ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

413. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა჻ ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამც რამე შინაურსა჻ ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა჻ აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა჻

414. ასმათ გამომყუა წამოველ ფარდაგი გამოვიარე჻ ვთქუი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე჻ მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე჻ გულმან გაყრისა სიძნელე კულავ უფრო დაიტიარე჻

415. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი჻ მითხრა ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი჻ სიმძიმილთა ერდო დახაშ სიხარულის კარი აღი჻ სირცხვილი აქუს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი჻

416. მე უთხარ დაო შენგან ვეჭავ ამა გულისა წამალსა჻ ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბვითა მშრეტდი ამ ალსა჻ ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედა ზედა მავალსა჻ თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭუ მე შენგან არ დანამალსა჻

417. შევჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა჻ საწოლს შემოვე ჴელ ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა჻ ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა჻ ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა჻

418. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსულისა დრონია჻ სიტყუანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია჻ არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხე უმაგრონია჻ ვინ არის თქუენი ჴელმწიფე ჩვენზედა რა პატრონია჻

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე პასუხად მოწერილი჻

419. მოეწერა რამაზ მეფე წიგნს გიწერსა ტარიელსა჻ გამიკუირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა჻ რაგვარა თუ მანდა გეჴმე ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა჻ ამის მეტსა ნუღა ვნახავ კულავღა წიგნსა შენ მიერსა჻

420. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია჻ იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ჰინდოთა სპანია჻ შორით და ახლოთ ყუელანი მართ ჩემკენ მონასხრპანია჻ ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია჻

421. ფიცხლავ მოვიდეს არ ექნა მათ შინა ხანდაზმულობა჻ აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა჻ სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა჻ ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა჻

422. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ შავითა჻ დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა჻ თავსა ვჰტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა჻ მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა჻

423. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა჻ თვალთა ვითა საგუბარი ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა჻ ბედი ჩემი უბედური ვთქუი ჯერთაცა ვერ გამეფდა჻ ხელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა჻

424. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა჻ ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა჻ ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებუსა჻ მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსალსა჻

425. ვითა მართებ ეგე ზომი რამცა ვით გავიხარეო჻ შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო჻ სად ასმათ პირველ მენახაასმათი მუნვე ჩნდა მდგომიარეო჻ სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო჻

426. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა჻ გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა჻ ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა჻ საკვირველი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა჻

427. შეველ წავდეგ ნოხთა პირსაგულსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად჻ გულსა ბნელი განმინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად჻ მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად჻ ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭვრეტად჻

428. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამილბარსა჻ მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარი჻ დავჯე მივსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა჻ მიკვირს სულნი რადღა მიდგანგულსა ვიტყვი მისგან ნაუბარსა჻

429. მიბრძანა ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა჻ მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა჻ დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა჻ მაგრამ ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა჻

430. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა჻ მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა჻ მე თუ ზე პირ მიცინია ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა჻ ძუღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა჻

431. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა჻ აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა჻ ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა჻ გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა჻