... (W-17), XVII ს.

237. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამას იქით მეტი სხვამცა რა გაქონე

238. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხუდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ ჰპოებ რაზომცა ცრემლსა მილდები მოგხუდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

ავთანდილმან არაკი პასუხად უთხრა

239. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხუასა ორნი კაცი მოდიოდეს სადაური სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ წაადგა ჩაჰყიოდა ტირს იზახის ვაგლახვასა

240. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე [........................................................] გაუკვირდა მეტად კიდე [..................................................................]გაგექცე სად წავიდე

241. აწ დაო შენსა ჴელისაა ჩემი საბელი ყელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ლხენისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემი აბყრობა ჴელისა თვარ ვისმცა ექნა გირგულითა შეკვრა თავისა მრთელისა

242. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ვინათგან ხარ აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი

243. იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

244. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

245. ამის მეტსა ვერას გითხრობ სხვა ამბავსა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრთა მემაჯანსა ვსჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ჴორცსა მონატანსა არა ვიცი ადრე მოვა თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

246. ამას გეტყუი მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თვით გიამბოს საქმე მისი საყვარელსა გაახარო

247. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამა ზედა მოიხედნეს ჴევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოფინება უკმორიდეს აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

248. ქალმან უთხრა ყმაო მოგცა ღ~ნ ჟამად რაცა გინა მაგრამ თავი უჩინო ქმენ დამალული იყავ შინა ამა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინა ნუთუ ვითრა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

249. ავთანდილ ქვაბსა დამალა იდუმალ ქუაბსა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა შვენოდა კაპარჭჴრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა ჭურეტითა იდუმალითა

250. ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყუანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან

251. ავთანდილ მალვით უჭვრეტდა ტყუე საკნით ნააზატები მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მაზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

252. მან ქალმან ჴელყო კვესითა გზნებად ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა მან ქნა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

253. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეჰკრთა დიდნი დაიზახნა წამოვარდა ვითა რეტი ტიროდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭურეტი

254. მოახსენა რად დაბრუნდი მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყუეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

255. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არა მიველ ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე შემოვბრუნდი ვერა მნახეს ტყესა შიგან დავიმალე დღეს ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე