... (Q-779), XVIII ს.

217. მეფემან჻ და჻ დედოფალმან჻ მიმიყუანეს჻ შვილად჻ მათად საპატრონოდ჻ მზრდიდეს჻ სრულთა჻ ლაშქართა჻ და჻ ქუეყანათად ბრძენთა჻ მიმცეს჻ სასწავლელად჻ ჴელმწიფეთა჻ ქცევაქნათად მოვიწიფე჻ დავემსგავსე჻ მზესა჻ თუალად჻ ლომსა჻ ნაკუთად

218. ასმათ჻ მითხრობდი჻ რაცა჻ სცნა჻ ჩემგან჻ ამბობა჻ ცილისა ხუთისა჻ წლისა჻ შევიქენ჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ შლილისა ჭირად჻ არ჻ მიჩნდის჻ ლომისა჻ მოკლვა჻ მართ჻ ვითა჻ სილისა არა჻ ჰგავიდოდის჻ ფარსადანს჻ მისი჻ არასუმა჻ შვილისა

219. ნადიმსა჻ შიგან჻ მოყმენი჻ სიცილით჻ მომეგებნიან მოასპარეზე჻ მესროლთა჻ ღონე჻ ჩემგანვე჻ ძებნიან მებრძოლთა჻ შიგან჻ მებრძოლნი჻ ვერავინ჻ ვერ჻ შემებნიან თუით჻ შუბოსანი჻ ჩემებრი჻ არავინ჻ არ჻ ეგებნიან

220. მე჻ ხუთისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ დაორსულდა჻ დედოფალი ესე჻ რა჻ თქუა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ ცრემლით჻ ბრძანა჻ შობა჻ ქალი დაბნედასა჻ მიეწურა჻ ასმათ჻ ასხა჻ გულსა჻ წყალი თქუა მაშინვე჻ მზესა჻ ჰგუანდა჻ აწ჻ მედების჻ ვისგან჻ ალი

221. წიგნი჻ წიგნსა჻ ეცემოდა჻ დედოფალი჻ ოდეს჻ შობდა მოციქული მოციქულსა჻ ჰინდოეთი჻ სრულად჻ სცნობდა მზე჻ და჻ მთუარე჻ განსცხრებოდეს჻ სიხარულით჻ ცა჻ ნათობდა ყოვლი჻ არსად჻ შემოსრული჻ მხიარული჻ თამაშობდა

222. ასმათ჻ შენცა჻ ხარ჻ მოწამე჻ ჩემისა჻ ფერმიჴდილისა მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შუენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა იტყოდეს჻ ჩემი჻ მნახავნი჻ მსგავსია჻ ედემს჻ ზრდილისა აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა

223. ქება჻ არ჻ ითქუმის჻ ენითა჻ აწ჻ ჩემგან჻ ნაუბარითა ფარსადან჻ დაჯდა჻ ხარებად჻ ზეიმითა჻ და჻ ზარითა ყოვლგნით჻ მოვიდეს჻ მეფენი჻ ნიჭითა჻ მრავალგუარითა საჭურჭლე჻ გასცეს჻ აივსნეს჻ ლაშქარნი჻ საბოძვარითა

224. საშობელი჻ გაიყარა჻ ზრდა჻ დაგუიწყეს჻ მე჻ და჻ ქალსა მართ჻ მაშინვე჻ ჰგუანდა჻ იგი჻ მზისა჻ შუქთა჻ ნასამალსა უყუარდით჻ და჻ სწორად჻ უჩნდით჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა აწ჻ ვახსენებ჻ ვისგან჻ ჩემი჻ დაუდაგავს჻ გული჻ ალსა

225. ყმა჻ დაბნდა჻ რა჻ სახელისა჻ ხსენებასა჻ მიეწურა ავთანდილსცა჻ აეტირა჻ მისმან჻ ცეცხლმან჻ გულსა჻ ჰმურა ქალმან჻ სულად჻ მოაქცია჻ მკერდსა჻ წყალი჻ დააპკურა თქუა჻ ისმენდი჻ მაგრა჻ ჩემი჻ სიკუდილისა჻ დღე჻ დასტურა

226. მას჻ ქალსა჻ ნესტანდარეჯან჻ იყო჻ სახელად჻ ჴმობილი შუიდისა჻ წლისა჻ შეიქმნა჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი მთუარისა჻ მსგავსი მზისაგან჻ შუენებით჻ არშეფრობილი მისსა჻ ვით჻ გასძლებს჻ გაყრასა჻ გული჻ ალმასი჻ წდობილი

