ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

318. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა჻ ტანად სარო და პირად მზე მამაცად მზგავსი გმირისა჻ მაგრამ გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა჻ ძნელია პოვნა კაცისა ღ~მრთვ ზეცით განაწირისა჻

319. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა჻ მაგისად ნაცვლად რამცა ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა჻ სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა჻ რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა჻

320. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა჻ დამიგდია სამსახური იგი იქნას რაცა გინდა჻ იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა჻ შენ გეახლო სიკვდილამდე ამის მეტი არა მინდა჻

321. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემჴურვალების჻ მიკუირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების჻ მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების჻ შენ საყუარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების჻

322. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად჻ ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად჻ მაგრა ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად჻ მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად჻

323. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დავალებული჻ ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული჻ რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული჻ კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული჻

324. კაცმან ვით პოოს ღ~თისაგან რაცა არ დანაბადია჻ მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია჻ კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია჻ აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქუს და ნაბადია჻

325. მაგრა ღ~თნ მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა჻ ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა჻ პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა჻ კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა჻

326. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს჻ ჴამს თუ მისთვის სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს჻ ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს჻ შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს჻

327. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მომიტანე჻ დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე჻ მკუდარი მნახო დამიტირე სულთქნა გაათანისთანე჻ მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკუანე჻

328. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მჴარნი ამოყარნა჻ ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა჻ ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა჻ მერმე სულთქნა დაიძახნაცხელნი ცრემლნი გარდმოყარნა჻

329. მოთქუამს აჰი აჰი საყუარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო჻ იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო჻ ვინ მოგკუეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო჻ ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო჻

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი჻

330. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა჻ საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა჻ იგი ვინ ჴელმქნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა჻ ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა჻

331. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი჻ ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი჻ უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი჻ ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი჻

332. მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი჻ სარიდან ერქვა სახელი მტერთა სრვად დაუფარავი჻ ვერვინ კადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი჻ ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი჻

333. ხალვა მოსძულდა შეექნა გულს კაეშანთა ჯარები჻ თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები჻ ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები჻ ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები჻

334. ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა჻ შესთვალა შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა჻ აწ მე მწადს თქუენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა჻ სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა჻

335. ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან჻ შესთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან჻ რადგან ეგე ჰქენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან჻ აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა ძმამან მშობელმან჻

336. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა჻ თვით ამირბარსა ინდოეთს აქუს ამირსპასალარობა჻ მეფე რა დაჯდა არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა჻ სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქუს კაისარობა჻