ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

357. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივი მცეს ძისა დარად჻ მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად჻ ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად჻ არ მამეშუნეს დავმორჩილდი თაყვანის ვეც ამილბარად჻

358. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია჻ გიამბო ჩემი ანბავი განა რაზომცა ძნელია჻ ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქნელია჻ მისთა ნაკუეთთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია჻

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა ჻

359. კულავ დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანნი მოიტირა჻ დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა჻ მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელთა დამიჭირა჻ მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა჻

360. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა჻ მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა჻ მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა჻ კარსა ზედა მოფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა჻

361. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა჻ გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა჻ მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა჻ ალმასისა ხამს ლაჴვარი ლაჴვრად გულისა სალისა჻

362. იცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა჻ მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა჻ ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა჻ ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა჻

363. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა჻ ქალსა შევხედე ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა჻ მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა჻ ვაიმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა჻

364. აწ წაჴდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი჻ მისი ვერ გასძლო ჴსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი჻ ყმა და ასმათი ტიროდეს ჴმას სცემდეს იგი არენი჻ ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთ მემუქარენი჻

365. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია჻ დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია჻ დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა ცრემლი მიწათა გარია჻ თქვა ჩემგან მისი ჴსენება ვაიმე რა დიდი ზარია჻

366. მიმდომი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან჻ იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან჻ ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან჻ ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან჻

367. დურაჯნი მთხოვეს გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა჻ დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მჴართა და მკლავისა჻ რა სულად მოვე შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა჻ აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა჻

368. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა჻ ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა჻ პირსა იხოჭდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა჻ მუყრნი მოასხეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა჻

369. მე რა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მამეხვია჻ ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია჻ მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევკრთი დია჻ კულავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია჻

370. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან჻ მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან჻ მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდია჻ სამ დღემდის ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან჻

371. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია჻ სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოყრია჻ ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცდარი წამერია჻ დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია჻

372. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკუდარი჻ მერმე ცნობა მამივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი჻ ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი჻ თმობა ვთხოვე შემოქმედსა ვკადრე სიტყვა სამუდარი჻

373. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე჻ მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე჻ აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე჻ მანვე ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავიკურნე჻

374. მე წამოვჯე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა჻ ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა჻ მეფე მორბის თავ შიშველი არ იცოდა რას იქმოდა჻ იგი ღ~თსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმობდა჻

375. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია჻ მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია჻ ცხენსა შეჯდომა მამინდა ვნახნე წყალნი და ველია჻ ცხენი მამგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია჻