... (S-4499), XVII ს.

236. მოახსენა: ვჰპოვე: ვინმე: მიჯნურობით: გამოჭრილი: შნად: ძებნად: წამოსრული: დიდთა: ჭირთა: გარდაჴდილი: დაუგდია: მისი: მთვარე: ამად: ქნილა: ფერ: მიჴდილი: ნახო: აწცა: ეკადრების: მზისა: შუქთა: მისგან: ცილი:

237. ყმამან: უთხრა: თუ: მჩვენებ: ვნახავ: მეტად: გავიხარებ: სიყუარულმან: მისმან: ვისთვის: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ: არას: უზამ: უგემურსა: არაოდეს: გავამწარებ: რაცა: ჩემგან: იამების: ვაამებ: და: შევიყუარებ:

238. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყუანებლად: არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად: ჴელი: მოჰკიდა: მოჰყუანდა: ვით: მთვარე: მოსავანებლად: იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქუა: მზისა: დასაგუანებლად:

აქა პირველი შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა:

239. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად: ანუ: ცით: მთუარე: უღრუბლოდ: შუქთა: მოჰფენდეს: ქუე: ბარად: რომე: მათთანა: ალვისა: ხეცა: ვარგიყოს: ხედ: არად: ჰგვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხუადმცა: რისად: ვთქუი: მე: და: რად:

240. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დარიდეს: ვარდსა: ჰჴლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭვირდეს: ყელი: ყელსა: გადააჭუდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს: ქარვად: შექმნეს: იაგუნდნი: მათნი: თუმცა: ლალად: ღირდეს:

241. მობრუნდეს: ყმამან: ავთანდილს: ჴელი: შეუპყრა: ჴელითა: ერთგან: დასხდეს: და: იტირეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა: ასმათი: სულსა: უღებდა: სიტყუითა: საკუირველითა: თავთა: ნუ: დაჰჴოცთ: ნუ: ბნელიქთ: მზესა: თქუენითა: ბნელითა:

242. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არდაზრული: ყმასა: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული: ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსულხარ: სადაური: სით: მოსრული: მე: სიკუდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: განწირული:

243. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყვები: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯნურობითა: დამწვარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია:

244. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყვარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავ: მაგრებია: თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თუ: ვით: გიაზრებია: გახსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცე: მონები: გულ: მაგრებია:

245. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩუენ: ზედა: გარდგეკიდენით: პატრონი: ჩემი: გაგიწყრა: ჩვენ: ხაფად: წაგეკიდენით: გიჴმეთ: არ: მოხუელ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: მიდენით:

ტარიელისაგან არაბთა მეფის მონათა დაჴოცა და ომის მოგონება:

246. ყველაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴრმლოდ: გარდაჰკუეთეთ: მეფე: შეჯდა: დაგუეკარგე: მონებიცა: დავაფეთეთ: ვითა: ქაჯი: დაგვემალე: კუალი: შენი: ვერ: მოჰკუეთეთ: ამან: უფრო: დაგუაშმაგნა: თავი: სრულად: გავაშეთეთ:

247. ჭმუნვა: შეექმნა: თქუენც: იცით: ჴელმწიფე: ნებიერია: მოგნახეს: გძებნეს: ყოველგნით: მათ: რუკა: დაუწერია: ვერ: ნახეს: შენი: ნახული: ვერცა: ყმა: ვერცა: ბერია: აწ: გამომგზავნა: რომელსა: ვერ: მზე: ჰგავს: ვერ: ეთერია:

248. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: მზისა: წარჴდომილისა: მაშინ: ვარ: მქმნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა»: სამ: წლამდის: მითხრა: დადენა: უმისოდ: ცრემლთა: მილისა: არ: გიკუირს: გავსძელ: ვერჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა:

249. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა: ძმანი: ვნახენ: რომე: თქუენთვის: სიტყვა: რამე: გაემკუახა: მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკუდართა: დაგესახა: მათ: მასწავლეს: რომე: ერთმან: დაკოდილმან: კუნესა: ნახა:

250. ტარიელსცა: მოეგონა: ომი: მათი: მაშინდელი: თქუა: თუ: მახსოვს: ეგე: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი: ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი: მით: ვტიროდი: მამეგონა: მე: გლახ: ჩემი: წარმწყმედელი:

251. რას: მაქნევდით: რა: გინდოდა: ერთმანერთსა: რათა: ვგვანდით: თქუენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩვენ: მტირალნი: ღაწუსა: ვბანდით: რა: მონანი: შესაპყრობლად: მომწიენით: გაგულვინდით: აწ: ვეჭუ: რომე: ჩემად: ნაცვლად: თანა: მკუდართა: მიიტანდით:

252. მოვიხედე: მამეწია: რა: პატრონი: შენი: ვნახე: ჴელმწიფობით: არა: ვჰკადრე: ამად: ჴელი: არ: შევახე: თვალთა: წინა: წამოუველ: მეტი: არა: შეუზრახე: ჩემი: ცხენი: უჩინოსა: გავს: და: სხვასამცა: რას: დავასახე:

253. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: დაწამწამება: მას: გავექცევი: ვისგანცა: ჩემი: არას: ვსცნა: ამება: მათ: თურქთა: მიღმა: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება: ავად: შვენოდა: მორევნა: და: ჩემი: დათამამება: