ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

432. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე჻ ღ~თნ ქნას და გაგიმარჯოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე჻ მაგრა რა ვჰქნა კულაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე჻ გული მამეცგაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე჻

433. აწ რასაცა მე მაღირსებ ჴორციელი არვინ ღირსა჻ მოწყალება იჩქითია ღ~თისა ამად არა მკვირსა჻ შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა჻ შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა჻

434. ზედან წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა჻ მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა჻ უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა჻ ღ~თი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა჻

435. დავყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვჰთქვენით჻ ვჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით჻ მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით჻ მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგა გულსა ფენით჻

436. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა჻ მე გამიახლდა სინათლე მქონდა სიმრავლე ლხინისა჻ ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა჻ აწ მიკვირს მისი გაყრელი გული მიც კლდისა ტინისა჻

437. დილასა შევჯე უბრძანე კარით ბუკსა და ნობასა჻ სრულად სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა჻ ლომან მივმართე ხატავეთს ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა჻ უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდენ გზობასა჻

438. დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია჻ რამაზის კაცი მემთხვია ვინ ხატაეთ ზედ ხანია჻ მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია჻ ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია჻

439. მე შემამძღუნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი჻ გვითხრობს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არ საქნელი჻ ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი჻ მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი჻

440. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე თვით ჩვენცა შეგვინანია჻ თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია჻ ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგვტყდეს ცანია჻ შენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყვენ ცოტანი ყმანია჻

441. გვერცა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავეზრახენით჻ მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით჻ არიან მეტად მუხთალნი ჩვენ ერთხელ კულაცა ვნახენით჻ არამცა მოგკლან ღალატად არამცა ვივაგლახენით჻

442. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა჻ ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ სცნობდენ ანბავსა კაცითა჻ გულ მართლად იყვნენ მიენდე აფიცე ღ~თითა და ცითა჻ არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა჻

443. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები჻ შევსთვალე რამაზ მეფეო ვსცან შენი დანაპირები჻ სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები჻ ლაშქართა დავყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები჻

444. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი჻ თანა წამომყვეს წაცაველ დავყარენ სპანი ყველანი჻ დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი჻ ახლოს მამდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდა შველანი჻

445. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა჻ კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა჻ ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა჻ რა შეგეყარო მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა჻

446. კვლავცა ეთქვა მართალია აზომ ჩემი მონაჴსენი჻ მე თვით წინა მოგეგები მესწრაფების ნახვა შენი჻ მოახსენე დია ღ~თო ბრძანება ვჰქნა მეცა თქვენი჻ ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამა ძენი჻

447. მუნით წასული ჩამოვჴე ტევრისა რასმე კიდესა჻ კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა჻ წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა჻ შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა჻

448. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები჻ სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები჻ მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები჻ მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები჻

449. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წაჴდების჻ ერთი კაცი უკმორესწთა მოდგა მალვით მეუბნების჻ დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების჻

450. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი჻ თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი჻ მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი჻ ყოველსავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი჻

451. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ჻ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ჻ კულავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ჻ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ჻