ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

448. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; აღარ იბურთეს, დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა.

449. ჩემთა მჭურეტელთა მოეცუა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდაჴდილსა მშუენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერმიჴდილ-გუარად ვშუენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭურეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი.

450. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხუივნეს, ვშუენოდი, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდაჴდა, შევედით დარბაზსა ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავკრთი ელვასა ღაწუთა მზეებრ ნათელთასა.

451. მას მზესა ტანსა ემოსა ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას დასად, უბან უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შუენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი.

452. ნაომარსა, დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მამეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწუი ვარდი დამილება; მითხრა: «ნუ ეჭუ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

453. ახლოს დამისუეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთუისცა კუდებოდა. მალვით უჭურეტდი, მიჭურეტდა, სხუად არად მეგონებოდა”. თუალნი მოვსხლიტნი,, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

454. შეიქმნა სმა და პურობა, მგზავსი მათისა ძალისა; სხუა გახარება ასეთი არს უნახავი თუალისა; ჯამი და ჭიქა ყუელაი ფეროზისა და ლალისა, არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშუება მთურალისა.

455. მე მუნა მყოფი მივეცი შუებასა მეტის მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწუევდი გულსა შმაგსა და რეტასა, რა უამია პირის-პირ საყუარელისა ჭურეტასა!

456. დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!” თავი ხარიან, მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გუიხარიან; ნეტარძი გუაქუსო, მებრძოლნი მით ჩუენნი ვაგლახ არიან, – მართალან შენნი მჭურეტელნი, არ ცუდად იმკუეხარიან!

457. აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგჴდით , – ტურფად გშუენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თუით შეიკერე, რაცა გწადს, ჩუენგან ნუღარა გრცხუენიან”.

458. კულავცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კულავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალნი წამოვიდნეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული გუანდა ვერა.

459. ავიყარენით, მიგუჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყუექნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდა, მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა”.

460. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალიო: “თქუენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალიო; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემს წინა მამავალია.

461. მე ვისთუის ვკუდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მიუშვი, ვაკოცე, ქნადღა თაყუანის ცემისად; ხელი მოვკიდე, დავისუი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

462. მიამბე მისი ამბავი, სხუად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არა სთნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კულაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

წიგნი ნესტან - დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

463. წიგნი მომართუა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდაჴდილი ვშუენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიმჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

464. ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა; შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

465. თუცა მიგდის ღუარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენი მჭურეტნი ჩემთა მჭურეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხუივნეს, იგი ჩემთუის არიდენო.

466. იგი მე მამცენ რიდენი, რომელნი წეღან გშუენოდეს; რა მნახო, შენცა გიამოს, შენეულითა მშუენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი რამ გაგულოვნდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხუა ღამე არ გაგთენოდეს”.