... (W-17), XVII ს.

256. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდა ასნაკეცნი ბევრისბევრად მოახსენა მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

257. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წაჴდეს ესე შენთვის რა მადლია

258. უბრძანა დავო ეგეა მსგავსი გულისა კრულისა მაგრამ არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ აქუს პოვნა კაცისა თვით სოფლად არმოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ჴორცთა და სულისა

259. ღ~ნ სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი დაებადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი დავო მივის არასადა

260. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღ~თსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო ჭირი თავსა გარდგიჴდია

261. მისი მძებლენი იყომცა ჭკუვითა მეტის მეტითა შენ კაცთა ნაცულად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა სჯობს ერთი კაცი იახლო ილხენდე მისით ჭვრეტითა ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბული თესლთა კვნეტითა

262. ყმამან უთხრა რასა მნუკავ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიჴადე

263. ქალმან კვლავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოჰკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

264. თუ მიჩუენებ მეამების ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას ვუზამ უგემურსა არა ოდენ გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყუარებ

265. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასაგუანებლად

266. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთუარე უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვამცა რისად ვთქვა მე და რად

267. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დაჰრიდეს ვარდსა ჴლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭუირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდი მათნი თუმცა ლალად ღირდეს

268. მობრუნდეს ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკუირველითა თავთა ნუ დაჴოცთ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა

269. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა განწირული

270. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის ტანი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

271. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყუარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თუ ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცენ მონები არსაპყრებია

272. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით გიჴმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით პატრონი ჩუენი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

ტარიელისაგან არაბთა მეფის მონათა დახოცვა

273. ყველაკასა მათრაჴითა თავი უჴრმლოდ გარდაჰკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგვემალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად გავაშეთეთ

274. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენგან ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია