... (Q-779), XVIII ს.

352. მას჻ კაცსა჻ ამოდ჻ ვეუბენ჻ და჻ მადლსა჻ გარდვიჴდიდია რომე჻ არ჻ მოვკუდე჻ შემოგზღო჻ შენ჻ ამას჻ ინატრიდია აწ჻ ამხანაგთა჻ არ჻ გიგრძნან჻ წადი჻ მათთანა჻ მიდია თუ჻ დაგივიწყო჻ უთუოდ჻ მემცა჻ ვარ჻ განაკიდია

353. არვის჻ გავენდევ჻ სულდგმულსა჻ დავმალე჻ ვითა჻ ჭორია რაცა჻ იქნების჻ იქნების჻ ყოვლი჻ თათბირი჻ სწორია მაგრა჻ სპათაკენ჻ გავგზავნე჻ კაცი჻ თუ჻ გზაცა჻ შორია შევსთუალე჻ ფიცხლად჻ წამოდით჻ მოგრაგნეთ჻ მთა჻ და჻ გორია

354. მე჻ დილასა჻ მოციქულთა჻ სიტყვა჻ ტკბილი჻ შევუთვალე რამაზს჻ ჰკადრეთ჻ მოგეგებვი჻ მოდი჻ მოვალ჻ მეცა჻ მალე ნახევარ჻ დღე჻ სხუა჻ ვიარე჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ ვაკრძალე განგებაა჻ დღესცა჻ მომკლავს჻ ქუემცა჻ სადა჻ დავიმალე

355. ქედსა჻ რასმე჻ გარდავადეგ჻ მინდორს჻ მტუერი჻ დავინახე ვთქუი჻ თუ჻ მოვა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩემთუის჻ უდგამს჻ თუცა჻ მახე ჩემიც჻ გაჰკუეთს჻ ჴორცსა჻ მათსა჻ ჴრმალი჻ ბასრი჻ შუბი჻ ვახე მაშინ჻ უთხარ჻ სპათა჻ ჩემთა჻ სახე჻ დიდი჻ დაუსახე

356. ვჰთქუი჻ თუ჻ ძმანო჻ ისი჻ კაცნი჻ ჩუენ჻ ღალატსა჻ გუიდგებიან მკლავთა჻ თქვენთა჻ სიმაგრენი჻ ამისთუისმცა჻ რად჻ დალბიან ვინცა჻ მოკუდეს჻ მეფეთათუის჻ სულნი჻ მათნი჻ ზეცას჻ რბიან აწ჻ შევებნეთ჻ ხატაელთა჻ ჴრმალნი჻ ცუდად჻ რას჻ გუაბიან

357. უბრძანე჻ ჩაცუმა჻ აბჯრისა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ჴაფითა დავეკაზმენით჻ საომრად჻ ჯაჭუჯავშანითა჻ ქაფითა რაზმი჻ დავაწყევ჻ მივმართე჻ წაველ჻ დიდითა჻ სწრაფითა მას჻ დღესა჻ ჩემი჻ მებრძოლი჻ ჩემმანვე჻ ჴრმალმან჻ დაფითა

358. მივეახლენით჻ შეგუატყვეს჻ მათ჻ ტანსა჻ აბჯარცმულობა კაცი჻ მოვიდა჻ მომართუა჻ მეფისა჻ მოციქულობა ეთქუა჻ თუ჻ ჟამად჻ გუაჩნია჻ ჩუენ჻ თქუენი჻ არ჻ ორგულობა აბჯრითა჻ გხედავთ჻ შეგქუნია჻ აწ჻ ამად჻ გულნაკლულობა

359. შევსთუალე჻ თუ჻ მეცა჻ ვიცი჻ რაცა჻ ჩემთუის჻ გაგიგია თქუენ჻ რასაცა჻ სთათბირობდით჻ არ჻ იქმნების჻ არ჻ იგია ბრძანეთ჻ მოდით჻ შემებენით჻ ვითა჻ წესი჻ და჻ რიგია მეცა჻ თქუენად჻ დასაჴოცლად჻ ჴელი჻ ჴრმალსა჻ დამიგია

360. რა჻ მივიდა჻ მოციქული჻ კულავცა჻ რადღა჻ გამოგზავნეს კუამლი჻ შექნეს჻ ლაშქართათუის჻ დამალული჻ გაამჟღავნეს სამალავით჻ გამოვიდეს჻ თავნი჻ ორგნით჻ აქარავნეს შექმნეს჻ რაზმი჻ მრავალკეცი჻ თუცა჻ ღ~თო჻ ვერა჻ მავნეს

361. შუბნი჻ ვსთხოვენ჻ ჴელი჻ ჩავჰყავ჻ მუზარადის჻ დასარქმელად საომარად჻ ატეხილი჻ ვიყავ჻ მათად჻ გამტეხელად ერთსა჻ წავსწვდი჻ უტევანსა჻ წავგრძელდი჻ და჻ წაველ჻ გრძელად მათ჻ ურიცხუთა჻ რაზმი჻ ეწყო჻ წყნარად჻ დგეს჻ და჻ აუშლელად

