... (Q-779), XVIII ს.

470. მაედანს჻ დავდგი჻ კარვები჻ წითლისა჻ ატლასებისა მოვიდა჻ სიძე჻ გარდაჰჴდა჻ დღე჻ ჰგუანდა჻ არ჻ აღუსებისა შეიქნა჻ გასულა჻ შიგანთა჻ ჯარია჻ მუნ჻ ხასებისა დაიწყეს჻ დგომა჻ ლაშქართა჻ თემთემად჻ დასდასებისა

471. მე჻ დავშური჻ ვითა჻ წესია჻ საურავ გარდაჴდილისა შინა჻ წამოველ჻ მაშურალსა ქნა჻ მომდომოდა჻ ძილისა მონა჻ მოვიდა჻ მომართუა჻ წიგნი჻ ასმათის჻ ტკბილისა ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ მსგავსი჻ ალვისა჻ ზრდილისა

472. ცხენისაგან჻ არ჻ გარდავჰჴე჻ წაველ჻ ფიცხლად჻ დავმორჩილდი ქალი჻ დამხუდა჻ ნატირები჻ ვჰკითხე჻ ცრემლსა჻ რასა჻ ჰმილდი მითხრა჻ შენი჻ შესწრობილი჻ ტირილსამცა჻ ვით჻ ავსცილდი გაუწყვედლად჻ ვით჻ გამართლო჻ რაგუარადმცა჻ გავექილდი

473. შევედით჻ ვნახეთ჻ ბალიშსა჻ ზედა჻ წარბშერჭუმით჻ მჯდომარე მზე჻ ვეღარას჻ იქს჻ მის჻ მეტსა჻ მას჻ გაენათლა჻ რომ჻ არე წავდეგ჻ მიბრძანა჻ რასა჻ სდგა჻ დღე჻ მიგიჩს჻ წინ჻ საომარე ანუ჻ გამწირე჻ მიტყუე჻ და჻ კულაცა჻ მომიცდომარე

474. მე჻ მეწყინა჻ აღარა჻ ვთქუი჻ ფიცხლად჻ გარე჻ შემოვბრუნდი უკუვჰყივლე჻ აწ჻ გამოჩნდეს჻ არ჻ მინდოდეს჻ ვისცა჻ უნდი ქალი჻ ომსა჻ რაგუარ჻ მაწვევს჻ აგრე჻ ვითა჻ დავძაბუნდი შინა჻ მოველ჻ მოკულა჻ მისი჻ დავაპირე჻ არ჻ დავყმუნდი

475. ასსა჻ ვუბრძანე჻ მონასა჻ საომრად჻ დაემზადენით შევსხედით჻ გავლეთ჻ ქალაქი჻ არავის჻ გავეცხადენით კარავსა჻ შეველ჻ სასიძო჻ ვითა჻ წუა჻ ზარამც჻ თქმად჻ ენით უსისხლოდ჻ მოვჰკალ჻ იგი჻ ყმა჻ თუცა჻ ჴმდა჻ სისხლისა჻ დადენით

476. კარვის჻ კალთა჻ ჩახლათული჻ ჩავჭერ჻ ჩავაქარაბაკე ყმასა჻ ფერჴსა჻ მოვეკიდე჻ თავი჻ სუეტსა჻ შეუტაკე წინა჻ მწოლთა჻ დაიზახეს჻ გლოვა჻ მიხუდა჻ საარაკე ცხენსა჻ შევჯე჻ წამოცაველ჻ ჯაჭუი჻ მეცვა჻ საკურტაკე

477. ჴმა჻ დამივარდა჻ შეიქმნა჻ ზახილი჻ მოსაწევარი წამოველ჻ წევნა჻ დამიწყეს჻ დავჰჴოცე჻ ჩემი჻ მდევარი ქალაქი჻ მქონდა჻ მაგარი჻ მტერთაგან჻ მოურევარი მუნ჻ შიგან჻ შეველ მშვიდობით჻ ამოდ჻ იგივე჻ მე჻ ვარი

478. კაცი჻ გავგზავნენ჻ ვაცნობე჻ ყოვლგან჻ ლაშქარსა჻ ყუელასა აქა჻ მომართეთ჻ ვინცაღა჻ ჩემსა჻ იქმოდეთ჻ შველასა არ჻ გაწყდა჻ მოსლვა჻ მდევართა჻ ღამესა჻ დია჻ ბნელასა ჩემი჻ რა჻ სცნიან჻ სცუდიან჻ თავებსა჻ მათსა჻ მრთელასა

479. ცისკრად჻ ავდეგ჻ შევეკაზმე჻ რა჻ გათენდა჻ ღამე჻ დილად ვნახენ჻ სამნი჻ დიდებულნი჻ მეფისაგან჻ მოგზავნილად ებრძანა჻ თუ჻ ღ~თნ჻ იცის჻ გამეზარდე჻ ვითა჻ შვილად ჩემი჻ ასრე჻ რად჻ შესცვალე჻ სიხარული჻ სიმძიმილად

