... (H-743), XIX ს.

317. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია მან განანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად ქენ არა საზოზღნელია

318. აწ მითქვამს საქმე უშენოდ შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფო ჩვენგანვე სახელ დებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ორნივე სრას დამხვდით მოვალ შვებული

319. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა

320. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის მართლად არს არ კატაბანი

321. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა ნეფე გარდახდა დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

322. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი ზურგით უდგას ჯარი ხადუმთა დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი

323. ნაომარსა დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მამეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭვი ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

324. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირის პირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით ვუჭვრეტდი მიჭვრეტდა სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

325. შაიქნა სმა და პურობა მსგავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყოველი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა

326. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა რა შემამხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირის პირ საყვარელისა ჭვრეტასა

327. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

328. აწ თუმცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ ქონდეს ასი კლიტენი ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

329. კვლავცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითა და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული გვანდა ვერა

330. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოველ შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა ძილი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა

331. მონა მოვიდა მიამბა ანბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია

332. მე მისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანისცემისად ხელი მოვკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

333. მიანბე მისი ამბავი სხვად ნურას მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კვლავცა ცნობა ანბვისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი

334. წიგნი მამართვა ჩავხედენ პირისა თემთა მნათისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა ომ გარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიმჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

335. ღმერთმან თუმცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოს შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბახჩას ბაღად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა