ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

376. გამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა჻ ჩემსა მივე დავაბრუნვე მეფე მამყვა სახლთა ძირსა჻ შინა მივე უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა჻ ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა჻

377. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა დანამან჻ გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან჻ საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან჻ ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან჻

378. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ვჰკითხე჻ შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე჻ გამიკვირდა სხვად ვითამცა ვჰქმენ გულისა მწველთა სითხე჻ მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე჻

379. მე გამიკვირდა სით უყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა჻ მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა჻ ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა჻ დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა჻

380. დღენი გამოხდეს მე გული უფრორე დამწვეს მე ალთა჻ ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა჻ დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსულა მრავალთა჻ მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა჻

381. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა჻ სხვამან ვერავინ შემატყო ბინდი ცეცხლისა ცხელისა჻ სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანა გახსნევა ჴელისა჻ გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა჻

382. ხელ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა჻ ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვას რა მინა჻ მონააო ასმათისა შემოყვანა უთხარ შინა჻ გულსა შინა დაუძრახე რა მპოვაო აქა ვინა჻

383. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა჻ წიგნსა შევატეევ ლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა჻ პასუხად ვსწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა჻ მოხვალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა჻

384. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ჻ ამილბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ინდონი მმონებენ჻ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ჻ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ჻

385. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება჻ მოყუანა უთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება჻ მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება჻ წინაშე მოვალ ამისთვის კულავ უფრო მართებს ლხინება჻

386. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა჻ ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა჻ შეჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა჻ მშვილდოსნები გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა჻

387. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი჻ მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ დაღებულნი჻ მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი჻ აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი჻

388. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად჻ ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად჻ ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად჻ შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვა჻

389. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი჻ ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამილბარი჻ ზეწარითა მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი჻ ვარქუი საწოლს წაიყუანე ჩემგან არის ნახმობარი჻

390. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად჻ შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად჻ გამოვე და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად჻ გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად჻

391. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყუანი მცა჻ მითხრა მოსლვა თქუენს წინაშე კურთხეულა რამან ღირმსცა჻ გამიკვირდა მიჯნურისა თაყუანება ექმნა ვისმცა჻ ვთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა჻

392. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა჻ გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა჻ მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა჻ ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყუი მაკლია ღ~თისა წყალობა჻

393. ადგა მითხრა თქუენს მკრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია჻ ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია჻ ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია჻ ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი ჻

394. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ალი გულსა჻ მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა჻ მე შენი ვარ ნუ მოკუდები მაგრა ბნედა ცუდი მძულსა჻ აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა჻