... (Q-779), XVIII ს.

450. მე჻ მეფეთა჻ დარბაზს჻ მიჴმეს჻ შექნეს჻ დიდი჻ ვაზირობა მათ჻ წინასვე჻ დაეპირა჻ იმა჻ ყმისა჻ შენი჻ ქმრობა დამეშალა჻ ვერ჻ დავშლიდი჻ დამრჩებოდა჻ უმეცრობა თავსა უთხარ჻ მიემოწმე჻ ჟამად჻ გიჯობს჻ გულმაგრობა

451. მემცა჻ დაშლა჻ ვითა჻ ვჰკადრე჻ რათგან჻ იგი჻ ვერ჻ მიმხუდარა არ჻ იტყუის჻ თუ჻ ჰინდოეთი჻ უპატრონოდ჻ არ჻ მომჴდარა ტარიელ჻ არს჻ მემამულე჻ სხუასა჻ ჰმართებს჻ არად჻ არა ვის჻ მოიყუანს჻ არა჻ ვიცი჻ ანუ჻ იგი჻ ვინ჻ მომცდარა

452. ვთქუი჻ ამითა჻ ვეღარას჻ ვიქ჻ ღონე჻ სხუარა჻ მოვიგვარო თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოგიცავ჻ გონებაო჻ მრავალგვარო მედვა჻ გული჻ მჴეცისაებრ჻ ათასჯერცა჻ მინდორს჻ ვარო ვისმცა჻ მივეც჻ თავი჻ შენი჻ შენვე჻ რად჻ მე჻ არ჻ წამგვარო

453. სულთა჻ ვჰრყიდი჻ გულისათუის჻ კოშკი჻ ამად჻ გამებაზრა იგი჻ წუიმა჻ დარენელდა჻ რომე჻ პირველ჻ ვარდი჻ აზრა ვნახე჻ ძოწსა჻ მარგალიტი჻ გარე჻ ტურფად჻ მოემაზრა მიბრძანა჻ თუ჻ ეგე჻ საქმე჻ მემცა჻ მართლად჻ რად჻ მიაზრა

454. არ჻ დავიჯერებ჻ მე჻ შენსა჻ ღალატსა჻ ორგულობასა უვარის჻ ქნასა჻ ღ~თისასა჻ ამისთვის჻ არ჻ მადლობასა იაჯდი჻ თავსა჻ ჩემსა჻ და჻ მორჭუმით჻ ჰინდოეთს჻ ფლობასა მე჻ და჻ შენ჻ ვიჯდეთ჻ ჴელმწიფედ჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სიძესძლობასა

455. მე჻ ღ~ისაებრად჻ მომიტკბა჻ გამწყრალი჻ გამქისებული ანუ჻ მზე჻ იყო჻ ქუეყანად჻ ან჻ მთუარე჻ პირგავსებული ახლოს჻ დამისვა჻ მაღირსა჻ აქამდის჻ არ ღირსებული მეუბნებოდა჻ დამივსო჻ ცეცხლი჻ ამითა჻ გზებული

456. მიბრძანა჻ თუ჻ გონიერი჻ ჴამს჻ აროდეს჻ არ჻ აჩქარდეს რაცა჻ სჯობდეს჻ მოაგუაროს჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდეს თუ჻ სასიძო჻ არ჻ მოუშვა჻ ვა჻ თუ჻ მეფე჻ გაგიმწარდეს შენ჻ და჻ ისი჻ წაიკიდოთ჻ ჰინდოეთი჻ გარდაჰქარდეს

457. კულა჻ თუ჻ სიძე჻ შემოუშვა჻ მე჻ შემირთავს჻ იყოს჻ ასდენ ერთმანერთსა჻ გავეყარნეთ჻ ძოწეულნი჻ გაგუიფლასდენ მათ჻ მორჭმულთა჻ მოივლინონ჻ ჩუენ჻ პატიჟნი჻ გაგუიასდენ ესე჻ ამბვად჻ არ჻ ეგების჻ რომე჻ სპარსნი჻ გაგუიხასდენ

458. მე჻ ვჰკადრე჻ ღ~თნ჻ აშოროს჻ მის჻ ყმისა჻ შენი჻ ქმარობა რა჻ შემოვიდენ჻ ჰინდოვეთს჻ შევიგნა჻ მათი჻ გმირობა უჩუენო჻ ჩემი჻ ძალგული჻ და჻ ჩემი჻ მეომარობა ასრე჻ დავჰჴოცნე჻ შეეძლოს჻ აღარა჻ არსაჴმარობა

459. მიბრძანა჻ თუ჻ ჴამს჻ დიაცი჻ დიაცურად჻ საქმე჻ დედლად დიდსა჻ სისხლსა჻ ვერ჻ შეგაქნევ჻ ვერ჻ ვიქმნები჻ შუვა჻ კედლად რა჻ მოვიდეს჻ სიძე჻ მოკალ჻ მისთა჻ სპათა჻ აუწყუედლად ქნა჻ მართლისა჻ სამართლისა჻ ხესა჻ შეიქს჻ ჴმელსა჻ ნედლად

