... (Q-779), XVIII ს.

276. გულსა჻ ვარქვი჻ თუ჻ ლახუარნი჻ ეგრე჻ ვით჻ დაგაღონებენ ამირბარი჻ ვარ჻ ჴელმწიფე჻ სრულად჻ ჰინდონი჻ მმონებებ აზრად჻ შეიქმან჻ საქმესა჻ ათასჯერ჻ შეაწონებენ თუ჻ შეიგებენ჻ მე჻ მათთა჻ არეთა჻ არ჻ მარონებენ

277. კაცი჻ მოვიდა჻ მეფისა჻ სწადსო჻ ამბვისა჻ სმინება მოყუანა჻ ვუთხარ჻ ებრძანა჻ ქნაცა჻ სისხლისა჻ დინება მე჻ ვჰკადრე჻ ჴელი჻ გავიჴსენ჻ დამიწყო჻ მოჯობინება წინაშე჻ მოვალ჻ ამისთუის჻ კულა჻ უფრო჻ მმართებს჻ ლხინება

278. დარბაზს჻ მიველ჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ამის჻ მეტსა჻ ნუ჻ იქ჻ აბა ცხენსა჻ შემსვა჻ უკაპარჭო჻ წელთა჻ არა჻ არ჻ შემაბა შეჯდა჻ ქორნი჻ მოუტივნა჻ დურაჯები჻ დაინაბა მშვილდოსანნი჻ გასაგანნა჻ იტყოდიან჻ შაბაშ჻ შაბა

279. შინა჻ დავსხედით჻ ნადიმად჻ მას჻ დღესა჻ მინდორს჻ რებულნი მომღერალნი჻ და჻ მუტრიბნი჻ არ჻ იყუნეს჻ სულდაღებულნი მეფემან჻ გასცა჻ მრავალი჻ თუალნი჻ ღარიბად჻ ქებულნი აუვსებელნი჻ არ჻ დარჩეს჻ მას჻ დღესა჻ მათნი჻ ხლებულნი

280. მეფემან჻ გასცა჻ მას჻ დღესა჻ მრავალნი჻ საჭურჭლენია ლაშქართა჻ მისცა჻ ურიცხვი჻ ჯოგი჻ რემა჻ და჻ ცხენია჻ თავსა჻ ვჰკრძალევდი჻ სირცხუილად჻ ვიახელ჻ შენარცხენია ღ~თსამცა჻ რად჻ დაებადა჻ მათებრნი჻ ჴელმწიფენია

281. ვეცდებოდი჻ არა჻ მცალდა჻ სევდისაგან჻ თავის჻ კრძალვად ვიგონებდი჻ ცეცხლი჻ უფრო჻ მედებოდა჻ გულსა჻ ალად ჩემნი჻ სწორნი჻ წავიტანენ჻ ჩემსა჻ დავჯე჻ მთქუიან჻ ალვად შევქენ჻ სუმა჻ და჻ ნადიმობა჻ პატიჟთა჻ და჻ ჭირთა჻ მალვად

282. მოლარემან჻ შინაურმან჻ ყურსა჻ მითხრა჻ ნაუბარი ქალი჻ ვინმე იკითხავსო჻ ინახუისცა჻ ამირბარი ზეწარითა჻ მოუხურავს჻ პირი჻ ბრძენთა჻ საქებარი ვარქუი჻ საწოლს჻ წაიყუანე჻ ჩემგან჻ არის჻ ნაჴმობარი

283. ავდეგ჻ მსხდომნი჻ ნადიმობით჻ აემზადნეს჻ ასაყრელად შარდი჻ უთხარ჻ ნუ჻ ასდგებით჻ მოვალ჻ ხანთა჻ დაუზმელად გამოველ჻ და჻ საწოლს჻ შეველ჻ მონა჻ დადგა჻ კარსა჻ მცველად გული჻ მივეც჻ თმობაქნათა჻ აუგისა჻ საკრძალველად

284. კარსა჻ შევდეგ჻ ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ თაყუანისმცა მითხრა჻ მოსლვა჻ თქუენს჻ წინაშე჻ კურთხეულ჻ არს჻ რამან჻ ღირსმცა გამიკუირდა჻ მიჯნურისა჻ თაყუანება჻ ექნა჻ ვისმცა ვჰთქუი჻ არ჻ იცის჻ აშიკობა჻ თუმც჻ იცოდა჻ წყნარად჻ ზისმცა

285. შევე჻ დავჯე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ქალი჻ მოდგა჻ ნოხთა჻ პირსა ჩემსა჻ ახლოს჻ დასაჯდომად჻ თავი჻ მისი჻ არ჻ აღირსა ვარქუი჻ მანდა჻ რად჻ ჰზი჻ შენ჻ თუ჻ სიყვარული჻ ჩემი჻ გჭირსა მან჻ პასუხი჻ არა჻ მითხრა჻ ჩემთუის჻ ჰგუანდა჻ სიტყუაძუირსა

