... (H-743), XIX ს.

259. მაგრამ ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კვლავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

260. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს

261. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირე სულთქნა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

262. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა [……………………………………………………………….] მერმე სულთქნა დაიძახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

263. მოთქვამს ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

264. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შაუცვამს სევდასა სისხლისა ღვართა დენასა

265. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ქონდა თვით იყო მფლობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედან მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

266. მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელი მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ კადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

267. ხალვა მო სძულდა შეექნა გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

268. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შასთვალა შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა [……………………………………………………………] […………………………………………………………….]

269. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ დავყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდა შველანი

270. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა

271. კვლაცა ეთქვა მართალია აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგები მესწრაფების ნახვა შენი მოახსენე დია ღმერთო ბრძანება ვქნა მეცა თქვენი ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამა ძენი

272. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

273. მითხრეს ნეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები

274. კარქი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწთა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაქვსო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

275. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

276. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ესწრობი ფათერაკსა შეგასწრობენ

277. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შაიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან