ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

472. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი ალაფი ავაღებინე჻ ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ვაალაღებინე჻ სისხლითა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე჻ არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე჻

473. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე჻ აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე჻ სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ჴელთა მამათვალე჻ თვარე შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე჻

474. რამაზ მითხრა აღარა არის ამის მეტი ჩემი ღონე჻ ერთი ჩემი დიდებული მამეც ზედა მაპატრონე჻ ციხოვანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე჻ ჴელთა მოგცემ ყველაკასა გაღანამცა შენ გაქონე჻

475. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ჻ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ჻ ჴელთა მამცეს სიმაგრენი ომი ასრე შევანანენ჻ საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ჻

476. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად჻ კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად჻ ქვეყანა ჩავსხი უბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად჻ მზემან არ დაგწვენ იცოდით დაგყარე გაუგვალავად჻

477. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდე჻ უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშვრები თუ მოვსთვალვიდე჻ ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე჻ თუმცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე჻

478. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად჻ ვისცა უჩვენი უკჳრდის ღ~თისა თქვის მან სასწაულად჻ არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი არ ორხოულად჻ სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა ვთქვი ცეცხლთა შენართაულად჻

479. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ ვისი შუქი მანათობდა჻ მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა჻ ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივ მაგრობდა჻ დატვირთული გაუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა჻

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა჻

480. წიგნი დავსწერე მეფეო სვემცა არს თქვენი სვიანად჻ [..] ხატაელთა მიმუხთლეს თუცა მათ ეცა ზიანად჻ ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად჻ მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად჻

481. რა ყველაი დავიურვე ხატავეთით გავემგზავრე჻ წამოვიხვენ საჭურჭლენი სახელმწიფო დავიავრე჻ ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე჻ მოვირჭუენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე჻

482. ხატაეთისა ჴელმწიფე მამყვანდა შეპყრობილია჻ ინდოეთს მიველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია჻ რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია჻ ჴელი გამიხსნა შემაკრა მან სახვეველი ლბილია჻

483. დადგეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა჻ საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა჻ მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა჻ მიალერსებდეს მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა჻

484. მას ღამე ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით჻ დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით჻ მეფემან ბრძანა ლაშქარნი უჴმენით შემოსჯარენით჻ დღეს ხატაველნი მიჩვენეთ ტყვენიცა შემამგვარენით჻

485. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე჻ ტკბილად ნახა ხელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე჻ ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე჻ ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიმგულვანე჻

486. მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა უალერსა჻ ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა჻ ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს მე სიტყუასა ლმობიერსა჻ შეუნდობო ხატაველსა მას აქამდის შენამტერსა჻

487. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან შეუნდობს შეცოდებულსა჻ უყავით თქუენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა჻ რამაზს უბრძანებს იცოდი გაგზავნი შეწყალებულსა჻ მაგრა ნუ გნახავთ კულამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა჻

488. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია჻ კულავ ხატაური ათასი სხვა სტავრა სხვა ატლასია჻ მერმე ყუელაი დამოსა იგი და მისი ხასია჻ შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია჻

489. ხატაელმან დაუმადლა მოდრკა მდაბლად ეთაყვანა჻ მოახსენა ორგულობა თქვენი ღთ~ნ შემანანა჻ თუღა ოდეს შეღაგცოდო მაშინ მამკალ მემცა განა჻ წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა჻

490. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია჻ ებრძანა შენგან გაყრივარ მას აქეთ თვეო სამია჻ მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია჻ არ დამაშურალხარ წამოდი თუცა დაშრომის ჟამია჻