკითხე ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

360. თავი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის არღა ეგრე გამიღიმდა ყველა სიტყვა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

361. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შაველ ვნახე იგი მთვარე ჭირმან ყველმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგნა მაგრა გული არ დამიდნა

362. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პირ ოქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

363. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული არცა მზე გვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით გამწყრალი გარისხებული

364. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრამ ნაცვალსა პასუხსა მოგცემსო ზენამ იცისა ვკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა

365. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კვლავცა მითხრა რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწვავ ამით ალსა

366. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება

367. […………………………………………………………….] მკურნალნი და დოსტაქარნი წამალსაყვე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

368. ამას ვბრძანებ ვინცა მინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების წა მამცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა

369. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს ღმერთო ხანი ვერა დაყო თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაყო სხვა ჩემებრი ვერა პოე ცათამდისცა ხელი აყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქვნა აყო

370. თქვა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტის მეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად აწ დავკარგე რად არ გიკვირ რად ვცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

371. მივხედენ ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე ავიღე ავდეგ ღმერთისა და მერმე მე მათი მქებარე ვკადრე თუ მზეო დაგიწვავს ჩემიცა დაწვა მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი ერთია გკადრო მე ბარე

372. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყველა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

373. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო თქვენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხვა ზეცით მანვე ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს