... (H-743), XIX ს.

336. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარა სტირ გულსა ჭირსა არიდენო შენი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ მარიდენო რომე ძოღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

337. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა ნახო შენცა გეამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

338. აქა მხეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების თქვა მე მაქვს სამხრე რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების

აქა ტარიელისაგან სამკლავის პირზე დადება და დაბნედა

339. ასრე წვა რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს ზდის ღვარი ცრემლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კვლავ წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა

340. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან ჯერცა ჩემი სისხლი ხვრიტნა

341. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შაქნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათდა აღარ სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არ სიკვდილი მას უმძიმდა მეტის მეტად

342. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიძს ვითა ხელისა გითხრა ანბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

343. ასმათის ნახვა მიამა ჩემად მის საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხოა ღარიბი მტკიცისა რისმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მინაწერი პასუხად

344. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი […………………………………………………] ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი

345. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

346. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა პოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

347. [……………………………………………………….] მაგრა შევკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მამეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ხმაცა არ მესმინა

348. დილასა ადრე სრას მიხმეს დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ანბავი წასლვა ვქენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავსჯე სკამითა

349. გვიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არა გვაგვა ამად ზედან წაგვითვლია

350. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევინახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ

351. ვთქვი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩემდა მაგრამ იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხვამცა რა ვკადრეთ თქვენ იცით მაგას რა მოეგვარების

352. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უცს თუცა მელია ვსთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქმნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ხელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არ რომელია

353. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო კრთებოდა