ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

272. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცნი, ბევრის ბევრად. მოაჴსენა: “მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; და მას მაგითა ვერა არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

273. “ყოვლი პირი ქუეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია. და შენ მოჰკვდე და იგი წაჴდეს, ესე შენთვის რა მადლია!”

274. უბრძანა: “დაო, ეგეა მგზავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა და ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ჴორცთა და სულისა.

275. “ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? და შენგან კიდე ჴორციელი, დაო, მივის არასადა”.

276. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რადგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ, უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. და არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიჴდია.

277. ყმამან უთხრა: “რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! და გაღანამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიჴადე”.

278. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყუეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, და ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა”.

279. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას უზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; და რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

280. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ჴელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; და იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

281. გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქუე ბარად, რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგიყო ხედ არად, და ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისა ვთქვა მე დარად!

282. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს, ვარდსა ჴლეჩდეს, ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭუდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

283. მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკუირველითა: და “თავთა ნუ დაჰჴოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

284. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსრულ ხარ, სადაური, სით მოსრული და მე სიკვდილსა აღარ ვაჴსოვ, ვარ მისგანცა გაწირული”.

285. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის ტანი გინაზებია, მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, და მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

286. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია, და გაჴსოვსცა, ოდეს დაჰჴოცე მონები არ-საპყრებია?

287. “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ჴაფად წაგეკიდენით, გიჴმეთ, არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, და შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

288. “ყველაკასა მათრაჴითა თავი უჴრმლოდ გარდაჰკუეთეთ. მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვჰკუეთეთ, ვითა ქაჯი დაიმალე, მონებიცა დავაფეთეთ, და ამან უფრო დაგუაშმაგნა, თავი სრულად დავაშეთეთ.

289. “ჭმუნვა შეექნა თქვენც იცით, ჴელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია; და აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

290. “მიბრძანა: “მიცან ამბავი მის ყმისა წარჴდომილისა, მაშინ ვარ მქნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა”. სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. და არ გიკუირს, გავძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?

291. “აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; თურქნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკუახა; მათრაჴითა ჩამოგეგდო, ერთი მკვდართა დაგესახა; და მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა”.