... (H-743), XIX ს.

504. მის ყმისა ცეცხლი მედების დამწვა ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი გავხე გულითა ხელითა მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა შავიქეც ვნახენ მეფენი მყოფნი გულითა მქისითა

505. დავეთხოვე და გამიწყრა მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი მით იძახიან მუნ ვასა გამოვიპარე დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა ვიქ იქით აქათ ბრუნვასა

506. შენი მან მითხრა ამაბავი მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა გამომირჩიე სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა

507. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

508. ლაშქართა შიგან შაიქმნა ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა ქედისა ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუე ვაი საწუთროსა ფლიდისა

509. ფრიდონ მოთქვამს რა შეგასხათ ვერ საქებო ვერ სათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო მოახლეთა სალხინოო სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

510. რა მოგეშორვე მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია თუმცა შენ ჩემად არა გცალს მე შენთვის მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩანს მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია

511. ფრიდონ თქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა გული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ჭვრეტითა აერ ფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა

512. ქალაქს შავიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წერითა იყვნეს სრულითა შეფრფინევდიან ავთანდილს გულითა სულ წასრულითა

513. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი [..................................................................................] ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

514. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალ ახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

515. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა ჯარისა გათენდა ბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა

516. ყმამან დაყვნა დღენი რამე თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა სწორად ხოცდა შორს და ახლოს თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა

517. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები მე თქვენი გაყრა სიკვდილად მიჩანს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღე კრულსა ცეცხლი მე სხვათა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დამეყოვნები

518. მართალ არს შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წარუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

519. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის აჰა რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღმერთი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემხობის მაგრა თქვი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის

520. ამას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი თანა ყმათა წამოგატან იმსახურენ იახლენი აბჯარი და საქონელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

521. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი აწონით არ ნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

522. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი წვიდა მოთქვამს თუმცა მზე გვიახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა

523. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ყიდდა თუ ხილსა ხმა ზახილისა მათისა გვანდა ჰაერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცეთ წუხილსა