... (S-4499), XVII ს.

254. აწ: ვაშად: მოხუე: მიამა: ნახვა: შენისა: პირისა: ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მზგავსი: გმირისა: გარჯილხარ: მაგრამ: არა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა: ძნელია: პოვნა: კაცისა: მღ~თივ: ზეცით: განაწირისა:

255. ავთანდილ: უთხრა: ვით: მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა: მაგისად: ნაცულად: რამც: ვიყავ: ღირსი: ქებისა: თქუენისა: სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა: რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზომთა: ცრემლთა: დენისა:

256. მოსრულ: ვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მძებნელი: რა: გნახე: შენგან: საჴმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი: ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახვართა: მგებნელი: ბოლოდ: იცოდი: სიკუდილი: ჩემგან: გაყრისა: მძებნელი:

257. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა: დამიგდია: სამსახური: იგი: იქნას: რაცრამ: გინდა: იაგუნდი: ეგრეცა: სჯობს: ათასჯერმცა: მინა: მინდა: შენ: გეახლო: სიკუდილამდის: ამის: მეტი: არა: მინდა:

258. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების: მიკუირს: თუ: ნაცულად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების: მაგრამ: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების: შენ: საყვარელსა: გაგყარო: ესე: რათ: გენაცვალების:

259. წამოსრულხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად: ღმერთმან: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილხარ: მამაცურად: მაგრამ: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილვარ: ასრე: თუ: რად: მე: თუ: ვიტყვი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად:

260. ასმათ: უთხრა: ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლთა: არ: ეგების: მე: ვითა: ვთქუა: წვევა: თქმისა: რადგან: ეგრე: არ: ეგების: ვხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების: ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქნას: რა: ღონე: აეგების:

261. ეხვეწებოდა: ლამოდა: მისგანვე: რასამე: სმენასა: ნუყოს: ღმერთმან: გაძლება: მემცა: ვით: მივეც: ენასა: თუ: რასმე: ვსცნობს: ვეეჭო[ბ]: ამისგან: თქუენსა: ლხენასა: არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა:

262. ამას: დაყმუნდა: ტარიელ: დამწვარი: დაალებული: ასმათს: უბრძანა: მას: აქათ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული: რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული: კულავ: ესე: ყმა: მწვავს: მტირალი: ცრემლითა: დავალებული:

263. კაცმან: ვით: ჰპოვოს: ღმერთისაგან: რაცა: არ: დანაბადია: მით: გული: ჩემი: სახმილმან: აწ: ასრე: დანაბა: დია: კულა: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია: აწ: ჴელთა: ნაცვლად: ლხინისა: ჩალა: მაქვს: და: ნაბადია:

264. მაგრა: ღ~თნ: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა: ორი: მისი: მოწყალება: დღესცა: მამცა: ამა: გზითა: პირველ: შეჰყრის: მოყვარულთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა: კულა: ნუთუმცა: სრულად: დამწუა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა:

265. მას: დღესა: ლომი: ტარიელ: შუებითა: აივსებოდა: ჴელითა: ჴელსა: მოზიდვენ: ერთმანერთს: ეუბნებოდა: მათთა: შემხედთა: მათთანა: ლალიცა: უმტუერდებოდა: ჰგავს: თუ: მაშრიყი: შუქსა: ჰფენს: მზე: მათთვის: გაივსებოდა:

266. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: ძმა: ანუ: თუ: დაცა: იდოს: ჴამს: თუ: მისთვის: სიკვდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს: ღმერთმან: ერთი: რად: აცხოვნოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს: შენ: ისმენდი: მე: გიანბობ: რაღა: გინდა: წამეკიდოს:

267. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მოიტანე: დაბნედილსა: მაპკურებდი: გული: მითა: გარდამბანე: მკუდარი: მნახო: დამიტირო: სულთქმა: გაათანისთანე: მე: სამარე: გამითხარე: აქა: მიწა: მიაკვანე:

268. ღილ: ჩაჴსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოყარნა: ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა: ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა: მერმე: სულთქნა: დაიზახნა: ცრემლნი: ცხელნი: გარდმოყარნა:

269. მოთქვამს: ჰაი: ჰაი: საყვარელო: ჩემო: ჩემთვის: დაკარგულო: იმედო: და: სოცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო: ვინ: მოგკუეთა: არა: ვიცი: ხეო: ედემს: დანერგულო: ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწუა: გულო: ასჯერ: დადაგულო:

აქა ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ავთანდილთანა:

270. ისმენდი: მიეც: გონება: ჩემთა: ამბავთა: სმენასა: საუბართა: და: საქმეთა: ვისთა: ძლივ: ვათქმევ: ენასა: იგი: ვინ: ხელმქმნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა: ვისგან: შეუცავ: სევდასა: სისხლისა: ღვართა: დენასა:

271. ინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაცი: ხართ: მცნობელი: ექვსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თვით: იყო: მპყრობელი: უხვი: მდაბალი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი: ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი:

272. მამა: ჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი: სარიდან: ერქუა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი: ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერ: ცხადი: ვერცა: მპარავი: ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო: გაუმწარავი: