... (H-743), XIX ს.

484. მინდორსა შიგან გორი დგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ მას თანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქნესო მისთა სპათათვის წყრებოდა

485. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლავ მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდა დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

486. ავთანდილ სცნა თუ ისია მოამბედ ჩემად რებული უთხრა არქვ შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი სამყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისა თქვენს წინა მომგზავრებული

487. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა გაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისა შეყრად ფრიდონის მქისისად

488. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა

489. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა და ესე თქვა თუ არ მზეაო ისი ვინნა მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

490. მოეხვივნეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ მზე მათთანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ ივაჭრონ რა ანუ ყიდიონ

491. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლავს ქებანი მართ მეტი არ მიხვდებიან მზე უჩინო იქმს მნათობთა რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი კრთებიან

492. ცხენთა შასხდეს გაემართნეს ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა მოეშალნეს მხეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი აქათ იქმან ჯრასა სთქვეს ასეთი ხორიცელი შეუქმნია რაგვარ რასა

493. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი ვიცი ამბისა თხრობასა გიანბო ვინ ვარ სით მოვალ ვინადგან ლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს ანუ რად ვიტყვი ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

494. მე ვარ ყმა როსტან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად მიხმობენ ავთანდილობით მე დიდებულთა დიდ გვართა ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით

495. დღესა ერთსა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელი ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა

496. მეფემან სპანი შეპყრობად შაუძახნა და სწყრებოდა მან უჭირველად დახოცნა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხარ თეძო დალეწა და ზოგთა სული ხდებოდა მუნღა სცნეს ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა

497. მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა დაკრთა მათთა ხრმალთა ცხენსა მისცნა სადავენი დაგვეკარგა წინა თვალთა

498. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ დავწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ დასტურობა გამოვიპარე საძებრად მწვიდა ცეცხლი და მურობა

499. იგი ვძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი ვპო[ვე] ვარდი მოყვითანე შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი შამიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი

500. ქვაბნი წაუხმან დევთათვის სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი წვავს არ ახალ არ ახლებია ვა მართებს მისსა გაყრილსა შავი ხლა თავსა ხლებია

501. ქალი მარტო ქვაბსა შინა ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი

502. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ანბავი მისი და მისისა სასურველისა რა ჭირი დასთმნა ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა კლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა სასურველისა

503. ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირ მეტყველსა ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვა მე მისსა მგონებელსა ვაი მას ვინცა მისთვის კვდების