... (Q-779), XVIII ს.

391. იდუმალ჻ ცოლსა჻ ეუბნა჻ მართ჻ ჩემგან჻ უცოდნელია ომით჻ მოსრული჻ ტარიელ჻ საჭურეტად჻ სასურველია მან჻ გაანათლოს჻ მჭურეტელთა჻ გული჻ რაზომცა჻ ბნელია რაცა჻ დაგვედრო჻ საქნელად჻ ქენ჻ არა჻ საზოზღნელია

392. აწ჻ მითქუამს჻ საქმე჻ უშენო჻ შენცა჻ ცან჻ ესე჻ მცნებული რადგან჻ ქალია჻ სამეფოდ჻ ჩუენგანვე჻ სახელდებული ვინცაღა჻ ნახავს჻ აწ჻ ნახოს჻ აჰა჻ დღე჻ ედემს჻ ხლებული გუერდსა჻ დაისუი჻ ორნივე჻ სრას჻ დამხუდით჻ მოვალ჻ შვებული

393. მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ძირი჻ მთისა჻ და჻ გორისა იყო჻ სიმრავლე჻ ძაღლისა჻ შავარდნისა჻ და჻ ქორისა ადრე჻ დავბრუნდით჻ ვიარეთ჻ არ჻ ეჯი჻ გზისა჻ შორისა აღარ჻ იბურთეს჻ დაშლა჻ ქნეს჻ თამაშობისა჻ ორისა

394. ჩემთა჻ მჭურეტელთა჻ მოეცვა჻ ქალაქი჻ შუკა჻ და჻ ბანი ომგარდაჴდილსა჻ მშუენოდეს჻ მეანიანნი჻ კაბანი ფერმიჴდილგუარად჻ ვშუენოდი჻ ვარდი჻ ცრემლითა჻ ნაბანი ვინცა჻ მიჭურეტდის჻ ბნდებოდის჻ მათრლად჻ არს჻ არ჻ კატაბანი

395. რიდენი჻ რომე჻ მეშოვნეს჻ ქალაქსა჻ ხატაელთასა იგი჻ მეხუივნეს჻ მშუენოდეს჻ ვახელებ჻ გულსა჻ ხელთასა მეფე჻ გარდაჴდა჻ დარბაზსა჻ შევედით჻ ჩემთა჻ მზრდელთასა შევხედენ჻ დავჰკრთი჻ ელვასა჻ ღაწუთა჻ მზეებრ჻ ნათელთასა

396. მას჻ მზესა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ნარინჯისფერნი჻ ჯუბანი ზურგით჻ უთქს჻ ჯარი჻ ხადუმთა჻ დასდასად჻ უბანუბანი სრულად჻ ნათლითა჻ აევსო჻ სახლი჻ შუკა჻ და჻ უბანი მუნ჻ ვარდსა჻ შუვა჻ შუენოდეს჻ ძოწმარგალიტნი჻ ტყუბანი

397. ნაომარსა჻ დაკოდილსა჻ ჴელი჻ ყელსა჻ ჩამომება დედოფალი჻ საჯდომთაგან჻ ადგა჻ წინა჻ მომეგება ვითა჻ შვილი჻ გარდამკოცნა჻ ღაწუი჻ ვარდი჻ დამილება მითხრა჻ ნუ჻ ეჭუ჻ ამას჻ იქით჻ თუღა჻ მტერი჻ შეღაგება

398. ახლოს჻ დამისვეს჻ ადგილსა჻ მუნ჻ სადა჻ მიამებოდა პირისპირ჻ მიჯდა჻ იგი჻ მზე჻ გული჻ ვისთუისცა჻ კვდებოდა მალვით჻ უჭურეტდი჻ მიჭურეტდის჻ სხუად჻ არად჻ მეგონებოდა თუალნი჻ მოვსწყვიდნი჻ სიცოცხლე჻ ამითა჻ მეარმებოდა

399. შეიქმნა჻ სუმა჻ და჻ პურობა჻ მსგავსი჻ მათისა[...........] სხუა჻ გახარება჻ ასეთი჻ არს჻ უნახავი჻ თუალისა ჯამი჻ და჻ ჭიქა჻ ყუელაი჻ ფეროზისა჻ და჻ ლალისა არვისი჻ ბრძანა჻ მეფემან჻ არცა჻ გაშუება჻ მთრვალისა

400. მე჻ მუნა჻ მყოფი჻ მივეცი჻ შვებასა჻ მეტისმეტასა არ჻ შემომხედნის჻ შევხედნი჻ ცეცხლმან჻ დამიწყის჻ შრეტასა კაცთა჻ კრძალვასა჻ ვაწვევდი჻ გულსა჻ შმაგსა჻ და჻ რეტასა რა჻ უამია჻ პირისპირ჻ საყუარელისა჻ ჭურეტასა

