... (Q-779), XVIII ს.

313. შინა჻ მიველ჻ დაღრეჯილსა჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა თუალთათ჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმომჩქებდა ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვჰთქუი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა ჴელმან჻ ვარდი჻ რად჻ იჴელთა჻ რადგან჻ ასრე჻ ვერ჻ მოჰკრეფდა

314. შინა჻ მოველ჻ სევდიანი჻ არ჻ ნადიმად჻ ღვინოს჻ ვსმიდი წამ჻ წავიდი჻ სოფლისაგან჻ მადლი჻ ღ~თსა჻ შვსწირვიდი ვერცა჻ ვიჯდი჻ ვერცა჻ ვიდგი჻ არა჻ ვიცი჻ რასა჻ ვჰზმიდი თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ მეფისაკენ჻ წაცავიდი

315. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკუირვებულსა ასმათის჻ წიგნი჻ მომართუა჻ მე჻ მეტად჻ შეჭირვებულსა ეწერა჻ გიჴმობს჻ შენი჻ მზე჻ შენ჻ მისთუის჻ მოსურვებულსა მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ ბედით჻ ვებულსა

316. მიამა჻ უფრო჻ გავხელდი჻ საქმისა჻ მიუმხუდარია მადლი჻ შევჰკადრე჻ უფალსა჻ ვიაჯე჻ ზეენარია მზესა჻ ვეშაპი჻ შეიპყრობს჻ მე჻ მისად჻ მსგავსად჻ ვარია დავაგდე჻ სრისა჻ ალაგი჻ ბაღისა჻ ვლაჴე჻ არია

317. ვითა჻ მმართებდა჻ ეგზომი჻ რამცა჻ ვით჻ გავიხარეო შეღამდა჻ წაველ჻ ბაღისა჻ მე჻ კარი჻ შევიარეო სად჻ ასმათ჻ პირველ჻ მენახა჻ მუნვე჻ ჩნდა჻ მდგომიარეო სიცილით჻ მითხრა჻ წამოვლე჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთუარეო

318. შემავლო჻ სახლი჻ ნაგები჻ კეკლუცად჻ ბანისბანითა გამოჩნდა჻ მთუარე჻ ნათლითა჻ გარე჻ შუქმონავანითა ფარდაგსა჻ შიგან჻ მჯდომარე჻ შესამოსლითა჻ მწუანითა საკუირველი და჻ ღარიბი჻ უცხო჻ პირითა ტანითა

319. შევე჻ წავდეგ჻ ნოხთა჻ პირსა჻ მე჻ დამიწყო჻ ცეცხლმან჻ შრეტად გულსა჻ ბნელი჻ გამინათლდა჻ ზედა჻ ლხინი჻ ადგა჻ სუეტად მას჻ ბალიში჻ შემოეგდო჻ მზისა჻ შუქსა჻ სჯობდა჻ მეტად ჩემგან჻ პირსა჻ იფარვიდა჻ აიხედის჻ წამსა჻ ჭურეტად

320. უბრძანა჻ თუ჻ მოაჴსენე჻ ასმათ჻ დაჯდეს჻ ამირბარსა მან჻ ბალიში჻ დამართებით჻ დადვა჻ მას჻ მზედ჻ საქებარსა დავჯე჻ მივსცენ჻ გულსა჻ ლხინი჻ საწუთროსა჻ დამგმობარსა მიკუირს჻ სულნი჻ რადღა჻ მიდგან჻ ვიტყუი჻ მისგან჻ ნაუბარსა

321. მიბრძანა჻ ძუღან჻ გეწყინა჻ გაშვება჻ უუბარისა მზემან჻ გაყრითა჻ დაგაჭკნე჻ ვითა჻ ყუავილი჻ ბარისა გაგსჯიდა჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა მაგრა჻ ჴამს჻ ჩემგან჻ სირცხუილი჻ და჻ რიდი჻ ამირბარისა

322. თუცა჻ მართებს჻ დედაკაცსა჻ მამაცისა჻ დიდი჻ კრძალვა მაგრა჻ მეტი჻ უარეა჻ არა თქუმა჻ და჻ ჭირთა჻ მალვა მე჻ თუ჻ ზეპირ჻ მიცინია჻ ქუე ქუე჻ მითქუამს჻ იდუმალ჻ ვა ძუღან჻ ქალი჻ გამოვგზავნე჻ ვქენ჻ მართლისა჻ შემოთუალვა

