... (Q-779), XVIII ს.

430. დედოფალმან჻ თქუა჻ ხუარაზმშა჻ მეფეა჻ მორჭმით჻ მჯდომელი მათსამცა჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ ჩუენთუის჻ სხუა჻ სჯობდა჻ რომელი შეცილებამცა჻ ვით჻ ჰკადრა჻ რადგან჻ თვით჻ იყო჻ მდომელი მოწმობა჻ დავრთე჻ დაესკუნა჻ დღე჻ ჩემი჻ სულთა჻ მჴდომელი

431. გაგზავნეს჻ კაცი჻ ხუარაზმშას჻ წინა჻ შვილისა჻ მთხოველი შესთუალეს჻ გაჴდა჻ უმკვიდროდ჻ სამეფო჻ ჩუენი჻ ყოველი არს჻ ერთი჻ ქალი჻ საძეო჻ არ჻ კიდევ჻ გასათხოველი თუ჻ მოგუცემ჻ შვილსა჻ სამისოდ჻ სხუასა჻ ნუღარას჻ მოელი

432. კაცი჻ მოვიდა჻ აევსო჻ ჯუბაჩითა჻ და჻ რიდითა გახარებოდა჻ ხუარაზმშას჻ სიხარულითა჻ დიდითა ებრძანა჻ მოგვხუდა჻ ღმრთისაგან჻ ჩუენ჻ რომე჻ ვინატრიდითა თვით჻ მაგისებრსა჻ შვილსამცა჻ ჩუენ჻ ჴელსა჻ რასა჻ ვჰჴდიდითა

433. კულა჻ გაგზავნეს჻ სხუანი჻ კაცნი჻ სასიძოსა჻ მოყვანებად დაავედრეს჻ თუ჻ ნუ჻ აყოვნებთ჻ მოდით჻ ჩუენად჻ ნაბრძანებად მე჻ მაშვრალი჻ ნაბურთალი჻ საწოლს჻ შეველ჻ მოსვენებად გულსა჻ სევდა჻ შემეყარა჻ ვიწყე჻ ჭირთა჻ მოპოვნებად

434. მეტმან჻ სევდამან჻ მიმწურა჻ გულსა჻ დაცემად჻ დანისად ასმათის჻ მონა჻ შემოდგა჻ შევჯე჻ ლაღი჻ და჻ ჯანი჻ სად წიგნი჻ მომართუა჻ ეწერა჻ ვინ჻ სჩან჻ ალვისა჻ ტანისად ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ დაუყოვნებლად჻ ხანისად

435. შევჯე჻ წაველ჻ ბაღჩას჻ მიველ჻ ვითა჻ სცნობდენ჻ ლხინთა჻ ზომით ბაღჩა჻ შევლე჻ კოშკი჻ დამხუდა჻ ასმათ჻ ვნახე჻ ძირსა჻ დგომით ვნახე჻ ვსჭურეტდი჻ ნატირებად჻ ცრემლი჻ აჩნდა჻ ღაწუთა჻ წთომით დამიმძიმდა჻ არა჻ ვჰკითხე჻ ჩემი჻ სჭირდა჻ მისლუა჻ ნდომით

436. იგი჻ ვნახე჻ დაღრეჯილი჻ ესე჻ მეტად჻ დამიმძიმდა ვითა჻ წინას჻ შემამცინის჻ აღარ჻ ეგრე჻ გამიღიმდა ყოლა჻ სიტყუა჻ არ჻ მამიგო჻ ოდენ჻ ცრემლთა჻ გარდმოსწუიმდა ამით჻ უფრო჻ დამაწყლულა჻ არა჻ წყლულთა჻ მიაქიმდა

437. ჩემნი჻ ერთნი჻ გონებანი჻ მეტად჻ შორად჻ გამიკიდნა შინა჻ კოშკად჻ შემიყუანა჻ ფარდაგსაცა჻ ამიზიდნა შეველ჻ ვნახე჻ იგი჻ მთუარე჻ ჭირმან჻ ყოვლმან჻ უკუმრიდნა გულსა჻ შუქნი჻ შემომადგა჻ მაგრა჻ გული჻ არ჻ დამიდნა

438. იყო჻ არ჻ ნათლად჻ ნათელი჻ ფარდაგსა჻ შემომდგომელი ებურა჻ მოშლით჻ პიროქრო჻ მე჻ მივეც჻ რიდე჻ რომელი მითვე჻ მწუანითა჻ უებრო჻ მიწოლით჻ ტახტსა჻ მჯდომელი ცრემლისა჻ ღუარსა჻ მოეცვა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი

