ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

333. მონააო ასმათისი” - “რა იცისო” ვარქუი, “ვკითხე.” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკუირდა, სხუად გულისა ვითამცა ვქენ მწუელთა სითხე? მისგან ეჭუი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

334. “მე გამიკუირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყუეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

335. დღენი გამოჴდეს, და გული უფრორე დამწუეს კულავ ალთა; ვეღარ ვუჭურეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მიველ; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

336. მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხუამან ვეარავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა, სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭუელისა.

337. ჴელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის-წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქუას: რა მინა. “მონააო ასმათისი”, შემოყუანა უთხარ შინა. გულსა შინა დაუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინა?!”

338. მინამან წიგნი მამართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: “ჟამია, მართალ ხარ გაკუირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა”.

339. “გულსა ვარქვი თუ: “ლაჴუარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ჴელმწიფე, სრულად ინდონი გმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

340. კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბვისა სმინება”. მოყუანა უთხარ; ებრძანა: “ქნაცა სისხლისა დინება?” მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთუის კულა უფრო მმართებს ლხინება”.

341. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსუა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშუილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბაშ, შაბა!”

342. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თუალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

343. ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქუიან ალვად, შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

344. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახუისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; უთხარ: “საწოლს შეიყუანე, ჩემგან არის ნაჴმობარი”.

345. ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით დაემზადნეს ასაყრელად; “შარდი” - უთხარ, - “ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოველ და საწოლს შეველ, მონა მიდგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად.

346. კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყუანი მცა; მითხრა: “მოსულა თქუენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც ა!” გამიკუირდა, მიჯნურისა თაყვანება ექნა ვისმცა? ვთქუი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

347. “მითხრა: “დღე ეგე სირცხუილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთუის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. მაგას თუ ვღირს ვარ, ვერ ვიტყუი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.

348. ადგა, მითხრა: “თქუენსა კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭუ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქუმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისად უთნევია, ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთუის რაცა უთქმევია”.

წიგნი პირველი ნესტან დარეჯანისა საყუარელთანა

349. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოკუდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა”.

350. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩუენო საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყუელანი ჩუენნი სახარაჯონია, აწ მათი ჯავრი ჩუენზედა ჩუენგან არ დასათმონია!

351. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კულა ჟამი არ მამჴდომია, ძოღან ხელქნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყუელაი მასმია, რაცა შენ გარდაგჴდომია.