... (Q-779), XVIII ს.

332. დილასა჻ შევჯე჻ უბრძანე჻ ჰკარით჻ ბუკსა჻ და჻ ნობასა სრულთა჻ სპათასა჻ ვერ჻ გითხრობ჻ არ჻ შესხდომილად჻ მზობასა ლომმან჻ მივმართე჻ ხატაეთს჻ ვერვინ჻ მიზრახავს჻ ჴრდლობასა უგზოსა჻ ვლიდეს჻ ლაშქარნი჻ არ჻ გაივლიდეს჻ გზობასა

333. მათ჻ ლაშქართა჻ სიმრავლითა჻ მთა჻ და჻ ბარი჻ ადუღდების სავაზიროდ჻ შეიჯარნეს჻ მოცინარედ჻ ეუბნების ჩუენ჻ ნუ჻ ვიტყვით჻ სიტყუას჻ მკვახსა჻ შემოქმედსა჻ ეწყინების ბარი჻ კლდედ჻ და჻ კლდე჻ მინდორად჻ მისის჻ თქმითა჻ შეიქნების

334. დავაგდე჻ ზღუარი჻ ჰინდოთა჻ მევლო჻ პაშტაი჻ ხანია რამაზის჻ კაცი჻ მემთხუია჻ ხატაეთს჻ ზედა჻ ხანია მან჻ მითხრა჻ მოციქულობა჻ გულისა჻ მოსაფხანია ჩუენთა჻ მგელთაცა჻ დასჭამენ თქუენნი჻ ინდოთა თხანია

335. მე჻ შემამძღუნეს჻ რამაზისგან჻ ძღუნად჻ საჭურჭლე჻ საშინელი გითხრეს჻ გკადრებს჻ ნუ჻ ამოგვწყვეტ჻ არის჻ შენგან჻ არსაქნელი ზენაარი჻ გამოგუიღე჻ მით჻ გუაბია჻ ყელსა჻ წნელი მაურვებლად჻ მოგაჴსენნეთ჻ თავნი჻ შვილნი჻ საქონელი

336. რაცა჻ შეგცოდეთ჻ შეგუინდე჻ თუით჻ ჩუენვე჻ შეგუინანია თუ჻ ღმრთულებრ჻ შეგვიწყალებდეთ჻ აქა჻ ნუ჻ მოვლენ჻ სპანია ქუეყანა჻ ჩუენი჻ არ჻ ასწყდეს჻ რისხუით჻ არ჻ დაგვტყდენ჻ ცანია შენ჻ მოგცეთ჻ ციხექალაქი჻ მოგყუენ჻ ცოტანი჻ ყმანია

337. გუერდსა჻ დავისხენ჻ ვაზირნი჻ ვიუბნეთ჻ გავიზრახენით მითხრეს჻ თუ჻ ხარო჻ ყმაწვილი჻ ბრძენი჻ მით჻ გკადრებთ჻ გლახ჻ ენით არიან჻ ერთობ჻ მუხთალნი჻ ჩუენ჻ ერთხელ჻ კულავცა჻ ვნახენით არამცა მოგკლეს჻ ღალატად჻ არამცა჻ ვივაგლახენით

338. ჩუენ჻ ამას჻ ვარჩევთ჻ წახუიდე჻ კარგითა჻ მართ჻ მამაცითა ლაშქარნი჻ ახლოს჻ გუეკიდნენ჻ სცნობდენ჻ ამბავსა჻ კაცითა გულმართლად჻ იყუნენ჻ მიენდევ჻ აფიცე჻ ღთითა჻ და჻ ცითა არ჻ დაგმორჩილდენ჻ შეჰრისხდი჻ რისხუითა჻ კულა჻ და჻ კულაცითა

339. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ ვაზირთა჻ ნავაზირები შევსთუალე჻ რამაზ჻ მეფეო჻ ვცან჻ შენი჻ დანაპირები სიკუდილსა჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ დაგვიდგამს჻ ვერ჻ ქვითკირები ლაშქართა჻ დავჰყრი჻ ცოტათა჻ წამოვალ჻ შენ჻ კერძ჻ ვირები

340. მათ჻ ლაშქართაგან჻ სამასნი჻ კარგი჻ მოყმენი჻ ქველანი თანა჻ წამომყუეს჻ წაცაველ჻ დავჰყარენ჻ სპანი჻ ყველანი დავვედრე჻ სადა჻ მე჻ მევლოს჻ ვლენით჻ იგივე჻ ველანი ახლოს჻ მომდევდით჻ მიშველდით჻ გიჴმობ჻ თუ჻ მინდენ჻ შველანი

341. სამ჻ დღე჻ ვიარე჻ მემთხვია჻ სხუა჻ კაცი჻ მისვე჻ ხანისა კულავ჻ ეძღუნა჻ უცხო჻ მრავალი჻ შესამოსელი჻ ტანისა ებრძანა჻ მწადსო჻ სიახლე჻ შენ჻ ლაღისა჻ და჻ ჯანისა რა჻ შეგეყარო჻ მაშინ჻ სცნა჻ შენ჻ ძღუნობა჻ ამისთანისა

