ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

390. კვლავე ჰკადრეს: “თქვენ, მორჭმულნო და აქებდეს ხელმწიფესა; მოახსენეს: “დიდებულო, შენ ტურფაი, მაღლად მხედსა; შენ გაქვს ყოვლი დიდებანი, მორრჭმულსა და კარგად მქნესა, ხვარაზმელთა ჰინდოთ ზედა ჰკლვიდა სევდა ტარიელსა.”

391. რა ავთანდილს, ფრიდონს ესმა ჰინდოთ ესე საწყინარი, გულსა ასრე ლახვრად ეცა, მართ დაესო აწვე ნარი! თქვეს: “გავხედით საწუთროსა, არას კარგასა მოუბნარი, აქანამდის მხიარულნი ვტირთ აღარას მოცინარი.”

392. ავთანდილ სულთქვამს, ოხვრიდა, მოჰქონდა ტარიელობა; მასთანა ყველა სწორ იყვის, დგომა, გაჭრა და ხელობა; უკვირდა მკლავთა დადრეკა, უსახროდ მათი ქველობა, სჭირს და სოფელი არ იკლებს, გულს ლახვარი მჭრელობა.

393. მართ ავთანდილს ვით ეწყინა, ვინმცა ჰკადრა, ვინ არ ღირსნი? ყველა წვრილად მოიკითხა, ვით ნაქმარნი ხვარაზმისნი; უბრძანა და შემოხადნა დიდებულნი სპანი მისნი, “აწ ტარიელს ვმსახუროთო, ვართ მონანი ყმათა ყმისნი.”

394. თვითო კაცი ერთმანერთსა გაუგზავნეს: “არ დავსწბეთა, ჰინდოთა და ტარიელის საქმისათვის გვინდა ფეთა.” პაემანი შეუკვეთეს – “დროთა ხანთა არ დავსცდეთა” – ერთმანერთის შველისა და ნახვისათვის მოსწრაფეთა.

395. აწ ავთანდილ ფრიდონს კაცი გაუგზავნა, გაემართნეს ოცდათ დღე შიგ შეიყარნეს იარაღნი მოიმართნეს; მუნ დროშანი ვერ დაცთვალენ, რომე იმათ აემართნეს, მათ ორთავე ხელმწიფეთა პირნი მზეებრ იწაღმართნეს.

396. მათ ორთავე ხელმწიფეთა, სრულად მათთა სამეფოთა, აქიმები დაარჩივეს თემთა კარგთა სამყოფოთა; წამოვიდეს რაზმ-წყობილნ ი, გზათა ლევენ სასწრაფოთა მოისმენდით ხმათა მათთა საბუკ-ტაბლაკ-სადაფოთა.

397. ინდოეთს მივლენ ნავითა, გამართეს სამუნაოთა, სრულნი აბჯრითა მოსილნი ხვარაზმშის საბრუნაოთა. სწრაფით დალევენ შარათა, წყალთა და მათ უნაოთა, ხვარაზმს დასთრიან საფლავთა სატირლად, საზრუნაოთა.”

398. წავიდეს, რაზმი დააწყეს, გზანი იარნეს რებითა; მისძახდეს ხმასა მაღალსა საყვირ-ქოს-ტაბლაკებითა; ზღვის პირს მივიდეს, დაჰკაზმეს ნავები კატარღებითა, ჩასხდეს გავიდეს დრშათა, კარგითა ალამებითა.

399. გავიდეს და პირსა დადგეს, უთვალავი სპა იახლა; უამრავი დროშა იყო, რომ ალამი მოენახლა; ამოსწვიტენ მათთა მბრძოლთა, ყოლა ტკბილად ვინ ემზახლა, მებრძოლია ხვარაზმთ მეფე, იგი ვერსად დაესახლა.

400. გაკრფეს ლაშქარნი ზღვისაგან და მივლენ ტარიელისა, უხარის ნახვა ძმობილთა დიდის ჰინდოთ მფლობელისა; გაგზავნეს მახარობელი: “მოვალთ მოსწრაფე ხელისა; გვტრფიალობს ნახვა ვარდისა, აწ ახლად გაუშლელისა.”

401. მივიდა მახარობელი, ტარიელს ჰკადრეს, აქებდეს განხდა ხმა-ზარი მოსლვისა, სიხარულსა ყოვლნი ხმობდეს; ცისკრად იკრეს ნაღარასა, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს, სამნივ ერთად შეიყარნეს, მათთა მჭვრეტთა დაადნობდეს.

მოსვლა ავთანდილისა და ფრიდონისაგან ტარიელის შველად

402. გამოვლნეს ზღვანი, მოვიდეს ხმელეთსა ტარიელისა; ნახეს სენთაგან დაცემით ტარიელ მსგავსი ბერისა; ორთა სენთაგან ჩიოდა მტირალი მოანბვე რისა, თქვა; “გახდა თემი ჰინდოთა სისხლთაგან მონატბერისა.”

403. ნესტან-დარეჯან ტან-სარო, აწ აღარ იყო ლალია, სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა იგიც ლალია ზურგ-მოტეხით აქვს მას სევდა, ღაწვი აღარ სჭვრის, ლალია, თქვა: “იყო ჩვენთვიოს ხვარაზმშა, მწყერთათვის ვითამც ალალი.”

404. წინ მოეგება მტირალი პირითა მილეულითა; აღარ მთვარულად სავსითა, არ ნათლად დილეულითა, მართ ძრვითა ოდენ ცოცხალი სახითა მისეულითა; თაყვანის-სცემდის იგ გმირნი წესითა დარჩეულითა.

405. თაყვანი-სცეს, უსალამეს, მოიკითხეს ერთმანერთი; მერმე ჰკითხეს: “ვით არისო ლომი, გმირთა შენაერთი? მან პირ-მზემან წვრილად ბრძანა: “სენი სჭირსო ყოლ არ-ერთი, მისის ასრე ყოფისათვის შეგვარისხეს ზედათ ღმერთი.”

406. მოიტირს მათ ლომ-კაცთა ტარიელის სნეულება, მერმე უმძიმს ჰინდოთათვის მათ მტერთაგან ძლეულება; ტარიელის ნახვა სწრაფით უნდა, ვით არს ჩვეულება, ნახეს მჭლედ და ფერ-მიხდილად, გულსა სჭირდა დაწყლულება.

407. ნესტან-დარეჯან ტან-სარო, პირად-მზე ვითამცა ლალი, დაღრეჯილიყო სევდითა, აწ აღარ ვითამცა ლალი, სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა ვითამც ალალი, თქვა: “იყო ჩვენთვიოს ხვარაზმშა, მწყერთათვის ვითამც ალალი.”

408. სისხლის ცრემლითა მტირალი ბრძანებდა არ სათუობით; ზურგი ათქს მზესა მოდრეკით, სევდა სჭირს დასანაზობით ნესტან-დარეჯან ტან-სარო არს მისით ხასიათობით, სევდა სევდასა დართვოდა ვერ მჭვრეტთა დასანათობით.