323. ერთმანერთისა჻ მას჻ აქათ჻ რაცა჻ ორთავე჻ ვიცითა აწცა჻ მიცოდი჻ საშენოდ჻ მითვე჻ პირითა჻ მტკიცითა ამას჻ შევსჯერდი჻ დიდითა჻ ზენარითა჻ და჻ ფიცითა გეცრუვო჻ ღ~თნ჻ მიწა჻ მქმნას჻ ნუმცა჻ ცხრითავე჻ ვზი჻ ცითა

324. აწ჻ შეები჻ ხატაელთა჻ ილაშქრე჻ და჻ ინაღირე ღ~თნ჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯუოს჻ მორჭმულიმცა჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე მაგრა჻ რა჻ ვქნა჻ კვლაცა჻ ნახუა჻ მომხუდებოდეს჻ შენი჻ ვირე გული჻ მომეც჻ გაუყრელად჻ ჩემი჻ შენთუის჻ დაიჭირე

325. მოვაჴსენე჻ არ჻ მეწყალვის჻ თავი჻ შენთუის჻ დასაწველად მაგრა჻ რადგან჻ დამარჩინე჻ არ჻ გამოსჩნდი჻ ჩემად჻ მკულელად შენ჻ სინათლედ჻ თუალთა჻ ჩემთათ჻ მიჩნდე჻ მზეებრ჻ სანახველად აწ჻ შევება჻ ხატაელთა჻ მუნ჻ გამოვჩნდე჻ ლომი჻ ქუელად

326. მიბრძანეთ჻ მიჴმეთ჻ გიახელ჻ ბაღსა჻ ვრგო჻ მარგალიტები ტურფამან჻ წარბი჻ ახარა჻ ტარიელ჻ რას჻ იჭურიტები წელს჻ ვარდი჻ ძუირად჻ მოსრულა჻ შენგან჻ არ჻ მოვიწყვიტები თაფლისა჻ ნაცულად჻ ნაღველმან჻ გულსა჻ შემიკრა჻ ფიტები

327. ხატაელმან჻ წიგნი჻ მკადრა჻ და჻ პასუხი჻ მართებს჻ ვითა ლაყბიანი჻ საუკადრო჻ დაწერილი჻ ილათითა მეფე჻ შენი჻ სადათ჻ გუიცნობს჻ რად჻ გარისხდა჻ ჩუენთუის჻ ვითა კულავ჻ სოფელი჻ ლხინთა჻ ნაცულად჻ ბოლოდ჻ მოჰკრეფს჻ სიავითა

328. აწ჻ რასაცა჻ მე჻ მაღირსებ჻ ჴორციელი჻ არვინ჻ ღირსა მოწყალება჻ იჩქითია჻ ღ~თსა჻ ამად჻ არ჻ მკუირსა შენთა჻ შუქთა჻ შემომადგამ჻ გულსა჻ ბნელსა჻ ზედა჻ ჭუირსა შენი჻ ვიყო჻ სადამდისცა჻ დამიყოფდეს჻ მიწა჻ პირსა

329. ზედა჻ წიგნსა჻ საფიცარსა჻ შეჰვფიცე჻ და჻ შემომფიცა მისგან჻ ჩემი჻ სიყუარული჻ ამით჻ უფრო჻ დაამტკიცა უშენოსა჻ მოწონება჻ ვისიცაო჻ გულსა჻ მიცა ღ~თი჻ მომკლავს჻ ამას჻ იქით჻ თავსა჻ ვეტყვი჻ ამას჻ ვსწურთიცა

330. დავჰყავ჻ ხანი჻ მას჻ წინაშე჻ სიტყუანიცა჻ ტკბილნი჻ ვთქუენით ვჭამეთ჻ ამო჻ ხილი჻ რამე჻ ერთმანერთსა჻ ვეუბენით მერე჻ ავდექ჻ წამოსავლად჻ ტირილით჻ და჻ ცრემლთა჻ დენით მისთა჻ შუქთა჻ შუენებანი჻ ნათლად჻ მადგეს჻ გულსა჻ ფენით

331. მეძნელებოდა჻ სიშორე჻ მისი჻ ბროლბალახშმინისა მე჻ გამიახლდა჻ სოფელი჻ მქონდა჻ სიმრავლე჻ ლხინისა ჩემად჻ ჩნდა჻ იგი჻ სინათლე჻ ეთერით჻ მზედ჻ ნაჩინისა აწ჻ მიკუირს჻ მისსა჻ გამყრელსა჻ გული჻ მიც჻ კლდისა჻ ტინისა

ტარიელისაგან჻ ხატაეთს჻ წასულა჻ დასაჭირავად და჻ საომრად