362. ახლოს჻ მიველ჻ შემომხედნეს჻ შმაგიაო჻ ესე჻ თქუესა მუნ჻ მივმართე჻ მკლავმაგარმან჻ სად჻ უფროსნი჻ ჯარი჻ დგესა კაცს჻ შევეც჻ ცხენი჻ დავეც჻ მართ჻ ორნივე჻ მიჰჴდეს჻ მზესა შუბი჻ გატყდა჻ ჴელი჻ ჩავჰყავ჻ ვაქებ჻ ჴრმალო჻ ვინცა჻ გლესა

363. შიგან჻ ასრე჻ გავერივე჻ გნოლის჻ ჯოგსა჻ ვითა჻ ქორი კაცი჻ კაცსა჻ შემოვსტყორცე჻ ცხენკაცისა჻ დავდგი჻ გორი კაცი჻ ჩემგან჻ შენატყორცი჻ ბრუნავს჻ ვითა჻ ტანაჯორი ერთობ჻ სრულად჻ ამოვწყუიტე჻ წინა჻ კერძი჻ რაზმი჻ ორი

364. ერთობილნი჻ მომეხუივნეს჻ მგრგვლივ჻ შეიქნა჻ ომი჻ დიდი ვჰკრი჻ რასაცა჻ ვერ჻ დამიდგნის჻ სისხლსა჻ მჩქეფრსა჻ ამოღურიდი ცხენსა჻ კაცი჻ გაკუეთილი჻ მანდიკურად჻ გარდავჰკიდი სითაც჻ ვიყუი჻ გამექციან჻ მათ჻ შეჰქნია჻ ჩემი჻ რიდი

365. საღამო჻ ჟამ჻ დაიზახნა჻ ქედით჻ მათმან჻ დარაჯამან ნუღარა჻ სდგათ჻ წაედითო჻ კულა჻ მოგუხედნა჻ რისხვით჻ ცამან მოვა჻ მტუერი჻ საშინელი჻ შეგუაშინნა჻ ამად჻ ამან ნუთუ჻ სრულად჻ ამოგვწყვიდნეს჻ უთუალავმან჻ ბევრმან჻ სპამან

366. ჩემნი჻ ლაშქარნი჻ რომელნი჻ წამომეტანნეს჻ მე჻ არა რა჻ ეცნა჻ წამოსულიყუნეს჻ ღამე჻ წამორთვით჻ ეარა ვერ჻ დაიტევდა჻ მინდორი჻ და჻ არე჻ მთათა჻ ე჻ არა გამოსჩნდეს჻ სცემდეს჻ ტაბლაკსა჻ ბუკმან჻ ჴმა჻ გააზეარა

367. იგი჻ ნახეს჻ გასაქცევლად჻ გაემართნეს჻ შევჰკივლენით ველნი჻ ჩუენგან჻ ნაომარნი჻ ომითავე჻ გარდავლენით რამაზ჻ მეფე჻ ჩამოვაგდე჻ ერთმანერთსა჻ გავეჴრმლენით მისნი჻ სპანი჻ ყუელანივე დავიპყრენით჻ არ჻ მოვჰკვლენით

368. უკანანიცა჻ ლაშქარნი჻ მოესწრნეს჻ მათ჻ გაქცეულთა დაუწყეს჻ პყრობა჻ ჩამოყრა჻ შეშინებულთა჻ ძლეულთა ძილისა჻ მიხუდა჻ ნაცვალი჻ ძილმკრთალთა჻ ღამეთეულთა ტყუეთა჻ მრთელთაცა჻ არ჻ აკლდა჻ კუნესა჻ მართ჻ ვითა჻ სნეულთა

369. მას჻ ადგილსა჻ ნაომარსა჻ გარდავჴედით჻ მოსვენებად ჴელსა჻ ჴრმლითა჻ დავეკოდე჻ წყლულად჻ მაჩნდა჻ არნაღებად ჩემნი჻ სპანი჻ მოვიდიან჻ საჭურეტლად჻ და჻ ჩემად჻ ქებად ვერ჻ იტყვიან჻ ვერ჻ მიმხუდარნი჻ ქებასაცა჻ მოხსენებად

370. ერთსა჻ კაცსა჻ ეყოფოდეს჻ დიდებანი჻ რომე჻ მჭირდეს ზოგთა჻ შორით჻ დამლოციან჻ ზოგნი჻ კოცნად჻ გამიპირდეს რომელთაცა჻ გავეზარდე჻ დიდებულნი჻ ამიტირდეს ჩემგან჻ ჴრმლითა჻ განაკუეთნი჻ ნახეს჻ მეტად჻ გაუკვირდეს

371. გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ ლაშქარნი჻ ალაფი჻ ავაღებინე ერთობ჻ სავსენი჻ მოვიდეს჻ თავიცა჻ ვაალაღებინე სისხლთა჻ მებრძოლთა჻ სისხლითა჻ მინდორი჻ შევაღებინე არ჻ ვბრძოლე჻ კარი჻ ქალაქთა჻ უომრად჻ გავაღებინე