401. დააგდეს჻ მღერა჻ მუტრიბთა჻ სულეთო჻ თავი჻ ხარიან მიბრძანეს჻ შვილო჻ ტარიელ჻ ვით჻ გითხრათ჻ ვით჻ გუიხარიან ნეტარძი჻ გუაქვსო჻ მებრძოლნი჻ მით჻ ჩუენნი჻ ვაგლახ჻ არიან მართალან჻ შენნი჻ მჭურეტელნი჻ არ჻ ცუდად჻ იმკვეხარიან

402. აწ჻ თუცა჻ გუმართებს჻ შემოსვა჻ ვის჻ მორჭმით჻ მოგივლენიან არ჻ შეგმოსთ჻ მაგა჻ კაბათა჻ არ჻ აგჴდით ტურფად჻ გშვენიან აწ჻ გქონდეს჻ ასი჻ საჭურჭლე჻ ვის჻ შუქნი჻ მოგიფენიან თუით჻ შეიკერე჻ რაცა჻ გწადს჻ ჩუენგან჻ ნუღარა჻ გრცხუენიან

403. მომართუნეს჻ ასნი჻ კლიტენი჻ ასთავე჻ საჭურჭლეთანი თაყუანისვეც჻ და჻ დავლოცენ჻ დავლანი჻ მათთა჻ სუეთანი მაკოცეს჻ ადგეს჻ ორნივე჻ თუით჻ იგი჻ მზენი჻ მზეთანი რა჻ გასცნეს჻ ზომნი჻ ვით჻ გითხრნე჻ ლაშქართა჻ სისავსეთანი

404. კულაცა჻ დაჯდა჻ მხიარული჻ მოიმატა჻ სუმა჻ და჻ მღერა კულავ჻ გაგრძელდა჻ ნადიმობა჻ ბარბითი჻ და჻ ჩანგთა჻ ჟღერა დედოფალნი჻ წამოვიდნეს჻ შეეყარა჻ მწუხრსა჻ დღე჻ რა ძილპირამდის჻ სიხარულსა჻ სიხარული჻ ჰგუანდა჻ ვერა

405. ავიყარენით჻ მიგუჭირდა჻ სმა჻ დოსტაქნისა჻ მეტისა საწოლს჻ შემოვე჻ შემექმნა჻ ცნობა჻ მათ჻ ვითა჻ რეტისა ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყუექმნილსა჻ მე჻ ამა჻ ცეცხლთა჻ შრეტისა მეგონებოდა჻ მალხენდის჻ გონება჻ მისგან჻ ჭურეტისა

406. მონა჻ მოვიდა჻ მიანბო჻ ანბავი჻ მე჻ მართალიო თქუენსა჻ ამბავსა჻ იკითხავს჻ აჯიღოსანი჻ ქალიო მაშინვე჻ ვიცან჻ ავიჭერ჻ ჩქარ ჩქარად჻ გულგამკრთალიო მოვიდა჻ ვნახე჻ ასმათი჻ ჩემთანა჻ მომავალია

407. მე჻ მისთუის჻ ვკვდები჻ მიამა჻ ასმათის჻ ნახვა჻ მე჻ მისად აღარ჻ მიუშვი჻ ვაკოცე჻ ქნადღა჻ თაყუანისსცემისად ჴელი჻ მოვჰკიდე჻ დავისვი჻ ახლოს჻ ტახტისა჻ ჩემისად ვჰკითხე჻ თუ჻ ნეტარ჻ მისულა჻ მორჩი჻ ალვისა჻ ხე჻ მისად

408. მიანბე჻ მისი჻ ამბავი჻ სხუად჻ ნურად჻ მეუბნებია მითხრა჻ თუ჻ გკადრებ჻ ამბავსა჻ აწ჻ ჩემგან჻ არა჻ სთნებია დღეს჻ ერთმანერთი჻ გინახავს჻ და჻ ტურფად჻ მოგწონებია აწ჻ კულაცა჻ ცნობა჻ ამბისა჻ მას჻ ჩემგან჻ უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მოწერილი჻

409. წიგნი჻ მომართუა჻ ჩავხედენ჻ პირისა჻ თემთა჻ მთენისა ეწერა჻ ვნახე჻ სიტურფე჻ წყალჯავარისა჻ შენისა ომგარდაჴდილი჻ შუენოდი჻ შენატევები჻ ცხენისა არ჻ ავი჻ მიმიჩს჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ ცრემლთა჻ დენისა