286. მითხრა჻ დღე჻ ეგე჻ სირცხუილად჻ მედების჻ გულსა჻ ალობა გგონია჻ ჩემგან჻ წინაშე჻ მაგისთუის჻ მომავალობა მაგრა჻ აწ჻ მიდებს჻ იმედსა჻ შენგან჻ ცდისაღა჻ მალობა ამას჻ თუ჻ ვღირს჻ ვარ჻ ვერ჻ ვიტყუი჻ მაკლია჻ ღ~თისა჻ წყალობა

287. ადგა჻ მითხრა჻ თქუენსა჻ კრძალვასა჻ ჩემგან჻ ცნობა჻ უბნევია ნუ჻ მეჭუ რაცა჻ პატრონისა჻ ბრძანებასა჻ უთქმევია ეზომ჻ დიდსა჻ შემართებად჻ გულსა჻ მისად჻ უთნევია ამა჻ წიგნმან჻ გაგაგონოს჻ ჩემთუის჻ ვისცა჻ უთქმევია

288. მიბრძანა჻ მითხრა჻ ამბავი჻ იცოდა჻ ჩემის჻ ნებისა ყურსა჻ მიანბო჻ ხაბარი჻ ჩემისა჻ გახარებისა შეგყარნა჻ ბოლოდ჻ ვისიცა჻ შეხედვა჻ გენატრებისა წიგნი჻ მომართუა჻ გავჰკაზმე჻ ჴმა჻ უთხარ჻ მიბრუნვებისა

289. გამიკუირდა჻ შემეზარნეს჻ ესე჻ რამან჻ ათქმევინა ვინ჻ მპოვაო჻ სადაურმან჻ სადით჻ მიცნობს჻ იგ჻ მე჻ ვინა მის჻ მგონესა჻ ყოფა჻ ჩემი჻ ერთობ჻ სრულად჻ დამკარგვინა ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ მისად჻ ნაცვლად჻ მზეცა჻ მომხვდეს჻ მინდა჻ მინა

წიგნი ნესტანდარეჯანისი საყუარელსა თანა მოწერილი჻

290. წიგნი჻ ვნავხე჻ მისი჻ იყო჻ ვისი჻ მდაგავს჻ ცეცხლი჻ გულსა მოეწერა჻ მზისა჻ შუქსა჻ ნუ჻ დაიჩნევ჻ ლომო჻ წყლულსა მე჻ შენი჻ ვარ჻ ნუ჻ მოჰკუდები჻ მაგრა჻ ბნედა჻ ცუდად მძულსა აწ჻ ასმათი჻ მოგახსენებს჻ ყუელაკასა჻ ჩემგან჻ თქმულსა

291. ასმათ჻ დგას჻ ჩემთუის჻ მისისა჻ წიგნისა჻ წასაკითხავად თქუა჻ ძოღან჻ შენი჻ ამბავი჻ მითხრიან჻ ვისცა჻ ვკითხ჻ ავად გიბრძანებს მესმის჻ მოვლენო჻ ლაშქარნი჻ შენად჻ მკითხავად ლომსა჻ მით჻ მართებს჻ ვაგლახი჻ თუ჻ მისი჻ თავი჻ ითხა჻ ვად

292. ბედითი჻ ბნედა჻ სიკვდილი჻ რა჻ მიჯნურობა჻ გგონია სჯობს჻ საყუარელსა჻ უჩუენნე჻ საქმენი჻ საგმირონია ხატაეთს჻ მყოფნი჻ ყველანი჻ ჩუენნი჻ სახარაჯონია აწ჻ მათი჻ ჯავრნი჻ ჩუენზედა჻ ჩუენგან჻ არ჻ დასათმონია

293. შენგან჻ ჩემისა჻ ქმრობისა჻ წინასაც჻ ვიყავ჻ მდომია მაგრა჻ აქამდის჻ საუბრად჻ კულავ჻ ჟამი჻ არ჻ მამხდომია ძუღან჻ ხელქმნილსა჻ გიჭურეტდი჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომია მანდა჻ ყუელაი჻ მასმია჻ რაცა჻ შენ჻ გარდაგჴდომია

294. მართლად჻ გითხრობ჻ მომისმინე჻ ესე჻ რაცა჻ მოგახსენე წა჻ შეები჻ ხატაელთა჻ თავი჻ კარგად჻ გამაჩუენე გიჯობს჻ ცუდად჻ ნუღარა჻ სტირ჻ ვარდი჻ კულამცა჻ რად჻ დასტენე მზემან჻ მეტი჻ რაღა჻ გიყოს჻ აჰა჻ ბნელი჻ გაგითენე