... (Q-779), XVIII ს.

295. ასმათი჻ მეუბნებოდა჻ უშიშრად჻ არ჻ მეკრძალოდა ჩემი჻ რა჻ გითხრა჻ რა჻ ვიყავ჻ ლხინი჻ რად჻ დამეთვალვოდა გული჻ მი჻ და჻ მო჻ მიარდა჻ ჰკრთებოდა჻ და჻ მემალოდა მით჻ პირი჻ ჩემი჻ გაბროლდა჻ და჻ ღაწუი჻ გამელალვოდა

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი:

296. თუალთა჻ დავიდევ჻ უსტარი჻ მე჻ მისგან჻ მონაწერია პასუხად჻ ვსწერდი჻ მთუარეო჻ შენმცა჻ მზე჻ ვით჻ მოგერია მე჻ ღ~თნ჻ იგი჻ ნუ჻ მომცეს჻ რაც჻ არა჻ შენი჻ ფერია სიზმრად჻ მგონია჻ დარჩომა჻ ჩემი჻ ვერ჻ დამიჯერია

297. ასმათს჻ უთხარ჻ მე჻ პასუხსა჻ ამის჻ მეტსა჻ ვერ჻ მივხუდები ესე჻ ჰკადრე჻ რათგან჻ მზეო ნათლად ჩემთუის჻ ამოჰხდები აჰა჻ მკუდარი჻ გამაცოცხლე჻ ამას჻ იქით჻ აღარ჻ ვბნდები რასაცაღა჻ სამსახურსა჻ ვჰტყუვი჻ თუღა჻ ვერიდები

298. ასმათ჻ მითხრა჻ მე჻ მიბრძანა჻ ესე჻ ვქნათო჻ ესე჻ სჯობდეს ვინცა჻ გნახოს჻ ჩემგან჻ მისსა჻ საუბარსა჻ ვერა჻ სცნობდეს ჩემად჻ ნახვად჻ მოვიდოდეს჻ შენ჻ ვითამცა჻ გაშიკობდეს დაცამვედრა჻ ამირბარსა჻ უთხარ჻ ასრე჻ ნამუსობდეს

299. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ სიბრძნე჻ გულისა჻ მისისა მისი჻ მზესაცა჻ რიდება჻ ჰქონდის჻ ნახუისა჻ მისისა მისგან჻ მომეცა჻ მოსმენა჻ არ჻ საუბრისა჻ მქისისა ვისთა჻ შუქთაგან჻ უკუნსა჻ ჰგუანდის჻ სინათლე჻ დღისისა

300. ასმათს჻ მოვართუი჻ რჩეული჻ თუალი჻ ოქროსა჻ ჯამითა მან჻ მითხრა჻ არა჻ არ჻ მინდა჻ ვარ჻ გამაძღარი჻ ამითა ერთი჻ აიღო჻ ბეჭედი჻ მართ჻ აწონილი჻ დრამითა ესე჻ კმა჻ ნიშნად჻ სავსე჻ ვარ჻ სხუად჻ ჴელის჻ შესაბამითა

301. ქალი჻ ადგა჻ წამოვიდა჻ მე჻ ლახუართა჻ გულსა჻ მრიდეს ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ დაშრტეს჻ ცეცხლნი჻ რომე჻ მწუიდეს შეველ჻ დავჯე჻ ნადიმადვე჻ ჩემნი჻ სწორნი჻ სადა჻ სუმიდეს მხიარულმან჻ საბოძვარი჻ გავეც჻ ზამი჻ გაადიდეს

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

302. კაცი჻ იჴმო჻ გასაგზავნლად჻ ეუბნების჻ უბრძანებსა უთხრა჻ იცნობ჻ ვინცა჻ უწინ჻ ჩუენთუის჻ ჴრმალნი჻ მისცნეს჻ ნებსა რად჻ შესცულიან჻ ჭკუა჻ ცნობა჻ ვარდის჻ ნაცვლად჻ ძეძვს჻ რად჻ ჰკრებსა ჩუენი჻ ბაჟი჻ დაიკიდოს჻ მოიღებდეს჻ ჩუენს჻ წინ჻ ზღუნებსა

303. გავგზავნე჻ კაცი჻ ხატაეთს჻ და჻ წიგნი჻ ჩემაგიერი მივსწერე჻ მეფე჻ ინდოთა჻ არისმცა჻ ღმრთულებრ჻ ძლიერი მათი჻ ერთგული჻ გაძღების჻ ყოველი჻ სული჻ მშიერი ვინცა჻ ურჩ჻ ექმნას჻ იქმნების჻ თავისა჻ არ჻ მადრიერი