460. ასრე჻ ჰქენ჻ ჩემო჻ ლომო჻ და჻ მჯობო჻ ყოველთა჻ გმირთაო მიპარვით჻ მოკალ჻ სასიძო჻ ლაშქართა჻ ნუ჻ მოირთაო მისთა჻ სპათაცა჻ ნუ჻ დაჰჴოც჻ ზროხათა჻ ვითა჻ ვირთაო დიადი჻ სისხლი჻ უბრალო჻ კაცმანცა჻ ვით჻ იტვირთაო

461. იგი჻ რა჻ მოჰკლა჻ ეუბენ჻ პატრონსა჻ ჩემსა჻ მამასა ჰკადრე჻ თუ჻ სპარსთა჻ ვერა჻ ვიქ჻ ჰინდოეთისა჻ ჭამასა ჩემია჻ მკუიდრი჻ მამული჻ არ჻ მივსცემ჻ არცა჻ დარასა არ჻ დამეჴსნები჻ გაგიჴდი჻ ქალაქსა჻ ვითა჻ ტრამასა

462. ჩემი჻ ყოლა჻ ნურა჻ გინდა჻ სიყუარული჻ არცა჻ ნდომა ამით჻ უფრო჻ მოგეცემის჻ სამართლისა჻ შენ჻ მოჴდომა ქნას჻ მეფემან჻ ყელმოტეხით჻ შემოხვეწა჻ შემოკდომა ჴელთა჻ მოგცეს჻ თავი჻ ჩემი჻ შეგვფეროდეს჻ ერთგან჻ სხდომა

463. ესე჻ მეტად჻ მომეწონა჻ თათბირი჻ და჻ გამორჩევა ჩემთა჻ მტერთა჻ დავაცადე჻ დასაჴოცლად჻ ჴრმლისა჻ ქნევა მერმე჻ ავდეგ჻ წამოსავლად჻ მან჻ დამიწყო჻ ქუევა჻ წუევა მწადდა჻ მაგრა჻ ვერ჻ შევმართე჻ შეჭიდება჻ შემოხუევა

464. ხანი჻ დავჰყავ჻ გავეყარე჻ მაგრა჻ გავჰჴე჻ ვითა჻ ხელი ასმათ჻ წინა჻ წამომიძღუა჻ ჩამდიოდა჻ ცრემლი჻ ცხელი ჭირი჻ ბევრჯელ჻ ვაათასე჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაერთხელი მერმე჻ წასლვა჻ არა჻ მწადდა჻ ამად჻ მივალ჻ არ჻ ფიცხელი

465. გარე჻ ვაქციე჻ ასმათი჻ მუნ჻ ჩემი჻ ჩამოყოლილი ღამით჻ უჭვრეტდი჻ ვარსკვლავთა჻ მე჻ საწოლს჻ ვერ჻ დაწოლილი გულსა჻ დამესვის჻ ლახუარი჻ შავთა჻ წამწამთა჻ სროლილი მისმან჻ შუქმან჻ დამალურჯა჻ დამალება჻ დამდვა჻ წყლული

466. მოვიდა჻ კაცი჻ სასიძო჻ მოვაო჻ მოსლვა჻ გვახარა მაგრა჻ თუ჻ ღ~თი჻ რას჻ უზამს჻ არა჻ იცოდა჻ გლახ჻ არა მეფესა჻ მიხუდა჻ სიამე჻ არ჻ სიტყუა჻ ივაგლახა჻ რა მიბრძანა჻ ახლოს჻ მიმისვა჻ მოდიო჻ თავი჻ დახარა

467. მიბრძანა჻ ჩემთუის჻ ესე჻ დღე჻ ლხინი჻ და჻ სიხარულია გარდავიჴადოთ჻ ქორწილი჻ ჴამს჻ ვითა჻ დასასრულია კაცი჻ გავგზავნოთ჻ მოვიღოთ჻ ყოვლგნით჻ საჭურჭლე჻ სრულია჻ უხვად჻ გავსცემდეთ჻ ვავსებდეთ჻ სიძუნწე჻ უმეცრულია

468. მე჻ გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ კაცნი჻ საჭურჭლეთა჻ წამომხმელნი სასიძოცა჻ მოგუივიდა჻ იყუნეს჻ ხანსა჻ არდამზმელნი შიგნით჻ ჩუენნი჻ გაეგებეს჻ გარეთ჻ მოდგეს჻ ხუარაზმელნი მათ჻ ლაშქართა჻ ერთგან჻ მყოფთა჻ ვერ჻ იტევდეს჻ ვერცა჻ ველნი

469. მეფემან჻ ბრძანა჻ მოკაზმეთ჻ კარვითა჻ მოედანია გამოისუენოს჻ სიძემან჻ დაყოს჻ ცოტაი჻ ხანია მუნ჻ მისად჻ ნახვად჻ გავიდენ჻ უშენოდ჻ სხუანი჻ სპანია შენ჻ აქა჻ ნახენ჻ კმარიან჻ იქა჻ ნახვისად჻ კმანია