480. ხუარაზმშას჻ სისხლი჻ უბრალო჻ სახლად჻ რად჻ დამადებინე თუ჻ ჩემი჻ ქალი჻ გინდოდა჻ რად჻ არა჻ შემაგებინე მე჻ ბერსა჻ შენსა჻ გამზრდელსა჻ სიცოცხლე჻ მაარმებინე დღედ჻ სიკუდილამდის჻ შენიცა჻ თავი჻ არ჻ მაახლებინე

481. მე჻ შეუთვალე჻ მეფეო჻ ვარ჻ უმაგრესი჻ რვალისა თუ჻ არ჻ რად჻ მიშლის჻ სიკუდილსა჻ ცეცხლი჻ სირცხუილთა჻ ალისა მაგრა჻ თუით჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ჴამს჻ მქნელი჻ სამართალისა მე჻ თქვენმან჻ მზემან჻ მაშოროს჻ ნდომა჻ თქუენისა჻ ქალისა

482. იცით჻ ჰინდოთა჻ სამეფო჻ რაზომი჻ სრასაჯდომია ერთიღა჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ ყველაი჻ თქვენ჻ მოგჴდომია ამოწყდა჻ მათი჻ ყუელაი჻ მამული჻ შენ჻ დაგრჩომია დღესამდის჻ ტახტი჻ უჩემოდ჻ არავის჻ არ჻ მონდომია

483. ვერ჻ გათნევ჻ თქუენმან჻ კეთილმან჻ აწ჻ ეგე჻ არმართალია ღთ~ნ჻ არ჻ მოგცა჻ ყმა჻ შვილი჻ გიზის჻ ერთაი჻ ქალია ხუარაზმშა჻ დასვა჻ ჴელმწიფედ჻ დამრჩების჻ რა჻ ნაცვალია სხუა჻ მეფე჻ დაჯდეს჻ ჰინდოეთს჻ მერტყას჻ მე჻ ჩემი჻ ჴრმალია

484. შენი჻ ქალი჻ არად჻ მინდა჻ გაათხოვე჻ გამარიდე ჰინდოეთი჻ ჩემი჻ არის჻ არვის჻ მივსცე჻ ჩემგან჻ კიდე ვინცა჻ ჩემსა჻ დამეცილოს჻ მისით჻ მასცა჻ ამოვფხურიდე სხუას჻ მეშველსა჻ გარეგანსა჻ მომკალ჻ ვისცა჻ ვინატრიდე

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგუისა჻

485. ესე჻ კაცნი჻ გამეგზავნნეს჻ გონებასა჻ გავეშმაგე რომე჻ მისი჻ ვერა჻ მეცნა჻ ამას჻ უფრო჻ დავედაგე მას჻ ზღუდესა჻ გარდავადეგ჻ მინდორთაკენ჻ რომე჻ ვაგე მესმა჻ საქმე჻ საშინელი჻ თუცა჻ თავი჻ ვერ჻ წავაგე

486. გამოჩნდეს჻ ორნი჻ ქვევითნი჻ მე჻ მივეგებე჻ წინარე ქალი჻ ჰყუა჻ ერთსა჻ მონასა჻ ვცანმცა჻ თუ჻ მოღმა჻ ვინ჻ არე თავგაგლეჯილი჻ ასმათი჻ პირს჻ სისხლი჻ ჩამომდინარე აღარ჻ მიყივლა჻ ღიმილით჻ არცაღა჻ გამიცინა჻ რე

487. იგი჻ ვნახე჻ დავებნივე჻ გონებანი჻ გამიშმაგნა შორით჻ უჴმე჻ რაშიგან჻ ვართ჻ ანუ჻ ცეცხლმან჻ რად჻ დაგუდაგნა მან჻ საბრალოდ჻ შემომტირნა჻ ძლივ჻ სიტყუანი჻ გამოაგნა მითხრა჻ ღ~თმან჻ სიმგრგულე჻ ცისა჻ ჩუენთუის჻ რისხუით჻ წამოგრაგნა

488. ახლოს჻ მიველ჻ კვლაცა჻ ვჰკითხე჻ რაშიგან჻ ვართ჻ თქუი჻ მართალი კულავ჻ საბრალოდ჻ ამიტირდა჻ კვლა჻ მოედვა჻ ამით჻ ალი დიდხან჻ სიტყუა჻ ვერა჻ მითხრა჻ მისთა჻ ჭირთა჻ ნაათალი მკერდსა჻ წითლად჻ უღებავიდა჻ სისხლი჻ ღაწუთა჻ ნაწუეთალი