304. ჩვენნო჻ ძმანნო჻ და჻ პატრონნო჻ თქუენგან჻ არ჻ გავიმწარებით ესე჻ რა჻ ნახოთ჻ ბრძანება჻ აქამცა჻ მოიარებით თქუენ჻ თუ჻ არ჻ მოხუალთ჻ ჩუენ჻ მოვალთ჻ ზედა჻ არ჻ მოგეპარებით სჯობს჻ რომე჻ გუნახნეთ჻ თავისა჻ სისხლთა჻ ნუ჻ ეზიარებით

305. კაცნი჻ გავგზავნენ჻ მე჻ გულსა჻ მომეცა჻ უფრო჻ ლხინები დარბაზს჻ ვიშუებდი჻ დამევსო჻ ცეცხლი჻ წვად჻ მოუთმინები მაშინ჻ სოფელმან჻ საწუთრო჻ მიუხვის჻ რაცა჻ ვინები აწ჻ ხელმქმნა჻ რომე჻ საახლოდ჻ მჴეცთაცა჻ მოვეწყინები

306. პირველ჻ გაჭრისა჻ პირება჻ მერმე჻ დასწყნარდეს჻ ცნობანი ჩემთა჻ სწორთაგან჻ იყუნიან჻ ჩემს჻ წინა჻ ნადიმობანი მაგრა჻ დამშლიდეს჻ ლხინთაგან჻ სურვილთა჻ დიადობანი ზოგჯერ჻ შემცვიან჻ სევდათა჻ ვჰთქვენი჻ საწუთროს჻ გმობანი

307. დღესა჻ ერთსა჻ საწოლს჻ მოვე჻ მეფისა჻ სრით჻ წამოსრული ვჯე჻ და჻ მასვე჻ ვიგონებდი჻ არ჻ მიეცა჻ თუალთა჻ რული წიგნი჻ მქონდა჻ საიმედო჻ ამად჻ ვიყავ჻ მხიარული კარსა჻ მცველმან჻ მონა჻ უჴმო჻ უთხრა჻ რამე჻ დაფარული

308. მონააო჻ ასმათისი჻ საწოლს჻ ვუთხარ჻ შემოყვანა მოეწერა჻ გიბრძანებსო჻ ვისი჻ მესვა჻ გულსა჻ დანა ლხინმან჻ ბნელი჻ გამინათლა჻ ამიფოლხუდა჻ ჯაჭუთა჻ მანა წაველ჻ მონა჻ წავიტანე჻ რამცა჻ ვუთხარ჻ ამისთანა

309. ბაღჩა჻ შევვლე჻ არა჻ დამხუდა჻ კაცი჻ ჩემი჻ მოუბნარი ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ მხიარული჻ მოცინარი მითხრა჻ ვაშად჻ ამოგიღე჻ არ჻ გასუია჻ გულსა჻ ნარი მოდი჻ ნახე჻ ვარდი჻ შენი჻ უფრჭუნელი჻ დაუმჭნარი

310. ამიგდო჻ ქალმან჻ ფარდაგი჻ მძიმე჻ თავისა჻ ძალითა სადა჻ დგა჻ კუბო჻ შემკული჻ ბალახშითა჻ და჻ ლალითა შიგან჻ ჯდა჻ იგი჻ პირითა჻ მზისაებრ჻ ელვამკრთალითა მე჻ შემომხედნის჻ ლამაზად჻ მის჻ მელნის჻ ტბისა჻ თუალითა

311. დიდხან჻ ვდეგ჻ და჻ არა჻ მითხრა჻ სიტყუა჻ მისსა჻ მონასურსა ოდენ჻ ტკბილად჻ შემომხედის჻ ვითამცა჻ რა჻ შინაურსა ასმათ჻ უჴმო჻ მოიუბნეს჻ ქალი჻ მოდგა჻ მითხრა჻ ყურსა აწ჻ წადიო჻ ვერას჻ გითხრობს჻ მე჻ კულა჻ მიმცა჻ ალმან჻ მურსა

312. ასმათ჻ გამომყუა჻ წამოველ჻ ფარდაგი჻ გამოვიარე ვჰთქუი჻ საწუთროო჻ ვის჻ წეღან჻ გული჻ დარმანთა჻ მიარე მაშინ჻ მოგეცა჻ იმედი჻ ლხინი჻ რად჻ გამიზიარე გულმან჻ გაყრისა჻ სიძნელე჻ კულა჻ უფრო჻ დამიტიარე