ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

510. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოს჻ შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა჻ მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა჻ შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა჻

511. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო჻ ამას იქით ნუღარა სტირ გულსა ჭირსა არიდენო჻ შენი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ მარიდენო჻ რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო჻

512. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს ვეჭუ჻ რა მნახო გიამოს შენეულითა მშვენოდეს჻ ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს჻ ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს჻

513. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების჻ თქვა მე მაქვს სამჴრე რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების჻ იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების჻ პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების჻

514. ასრე წვა რომე არ გვანდა მკვდარი სამარის კარისა჻ ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა჻ ასმათს სდის ღვარი ცრემლისა ღაწვთაგან ნახოკარისა჻ კულავ წყალსა ასხამს უშველის ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა჻

515. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა჻ ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ჴვრიტნა჻ მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა჻ თქვა ცოცხალვარ საწუთრომან ჯერცა ჩემი სისხლი ხურიტნა჻

516. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად჻ ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად჻ დიდხან მათად აღარ სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად჻ დარჩომა და არ სიკუდილი მას უმძიმდა მეტის მეტად჻

517. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიც ვითა ხელისა჻ გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა჻ ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა჻ მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა჻

518. ასმათის ნახვა მიამა ჩემად მის საესავისა჻ წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა჻ მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა჻ იგი უცხოა ღარიბი მტკიცისა რისმე შავისა჻

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი პასუხად჻

519. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი჻ გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი჻ ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე სიტურფენი჻ სულთა ნაცულად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი჻

520. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე჻ აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე჻ სამჴრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე჻ რომე მართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე჻

521. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე჻ ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ჰპოვე჻ დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე჻ სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე჻

522. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა჻ მაგრა შევჰკრთი საყუარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა჻ გამეღვიძა აღარა მყუა სულდგმულობა მამეწყინა჻ ღამე ასრე გავათენე მისი ჴმაცა არ მესმინა჻

523. დილასა ადრე სრას მიჴმეს დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა჻ ავდეგ ვსცან მათი ამბავი წასლვა ვჰქენ მითვე წამითა჻ ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა჻ რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა჻

524. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია჻ ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია჻ ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია჻ ყმისა არ სმა არა გვაგვა ამად ზედან წაგვითვლია჻

525. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ჻ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ჻ სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევინახოთ჻ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ჻

526. ვთქვი თქუენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების჻ მაგრა კმა ჩვენად იმედად ვინ მზესა დაედარების჻ ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების჻ სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგვარების჻

527. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია჻ ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქმნელია჻ მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ჴელმწიფე ხვარაზმელია჻ თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არ რომელია჻

528. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა჻ ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა჻ ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო ჰკრთებოდა჻