... (H-743), XIX ს.

411. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა კრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამორიდა ვეფხმან გული დედათამცა გამორიდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

412. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ხმალ ამოწვდილი გაუხე მივეც ლახვართა სობასა თავ გარდავკარი მოცავკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

413. ხრმალი გავსტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

414. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდა რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

415. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს სულთა დგმაცა არა მართებს ასრე გასლვა რას გიკვირდეს სიცოცხლესა გავეყარე სიკვდილიცა დამიძვირდეს ესე სიტყვა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდეს

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

416. ავთანდილცა მასთანავე სტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დასთმე ნუ მოკვდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს თუმცა ჭირმან არ გაგრიდა თუმცა უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

417. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკვდილსა მიგაახლებს სწავლებულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

418. იტირეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცასტირდეს კვლავ ცნობანი ააჩქარნეს

419. ასმათ თქვა ღ~თო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არ საქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

420. ტარიელ იტყვის ეჰა დაო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვაი შენი ბრალი დავ თვარე სიკვდილი ჩემი ლხინია

421. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლობა კლავს წყალი დის არ ოდეს არ გახმობილი ვაი წახდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

422. ავთანდილსაც მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახ[ …..] ჩემი ჩემთვის სიცოცხლია სანანელი გითხრამცა ვით რა მჭირს რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

423. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მოშორდეს არ დავჭკნეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გააკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

424. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შაყვა შავიდა მათებრვე სახმილი გზნებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ იამებოდა

425. მწვადი შეწვეს შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არს სიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა დასცოხნის ლუკმა გასტყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

426. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს ხან გაუგონოს რაცა თქვას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაგვავსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს

427. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადეს თავის თავის მათნი ჭირნი რა გათენდა კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონეს ფიცი პირველ დანაპირნი

428. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღმერთი მზღველი ვალისა კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთვრალისა არ დავიწყება მოყვრობა მოყურისა წამავალისა

429. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა