ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

352. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩუენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კულადცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

წიგნი ტარიელისა საყუარელთანა

353. თუალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთუარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

354. ასმათს უთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები; ესე კადრე: “რადგან მზეო, ჩემთუის ნათლად აღმოჴდები, აჰა, მკუდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

355. ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახუად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

356. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა; მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახუისა ვისისა; მისგან მამეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა გუანდის სინათლე დღისისა.

357. “ასმათს მოვართვი რჩეული თუალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხუად ჴელის შესაბამითა”.

358. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახუართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი გამინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწუიდეს; შეველ დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძუარი გავეც, ზამი გაადიდეს”

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

359. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექნას, იქნების თავისა არ მადლიერი.

360. “ჩუენნო ძმანნო და პატრონნო, თქუენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქუენ თუ არ მოხვალთ, ჩუენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გუნახოთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

361. კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მამეცა უფრო ლხინები; დარბაზს ვიშუებდი, დამევსო ცეცხლი წუად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხუის, რაცა ვინები; აწ ხელ მქნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

362. “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დასწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყუნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემიცვიან სევდათა, ვთქუი საწუთროს გმობანი”.

363. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფისა სრითა წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თუალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცუელმან მონა იჴმო, უთხრა რამე დაფარული.

364. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესო გულსა დანა. ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხუდა ჯაჭუთა მანა, წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

365. “ბაღჩა შეევლ, არა დამხუდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მამეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასუია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭკუნელი, დაუმკჭნარი.

366. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემამხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თუალითა.

367. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყუა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უჴმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კულავ მიმცა ალმან მურსა.

368. ასმათ გამამყუა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქუი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კულავ უფრო დამიტია-რე!

369. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასულისათუის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჴშევ, სიხარულით კარი აღი; სირცხუილი აქუს საუბრისა, მერმე თავსა კრძალავს ლაღი.