227. იგი჻ ასრე჻ მოიწიფა჻ მე჻ შემეძლო჻ შესულა჻ ომსა მეფე჻ ქალსა჻ ვით჻ ხედვიდა჻ მეფობისა჻ ქნისა჻ მწთომსა მამასავე჻ ჴელთა჻ მიმცეს჻ რა჻ შევიქენ჻ ამა჻ ზომსა ვბურთობდი჻ და჻ ვთამაშობდი჻ ვით჻ კატასა჻ ვჴოცდი჻ ლომსა

228. მეფემან჻ სახლი჻ ააგო჻ შიგან჻ სამყოფი჻ ქალისა ქვად჻ ბაზარი჻ სხდა჻ კუბო჻ დგა჻ იაგუნდისა჻ თუალისა პირსაა჻ ბაღჩა჻ და჻ საბანლად჻ სარაჯი჻ ვარდისწყალისა იგი჻ მუნ჻ იყვის჻ მედების჻ ვისგან჻ საჴუმილი჻ ალისა

229. დღე჻ და჻ ღამე჻ მუჯამრითა჻ ეკმევოდის჻ ალვა჻ თლილი ზოგჯერ჻ კოშკს჻ ჯდის჻ ზოგჯერ჻ ბაღჩას჻ ჩამოვიდის჻ რა჻ დგის჻ ჩრდილი დავარ჻ იყო჻ და჻ მეფისა჻ ქურივი჻ ქაჯეთს჻ გათხოვილი მას჻ სიბრძნისა჻ სასწავლელად჻ თვით჻ მეფემან჻ მისცა჻ შვილი

230. სრა჻ ედგა჻ მოფარდაგული჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა ვერვინ჻ ვხედევდით჻ შეიქმნა჻ პირითა჻ მინავარდითა ასმათ჻ და჻ ორნი჻ მონანი჻ ჰყუიან჻ იმღერდის჻ ნარდითა მუნ჻ იზრდებოდის჻ ტანითა჻ გაბაონს჻ განაზარდითა

231. თხუთმეტისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ მეფე჻ მზრდიდა჻ ვითა჻ შვილსა დღისით჻ ვიყუი჻ მას჻ წინაშე჻ გამიშვებდის჻ არცა჻ ძილსა ძალად჻ ლომსა჻ თვალად჻ მზესა჻ ტანად჻ ვგუანდი჻ ედემს჻ ზრდილსა სროლასა჻ და჻ ასპარეზსა჻ აქებდიან჻ ჩემგან჻ ქნილსა

232. რა჻ მინდორს჻ შვჯდი჻ ზარითა჻ ჴმა჻ იყო჻ ბუკთა჻ ცემისა თანა჻ მყუის჻ სპისა჻ სიმრავლე჻ მსგავსი჻ ფუტკრისა჻ რემისა ჭურეტად჻ ქალყმები჻ დაჯრილა჻ დგას჻ თემისა჻ და჻ თემისა ვინ჻ მნახის჻ ეყუის჻ ერთ჻ წლამდის჻ კუეხა჻ ნახუისა჻ ჩემისა

233. მოსრნის჻ მხეცნი჻ და჻ ნადირნი჻ ისარმან჻ ჩემგან჻ სრეულმან მერმე჻ ვიბურთი჻ მოედანს჻ მინდორით჻ შემოქცეულმან შევიდი჻ შევქმნი჻ ნადიმი჻ ნიადაგ჻ ლხინსა჻ ჩვეულმან აწ჻ საწუთროსა჻ გამყარა჻ პირმან჻ ბროლბალახშეულმან

234. მამა჻ მომიკვდა჻ მოვიდა჻ დღე჻ სიკუდილისა჻ მისისა ქნა჻ გაუცუდდა჻ ფარსადანს჻ ნიშატისა჻ და჻ ნიშისა მათ჻ გაეხარნეს჻ ვის჻ ზარი჻ დალევდის჻ მისგან჻ შიშისა ერთგულთა჻ შექნეს჻ ვაება჻ მტერთა჻ ჴსენება჻ იშისა

235. მე჻ წელიწდამდის჻ ბნელსა჻ ვჯე჻ საწუთროგაცუდებული დღისით჻ და჻ ღამით჻ ვვაებდი჻ ვერვისგან჻ სულდაღებული გაყუანად჻ ხასნი჻ მოვიდეს჻ მითხრეს჻ მეფისა჻ მცნებული ებრძანა჻ შვილო჻ ტარიელ჻ ნუ჻ ხარ჻ შავითა჻ ღებული

236. ჩუენ჻ უფრო჻ გუტკივის჻ იგი჻ ვინ჻ დაგუაკლდა჻ სწორად჻ თავისა ასი჻ ებოძა჻ საჭურჭლე჻ ებრძანა჻ აჰჴდა჻ შავისა ბოძება჻ მისეულისა჻ სრულისა჻ საკარგავისა შენ჻ გქონდეს჻ ამირბარობა჻ ქნა჻ მისვე჻ საურავისა