342. კულაცა჻ ეთქვა჻ მართალია჻ აზომ჻ ჩემი჻ მონახსენი მე჻ თუით჻ წინა჻ მოგეგებვი჻ მესწრაფების჻ ნახუა჻ შენი მოვაჴსენე჻ დია჻ ღ~თო჻ ბრძანება჻ ვქენ჻ მეცა჻ თქუენი჻ ტკბილად჻ ვნახეთ჻ ერთმანერთი჻ ვიყვნეთ჻ ვითა჻ მამაძენი

343. მუნით჻ წასული჻ ჩამოვჰჴე჻ ტევრისა჻ რასმე჻ კიდესა კულავ჻ მოციქულნი჻ მოვიდეს჻ სალამად჻ არ჻ დამრიდესა წინა჻ ტურფათა჻ ტაიჭთა჻ ძღუნად჻ ჩემთუის჻ მოზიდვიდესა შენსა჻ ნახუასა჻ მეფენი჻ თქუეს჻ მართლად჻ ინატრიდესა

344. კულაცა჻ ეცნა჻ მოციქულთა჻ მოსლვა჻ წინა჻ გაეგება გარდაჰჴდეს჻ და჻ თაყუანისცეს჻ სხუაგნით჻ სხუათა჻ ჰკადრეს჻ ქება კაცმან჻ ვითმცა჻ შეგიშალოს჻ რაცა჻ გინდეს჻ თქუენი჻ ნება რად჻ გუიწყრებით჻ შეუცოდრად჻ ეგე჻ საქმე჻ ვით჻ ეგება

345. გაგუეხრდეს჻ ესე჻ თქუმანი჻ ვიხარეთ჻ და჻ ვინადირეთ ქორითა჻ და჻ ავაზითა჻ უცხო჻ სულნი჻ დავიჭირეთ მჴეცნი჻ მოვსრენ჻ მახუილითა჻ ჩუენნი჻ მბრძოლნი჻ ავატირეთ ვლაღობდით჻ და჻ ვთამაშობდით჻ სწრაფად჻ მოსულა჻ დავაპირეთ

346. მითხრეს჻ მეფე჻ მოგახსენებს჻ მეცა჻ შენ჻ კერძ჻ ვიარები სახლით჻ ჩემით჻ წამოსრული჻ ხვალე჻ ადრე჻ შეგეყრები მოციქულნი჻ დავაყენენ჻ ხარგა჻ დავდგი჻ არ჻ მზირები჻ მეტად჻ ამოდ჻ უალერსე჻ ერთგან჻ დაწვეს჻ ვით჻ მაყრები

347. კარგი჻ საქმე჻ კაცსა჻ ზედა჻ აზომ჻ თურე჻ არ჻ წაჴდების ერთი჻ კაცი჻ უკმურესწყდა჻ მოდგა჻ მალვით჻ მეუბნების დიდი჻ მაცო჻ თქუენი჻ ვალი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების გაწირვა჻ და჻ დავიწყება჻ ჩემგან჻ თქვენი჻ არ჻ იქნების

348. მე჻ მამისა჻ თქუენისაგან჻ ვარ჻ ცოტაი჻ განაზარდი თქუენი჻ მესმა჻ საღალატო჻ საცნობელად჻ გამოვარდი მკუდარი჻ მიმძიმ჻ სანახავად჻ ტანი჻ მჭევრი჻ პირი჻ ვარდი ყუელასავე჻ მოგაჴსენებ჻ გამიგონე჻ დამიწყნარდი

349. შემიგნია჻ იგი჻ კაცი჻ შენთუის჻ კარგსა჻ არ჻ არჩევენ მოციქულთა჻ მოგზავნილთა჻ საღალატოდ჻ შეგიჩუევენ ილათითა჻ მიგიყვანენ჻ უკან჻ სპათა჻ მოგაწევენ სასიკუდილოდ჻ მონდომიხარ჻ აგრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გაწუევენ

350. რომე჻ ცუდად჻ არ჻ მოღორდე჻ ისი჻ კაცნი჻ გღალატობენ ერთგან჻ შენთუის჻ დამალულნი჻ სპანი჻ ასჯერ჻ ათასობენ კულა჻ სხუაგან჻ გითქს჻ სამი჻ ბევრი჻ ასრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გიჴმობენ აწვე჻ თავსა჻ არ჻ ეწევი჻ ფათერაკსა჻ შეგასწრობენ

351. მეფე჻ ცოტათ჻ მოგეგებვის჻ ვის჻ მჭურეტნი჻ ვერ჻ გელევიან მალვით჻ ჩაიცმენ჻ აბჯარსა჻ მიენდო჻ მით჻ გეთნევიან კუამლსა჻ შეიქმენ჻ ლაშქარნი჻ ყოველგნით჻ მოგეხუევიან რა჻ ერთსა჻ გცემდენ჻ ათასნი჻ ეგრეცა჻ მოგერევიან