ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

467. აქა მჴეცქნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქუა: “მე მაქუს სამხრე, რომელი კულა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თუალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქუე მკუდართა დაედასების.

468. ასრე წუა, რომე არ გუანდა მკუდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღუარი სისხლისა, ღაწუთაგან ნახოკარისა, კულა წყალსა ასხამს, უშუელის, ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა.

469. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭურიტნა; ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქუანი ხურიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქუა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხურიტნა”.

470. ზე წამოჯდა ფერ მიჴდილი, აყოლებდა თუალთა რეტად. ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად, დარჩომა და არ სიკუდილი მას უმძიმდა მეტის მეტად.

471. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა უც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკუირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

472. ასმათის ნახუა მიამა, ჩემგან დიდ საესავისა. წიგნი რა ვნახე, მამართუა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხოა, ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

473. მიუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი, სულთა ნაცულად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

474. მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთუის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეზომიმცა რა ვიხარე!?

475. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშუელე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

476. ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევკრთი, საყუარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღუიძა, აღარა მყუა, სულდგმულობა მამეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

477. დილასა ადრე სრას მიჴმეს, დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასულა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა, რა მიველ, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

478. გუიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგუაბერნა, დაცაგულია; ჟამი გუახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგუივლია; ყმა არ მოგუცა, ქალი გუივის, ვისგან შუქი არ გუაკლია, ყმისა არ სუმა არა გუაგვა, ამად ზედა წაგუიგია.

479. აწ ქალისა ჩუენისათვის ქმარი გუინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩუენი, სახედ ჩუენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩუენთა ჴრმალი ჩუენთვის არ ვმახოთ”.

480. “ვთქუი: “თქუენი ძისა არა სუმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩუენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხუამცა რა გკადრეთ! თუით იცით, მაგას რა მოეგუარების”.

481. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც, თუცა მელია; ვთქუი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქუმის, არ საქნელია!” მეფემან ბრძანა: “ხუარაზმშა, ჴელმწიფე ხუარაზმელია, თუ მოგუცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია.”

482. რომე პირველვე დაესკუნა, მათ ესე შეეტყუებოდა; ერთმანერთსაცა უჭურეტდეს, სიტყუაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო კრთებოდა.

483. დედოფალმან თქუა: “ხუარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩუენთვის სხუა სჯობდა რომელი?” შეცილებამცა ვით ჰკადრა, რადგან თუით იყო მდომელი! მოწმობა დავრთე, დაესკუნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

484. გაგზავნეს კაცი ხუარაზმშას წინა შვილისა მთხოველი; შესთუალეს: “გაჴდა უმუვიდროდ სამეფო ჩუენი ყოველი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი, თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ, სხუასა ნუღარას მოელი”.

485. კაცი მოვიდა; აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გახარებოდა ხუარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგუხვდა ღმრთისაგან, ჩუენ რომე ვინატრიდითა, თუით მაგისებრსა შვილსამცა ჩუენ ჴელსა რასა ვჴდიდითა!”