... (H-743), XIX ს.

450. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

451. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა წყაროს თვალნი ცრემლი ველთა ვითა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს

452. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა უგზო მივლენ შამბთა ეჯით ვირემ უჩნდა ერთმანერთი იძახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახოს დაღრეჯილი მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა

453. ვაი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადით ძირსა მაგრამ ღ~თი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

454. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ხმა მისწვდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ გაყრა აგრე ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

455. ველსა მაშინ მხეცნი ძღებოდეს ცრემლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლავ თინათინის გონება ავსებს უფროვე ჭირითა ბაგეთა ვარდი ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

456. ვარდი სჭკნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა ამისთვის არ უმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დამაგდე მზეო და

457. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მასა გევედრო იგი შენ გიგავს თქვენ ანათებთ მთა და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცდარად მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად გაუმთბარად

458. თვე ერთისა მოშორება მზისა ზამთრის გაგვამცივებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შეწონს არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაკვეთს ანუ გაასივნებს

459. იტყვის თუ ჩემი ხელქმნილი მაღლა მზევა და ცარია შინა პირი მგზავრი ვარდისა შექმნა და შეცადარია უიმისოდ და მიჯნურობს გულო ვით შამცდარია ვა სიცოცხლისა სოფელგან არაოდეს არ დამცდარია

460. მისსა მზესა გზა გზა მოსთქვამს ჭირსა თავსა იტყვის მიაშურე გაგიპარვის შენ სადაროსა გარჯისათვის ვირე თქმულა მიხვდების ერთსა ჭირნი ჩემნი ვამსუბუქო გვდევს სხვათა უმძიმესა

461. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყვის მზესა გული შავად შამიღებეს სიბნელესა მიმეც ხშირსა შემამყარე ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის სტირსა

ამას მოსამართლე მგლად იტყვიან

462. ჰე მუშთარო გიაჯები შენ მართალსა ბრჭესა სრულსა მო და უყავ სამართალი გაებჭობის გული გულსა ნუ ამართლებ უმართლესა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან

463. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭარ ლახურითა შენითა შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარს ლხენითა

464. მოდი ასპიროზ მაგრე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებს გაჰხდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

465. ოტარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა