... (H-743), XIX ს.

543. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ხელთა კეტი რკინისა ქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შეუალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დახოცნა ხმალითა

544. [............] იგი ლაშქარნი ხმა მათი არ გასწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედან სახნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა არ თურე კრთებოდა კეტი კრა ძელი მოსტეხა ლომს მკლავი არ უდრკებოდა

545. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

546. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა ზოგი ნავში შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დამალულნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ხმასა

547. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა გულსა მისსა ზოგთა კადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა

548. კაცო ძალსა ნუ იკვეხი ნუცა მოკვეხ ვითა მთვრალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღმერთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღმერთი გფარავს სწორად გაკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ხრმალი

549. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან სასახავნი დიდნი სახნა [............................................................................]

550. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ სთქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა სთქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

551. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა პირსა ფერხსა ხელსა კადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

552. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა შემოქმედსა არსთა მხედსა ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა იგი იქმნას ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა ხამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი ჯერა მოწევნადსა

553. ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი გავასრულე რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა მომიღია ვითა ძღვენი

554. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთათვის ეჯობნოს ვინცა მას თანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს

555. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არ ახვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს

556. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ გამაგრებულნი ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა [.....................................................................................................] [.....................................................................................................]