ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

452. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან჻ მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან჻ კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან჻ რა ერთსა გცემენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან჻

453. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია჻ რომე არ მოვკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია჻ აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა ვლიდია჻ თუ დაგივიწყო უთუოდ მეცა განაკიდია჻

454. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია჻ რაცა იქნების იქნების ყოვლი თათბირი სწორია჻ მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუცა გზა შორია჻ შევსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია჻

455. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე჻ რამაზს კადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე჻ ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე჻ განგებაა დღესცა მამკლავს ქვემცა სადა დავიმალე჻

456. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე჻ ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე჻ ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ახე჻ მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე჻

457. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან჻ მკლავთა თქუენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან჻ ვინმცა მოკუდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან჻ აწ შევებნეთ ხატაელთა ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან ჻

458. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ჴაფითა჻ დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა჻ რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა჻ მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემანვე ხრმალმან დაფითა჻

459. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა჻ კაცი მოვიდა მამართვა მეფისა მოციქულობა჻ ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა჻ აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულ ნაკლულობა჻

460. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია჻ თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია჻ ბრძანეთბ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია჻ მეცა თქუენთვის დასახოცლად ჴელი ჴრმალსა დამიგია჻

461. რა მივიდა მოციქული კვლავმცა რადღა გამოგზავნეს჻ კვამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს჻ სამალავითვგამოვიდნეს თავნი ორგნით აქარავნეს჻ შექმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღ~თო ვერა მავნეს჻

462. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავჰყავ მუზარადის დასარქმელად჻ საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად჻ ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად჻ მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად჻

463. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა჻ მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა჻ კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიხდეს მზესა჻ შუბი გატყდა ჴელი ჩავყავ ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა჻

464. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი჻ კაცი კაცსა შემოვჰტყორცე ცხენ კაცისა დავსდგი გორი჻ კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი჻ ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი჻

465. ერთობილნი მამეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი჻ ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი჻ ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი჻ სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი჻

466. საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან჻ ნუღარა სდგათ წაედითო კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან჻ მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან჻ ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან ბევრმან სპამან჻

467. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა჻ რა ეცნა წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა჻ ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა჻ გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ჴმა გაიზიარა჻

468. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევკივლენით჻ ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით჻ რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეხლმენით჻ მისნი სპანი ყუელანივე დავიპყრენით არ მოვჰკლენით჻

469. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა჻ დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა჻ ძილისა მიხვდა ნაცვლი ძილ მკრთალთა ღამე თეულთა჻ ტყუჱთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა჻

470. მას ადგილსა ნაომარსა გარდავჴედით მოსვენებად჻ ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად჻ ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად჻ ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად჻

471. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს჻ ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს჻ რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს჻ ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს჻