439. ქუე჻ წვა჻ ვით჻ კლდისა჻ ნაპრალსა჻ ვეფხი჻ პირგამეხებული არცა჻ მზე჻ ჰგუანდა჻ არც჻ მთუარე჻ ხე჻ ალვა჻ ედემს჻ ხებული ასმათმან჻ დამსვა჻ შორს გუარად჻ გულსა჻ მე჻ ლახვარხებული მერმე჻ წამოჯდა჻ წარბშერჭუმით჻ გამწყრალი჻ გამეხებული

440. მიბრძანა჻ მიკუირს჻ რად჻ მოხველ მშლელი჻ პირისა჻ მტკიცისა გამწირავი჻ და჻ მუხთალი჻ შენ჻ გამტეხელი჻ ფიცისა მაგრა჻ ნაცვალსა჻ პატიჟსა჻ მიგცემსო჻ ზენამ იცისა ვჰკადრე჻ რა჻ გკადრო჻ პასუხი჻ მის჻ ჩემგან჻ მე჻ უიცისა

441. ვთქუი჻ პასუხსა჻ ვერას჻ გკადრებ჻ თუ჻ არა჻ ვსცნობ჻ მე჻ მართალსა რა჻ შეგცოდე჻ რა჻ მიქნია჻ უცნობოსა჻ ფერნამკრთალსა კულაცა჻ მითხრა჻ რას჻ გეუბნო჻ მტყუვანსა჻ და჻ შენ჻ მუხთალსა დიაცურად჻ რად჻ მოვღორდი჻ მე჻ დაუწუავ჻ ამით჻ ალსა

442. შენ჻ არ჻ იცი჻ ხუარაზმშასი჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყვანება შენ჻ ჯდომილხარ჻ სავაზიროდ჻ შენი჻ რთულა჻ ამას჻ ნება შენ჻ გასტეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება ღ~ნ჻ ქნას჻ და჻ დაგირჩინა ცუდად჻ შენი჻ ჴელოვნება

443. გაჴსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ჰაი ზმიდი჻ ცრემლნი჻ შენნი჻ ველთა჻ ბანდეს მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნი჻ წამალთყე჻ მოგიტანდეს მამაცისა჻ სიცრუვეთა჻ ნეტარ჻ სხუანი჻ რამცა჻ ჰგუანდეს რადგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინძი჻ უფრო჻ დაზიანდეს

444. ამას჻ ვბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ჰინდოეთსა ეგრეც჻ მე჻ მაქუს჻ პატრონობა჻ უგზოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზეთსა ეგე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წა჻ მომცთარხარ჻ მოსაცეთსა აზრნი჻ შენნი჻ შენვე჻ გგვანან჻ ტყუვანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა

445. ცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ჰინდოეთს჻ ღმერთო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ჴორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო სხუა჻ ჩემებრი჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ჴელი჻ აჰყო ესე჻ სიტყუა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ატირდა჻ სულთქვნა჻ აჰყო

446. თქუა჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტისმეტად კულავ჻ მიეცა჻ თუალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრე჻ მჭურეტად აწ჻ დავჰკარგე჻ რად჻ არ჻ გიკუირს჻ რად჻ ცოცხალვარ჻ რად჻ ვარ჻ რეტად ვაი სოფელო჻ უხანოო჻ რად჻ ჰზი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხურეტად

447. შევხედენ჻ ვნახე჻ სასთუნალს჻ მუსაფი჻ გაშლით჻ მდებარე ავდეგ჻ ავიღე჻ მე჻ ღ~თისა჻ და჻ მერმე჻ მე჻ მათი჻ მქებარე ვჰკადრე჻ თუ჻ მზეო჻ დაგიწუავს჻ ჩემიცა჻ დაწუი჻ მზე჻ ბარე რადგან჻ არ჻ მომკალ჻ პასუხი჻ ერთია჻ გკადრო჻ მე჻ ბარე

448. რომე჻ გკადრებ჻ ესე჻ სიტყუა჻ აწ჻ თუ჻ ცუდად჻ ნალიქნია ცამცა჻ მრისხავს჻ მზისა჻ შუქნი჻ ყოლა჻ ჩემთუის჻ ნაშუქნია თუ჻ მაღირსებ჻ განკითხვასა჻ ავი჻ არა჻ არ჻ მიქნია მან჻ მიბრძანა჻ რაცა჻ იცი჻ თქუიო჻ თავი჻ დამიქნია

449. კვლაცა჻ ვჰკადრე჻ მეთუ჻ მზეო჻ თქვენთუის჻ ფიცი჻ გამეტეხოს ღ~თნ჻ აწვე჻ რისხუა჻ მისი჻ ზეცით჻ ჩემთუის჻ გაამეხოს ვისი჻ გინდა჻ უშენოსა჻ პირი჻ მემზოს჻ ტანი჻ მეხოს მაშა჻ მაშინ჻ რაგუარ჻ დავრჩე჻ რა჻ ლახუარი჻ გულსა჻ მეხოს